Minerva Poltrona High by Reflex - მოდერნის სტილის მაღალზურგიანი ტყავის სავარძელი ბრაშირებული მეტალის ნიჟარისებრი კორპუსით - ბრინჯაოს ან თითბერის ფინიშინგით, მუქი ფერის თითბერისა ან ტიტანიუმის ოფციებით, საგორავებელ ბორბლებზე, სიმაღლის რეგულირების სისტემით, დამზადებული წარმომადგენლობითი ოფისების ინტერერის მოსაწყობად. მოდელი ხელმისაწვდომია ასევე ქსოვილში.
Mondrian by Reflex - მოცულობითი ფორმის თანამედროვე სარკეების კოლექცია ექსტრა-წმინდა შუშით. მოდელი A წარმოადგენს მართკუთხედ პანელზე დატანილი ნახევარ-მთვარის ფორმის სარკეს მარმარილო-შუშისა ან იმიტირებული ხის კორპუსით, მაშინ როდესაც მოდელი B არის ანალოგიური კორპუსის მქონე მართკუთხედი სარკე გაფორმებული ბრინჯაოსებრი ფინიშინგის ელემენტებით. პირველი მოდელის ორი ელემენტისგან შეკრული კომპოზიცია ქმნის მრგვალი ფორმის მოცულობითი ფორმის ფეხზე დასადგამ სარკეს.
Oh Comodino by Reflex - ტუმბო მომრგვალებული ხის კორპუსით, უჯრით ტიტანიუმის ან ბრინჯაოს ფინიშინგით.