San Marco Comodino by Reflex - ელეგანტური სტილის საძინებლის ტუმბო პრიალა ლაკირებული მასიური ხის 2 უჯრით, San Marco-ს ტექნოლოგიით გოფრირებული ტყავის გვერდებით, მოცულობითი ღია სათავსო განყოფილებით და LED განათებით, დამზადებული როგორც მდიდარი ფუნქციონალისა და მასალების მიქსის მქონე კომპაქტური ინტერიერის ელემენტი იმავე სახელწოდების კოლექციის სხვა ნივთებთან კომბინირებისთვის.
Sit Sgabello by Reflex - მოდერნის სტილის ბარის სკამი მასიური კაკლის ხის კორპუსით, უმაღლესი კატეგორიის ტყავით და მატისებრი ტიტანიუმის, თითბერის ან პრიალა ქრომირებული და/ან შავი ფერის პრიალა ნიკელისებრი ფინიშინგის მქნე საზურგე სექციით.
Amet Sgabello by Reflex - თანამედროვე სტილის ბარის სკამი ხის კარკასით მეტალის მოძრავ სადგამზე მატისებრი მეტალიკის ფინიშინგით, დარბილებული სექციებით და გოფრირებული ტყავის დეტალებით უკანა მხარეს.
Comfort Sgabello by Reflex - თანამედროვე ბარის სკამი სახელურებით ტყავში, პრიალა მეტალის ფეხზე სიმაღლის რეგულირების სისტემით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ქსოვილებსა და კონფიგურაციებში.
Terra Floor Lamp by Reflex - მოდერნის სტილის ტორშერი ექსტრა წმინდა ტიპის 5 მლ.-იანი შუშის კორპუსით ოქროს ბრაშირებით, ლაკირებული შუშის მბრუნავ პლინტუსზე მეტალის მხარდაჭერით, ვერტიკალურად ინტეგრირებული LED სანათით.
Bodyguard by Arketipo Firenze - რევოლუციური დიზაინისა და კომფორტის ახალი განზომილება მეტალის უხილავ ფეხზე, რომლის ელეგანტური საზურგე სექციები და სახელურებიც რეკლაინერი მექანიზმის მეშვეობით იმეორებენ თქვენი სხეულის ანატომიას, რაც გაძლევთ რელაქსაციის პროცესის უკეთ მორგებისა და სრული პერსონალიზაციის საშუალებას. თავშესაფარი, რომლის საოცარი გამოცდილებაც ევოლუციონირებს თქვენთან ერთად და თქვენი მონაწილეობით. ქანდაკება, რომლის ყოველი ცალკეული ელემენტიც შექმნილია იმისთვის, რომ იმოძრაოს.
მოდერნის სტილის ახალი მანიფესტი, რომელსაც აქვს ყველა შანსი გახდეს თანამედროვე ინდუსტრიული სტილის ახალი იკონა და ნებისმიერი სივრცის პროტაგონისტი, ხელმისაწვდომია ორ განსხვავებული კონფიგურაციაში სხვადასხვა ტიპის განლაგებით მრავალი ფინიშინგებით.
Hide Me by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მოძრავი მოდულური ტიხარი - სეპარატორი ევკალიპტის ან ზებრანოს ხეში, სარკისა და მეტალის ინკუსტრირებული ელემენტებით.