₾ 1
Milkyway by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მოცულობითი დივანი დიზაინერული ვერტიკალური ნაკერებით.
₾ 1
Roswell by Arketipo Firenze
₾ 1
Endor by Arketipo Firenze - უნიკალური სტილის მოდერნისტული კონსოლი-ტვ სადგამი ძვირფას ხეში, ღია და მაღალი კატეგორიის Leonardo-ს მყარი ტყავით დაფარული სათავსო განყოფილებებით, ელეგანტური მეტალის ფეხზე.
₾ 1
Victoria by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის ექსპრესიული ტყავის სკამი ბრაშირებული მეტალის ფეხზე, რომლის დიზაინის საფუძველშიც განსახიერდება თვითგამოხატვის თავისუფლებასა და ფორმალურ ელეგანტურობას შორის არსებული გეომეტრიული ურთიერთკავშირი. დიზაინი, რომელიც მიისწრაფის გააზრებული აბსტრაქტული ხაზების სრულყოფილებისკენ. თითქმის ბოლომდე გაჭრილი კალათბურთის ბურთი, რომელიც ესაა უნდა დაჭიროს ხელმა.
₾ 1
Morrison by Arketipo Firenze - დახვეწილი და ამავდროულად უბრალო ფორმის, მსუბუქი სტრუქტურისა და მიმზიდველი დიზაინის ჩეიზ ლაუნჯი დიზაინერული ნაკერებით მთელს პერიმეტრზე, არტიზანული დეტალებით რომლებიც გარკვეულწილად აძლიერებენ და შთამბეჭდავ აქცენტს ანიჭებენ სტრუქტურას, რომლის გაბარიტებშიც ელეგანტურად იკვეთება თხელი მეტალის ფეხი. შედეგად, სახეზე გვაქვს მოდელი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ინტერიერში ხელმისაწვდომი ტყავისა და ქსოვილების ფართო არჩევანის გათვალისწინებით. "ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც გაძლევს თავისუფლებას იყო ის ვინც ხარ სინამდვილეში" ეს სიტყვები ეკუთვნის როკის ცნობილ ვარსკვლავს ჯიმ მორისონს. ასეა მისივე სახელწოდების ჩეიზ ლაუნჯის შემთხვევაში, რომლის მარადიული დიზაინი და ხასიათი განსაზღვრავენ მის სტრუქტურას.
₾ 1
Blob by Arketipo Firenze - ნეოკლასიკური ტიპის ტორშერი ძლიერი სცენოგრაფიული ეფექტით და ბუნების სინოიდური ფორმების ახლებური რეინტერპრეტაციით, რომელიც იდეალურად უხდება როგორც მოდერნისტულ ისე კლასიკურ ინტერიერს, ხელმისაწვდომი ბრინჯაოსებრად ყავისფერი, თითბერისა და ტიტანიუმისფერი მეტალის კორპუსით, მოქნილი-მოძრავი დიფუზორებით და ფერადი კაბელებით რომლებიც ქმნიან ჰარმონიულ კონტრაქტს ინტერიერში.
₾ 1
Ottoman by Moroso - ორგანული კონტურისა და მოდერნის სტილის დაბალი მოცულობითი კანეპე, ბრაშირებული მეტალის თხელ ცილინდრისებრ ფეხზე, მდიდარი ფუნქციონალით, ინსპირირებული იაპონური დიზაინით და ჩაის სმის ტრადიციული რიტუალით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ქსოვილებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Mahendi P153MA by Bretz Sofa - სასიამოვნო მუქი პრიალა ტექსტურის მქონე მრგვალი ფორმის ხელით ნაქსოვი ხალიჩა ტრადიციული დეკორით, დამზადებული კომპანიის პარტნიორ ინდურ მანუფაქტურაში.
₾ 1
Pierre by Cattelan Italia - Cattelan Italia-ს მიერ შექმნილ თანამედროვე საძინებელში აქსესუარებიც კი სცენური დიზაინის ენაზე საუბრობენ, თუმცა მტკიცედ ინარჩუნებენ ფუნქციურ ნაწილთან კავშირს, რომელსაც ბრენდი უპირატესობას ანიჭებს.
ფეხზე სადგამი სარკე Pierre გამოირჩევა ფართო ზედაპირით, რბილი კონტურებითა და გლუვი კიდეებით. ამ ვერტიკალური სარკის შთამბეჭდავი ზომები, მისი მცირე დახრის კომბინაციაში, საშუალებას იძლევა, რომ გარემო ისე აირეკლოს, რომ გააფართოოს ოთახის საზღვრები და გაზარდოს როგორც განათება, ისე სივრცის შეგრძნება.
უკანა მხარეს, მინიმალისტური დიზაინის ტანსაცმლის საკიდი ჩარჩო შედგება ორი ფოლადის სვეტისგან მოცურების საწინააღმდეგო პროფილებით, რომელიც იდეალურია პიჯაკებისა და შარვლების ჩამოსაკიდად. სარკის სიგანე ზუსტად არის გამოთვლილი, რათა სრულად დაფაროს საკიდზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი და ამით შეინარჩუნოს სივრცის ვიზუალური წესრიგი.
მყარი საყრდენი დამზადებულია ხისგან, რომელიც გამოირჩევა თავისებური, მოცულობითი და მომრგვალებული T-სებრი ფორმით. ამ კომპოზიციის ყველა ელემენტი ზუსტად არის გააზრებული: მეტალის ფეხებიც კი დამალული არ არის, არამედ ქრომირებული ზედაპირით ხაზგასმულია, რაც იატაკის დონეზე ქმნის ელეგანტური ესთეტიკური ღირებულების აქცენტს.
₾ 1
Air Soy Pillow by Manifattura Falomo - წარმოდგენილი მოდელი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც უყვარს ძილი ისეთ ბუნებრივ მასალებთან შეხებაში როგორიცაა სოიო. ბალიშის საპნის მსგავსი კლასიკური ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მალების სათანადო მხარდაჭერას ნებისმიერ პოზიციაში. ხოლო, ზედაპირის სპეციალური დამუშავება შესაძლებელს ხდის ჰაერის მუდმივ ცირკულაციას, რაც თავის მხრივ ქმნის იდეალურ პირობებს ძილისთვის. ბალიშს გააჩნია მოსახსნელი შალითა, რომელიც ირეცხება შესაბამის დანადგარში 60 გრადუსიან ტემპერატურაზე.
Air Soy Pillow გახლავთ ერთადერთი მოდელი რომელიც უხდება როგორც ვიწრო, ისე განიერი მხრების მქონე ადამიანებს.
₾ 1
Inca Fixed Bed Frame by Manifattura Falomo - ხის ფიქსირებული ბატუტი ორმაგი ცენტრალური პანელებით და ორმაგი ამორტიზაციის სისტემით, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყარით, გამძლეობით და უხმაურო მექანიზმით, დამზადებულია მრავალშრიანი ფიჭის ხის მასივისგან.
Ghost Out Modular Sofa by Gervasoni 1882 - სტილის იკონად აღიარებული გარე გამოყენების მოდულური დივანი
₾ 1
Ghost Out Modular Sofa by Gervasoni 1882 - სტილის იკონად აღიარებული გარე გამოყენების მოდულური დივანი, მოსახსნელი შალითით, პერიმეტრზე არსებული თხელი სტრუქტურით და რბილი დასაჯდომი სექციებით, რომელიც ერთი შეხედვით გვიტოვებს სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნებას. დამზადებულია ყველა აუცილებელი კომპონენტის გათვალისწინებით, რათა გაუძლოს დროს, მზეს, წვიმის წვეთებსა და ნესტს, ისე რომ არ დაკარგოს თავისი ესთეტიური ვიზუალი. კონფიგურაცია ითვალისწინებს 2 ადგილიან, 3 ადგილიან და განსხვავებული სიღრმის დასაჯდომის მქონე დივნის ვარიაციებს, ასევე წარმოდგენილ მოდულურ კონფიგურაციას. ხასიათდება მკვეთრად გამოხატული გეომეტრიული სტრუქტურით, რომელსაც რბილი ბალიშები სძენს სიმსუბუქის აქცენტს.