Infinitamente by Poltrona Frau - წარმოდგენილი მაგიდა განეკუთვნება უფრო ხელოვნების ნიმუშის კატეგორიას, ვიდრე უბრალოდ დიზაინერულ ნაკეთობას. ის წარმოადგენს რობერტო ლაცერონის მიერ შექმნილი პოპულარული მაგიდის Infinito-ს ერთგვარ ახალ ვერსიას.
საფეხურიანი ორმაგი-ოვალის კონტურის მქონე ზედაპირი, ინისა და იანის ურთიერთშემავსებელი ფორმები, ასევე მარადიული კმაყოფილებისა და განვითარების სიმბოლოს - ამობრუნებული რვიანის ვიზუალი. აქედან მისი სახელწოდებაც. უნიკალური მარმარილოს ტექსტურით ინსპირირებული ეს ქანდაკებისებრი მაგიდა წარმოადგენს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც ახდენს აბსოლუტურ სცენიურ შთაბეჭდილებას მნახველზე. თითონ მასალა უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული დეტალისა და ელემენტის განუმეორებელ ხასიათს, თითქოს მრავალსაუკუნოვანი გეოლოგიური სტრატიფიკაციის ამსახველი სურათი, რომელიც იშლება ტექსტურების, არტერიების განშტოებისა და ფერადი ნიუანსების ბუნებრივ ლანდშაფტში. სიღრმისეული დიზაინერული მიდგომისა და ამ მაგიდის დამზადებისას გამოყენებული განუმეორებელი ოსტატობის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა დიზაინის ისეთი შედევრის შექმნა, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განასახიერებს თანამედროვე ფუფუნების კონცეფციას.
1919 Armchair by Poltrona Frau - საკულტო სავარძელი "1919" დასახელებული იმ კონკრეტული წლის აღსანიშნავად, რომელშიც იქნა გამოშვებული. სინამდვილეში, იგი დაარქივებულია "128" კოდით. მიჩნეულია რომ ის საგანგებოდ დამზადდა რენცო ფრაუს მიერ პისტოიის ჰერცოგის ფილიბერტო ლუდოვიკო სავოიელისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "1919" ატარებდა სპეც. შეკვეთის ხასიათს იგი იქცა Poltrona Frau-ს ერთერთი ყველაზე დიდი საჯარო წარმატების სიმბოლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ "1919" წარმოადგენს კლასიკური Bergere-ის მოდელის ერთგვარ ინტერპრეტაციას, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება თავის წინამორბედისგან ზურგის კაპიტონეს სახასიათო გადაკვრით. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან დეტალებს შორისაა მცირე ზომის გაგრძელება ფეხის მოსასვენებლად და დამატებითი სამაგრი სახელური კრონშტეინით, ელეგანტური ხის ლარნაკით და სიგარისათვის განკუთვნილი მეტალის საფერფლეთი, ჰერცოგის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ცნობილი იყო ყველასთვის როგორც სიგარების დიდი მოყვარული.
"1919"-ის ყოველ ცალკეულ ეგზემპლარს გააჩნია უნიკალური ნომერი. საყრდენი კონსტრუქცია დამზადებულია მასიური ხისგან, ხოლო საჯდომი და ზურგის სექციების, ასევე სახელურების ზამბარების სტრუქტურა შედგება ხელნაკეთის მეტალის ბიკონიკური რგოლებისგან, რომლებიც მიმაგრებულია კორპუსზე ჯუთის ქამრებით. კორპუსში გამოყენებულია განსხვავებული სიმკვრივის მასალა, საჯდომ სექციაში ბატის ბუმბულით, ხოლო ზურგისა და სახელურების დასარბილებლად ცხენის თმა. საზურგე სექციის დიზაინი მოიაზრებს ხელნაკეთი კაპიტონეს სისტემას, ხოლო გორგოლაჭები და სხვა მეტალის დეტალები (გამოყენებული ხის ლარნაკის საჭერად, საფერფლე და სანომრე ნიშანი) ხელმისაწვდომია ოქროსფერი ან რუხი ფერის ბრაშირებით. საკუთრივ სავარძლის მოდელი ითვალისწინებს ორ განსხვავებულ კონფიგურაციას - ლარნაკით და საფერფლით ან მის გარეშე (ლარნაკის მონტაჟი შესაძლებელია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან).
Magda Couture by Cattelan Italia - ელეგანტური სკამების კოლექციაში შემავალი ბარის სკამი, რომლის დიზაინის საფუძველშიც დევს კომფორტი და დახვეწილი ესთეტიკა. უმაღლესი ხარისხის მასიური ხის კორპუსი, მიმზიდველი კონტურის ზურგი და გადასაკრავი ტყავისა თუ ქსოვილების ფართო ასორტიმენტი კი გვაძლევს უამრავი სტილისტური კომბინაციის შექმნის შესაძლებლობას.
Magda-ს იმპრესიული კოლექციის ხაზი მოიცავს როგორც სამზარეულო გარნიტურისთვის განკუთვნილ თანამედროვე სტილის ბარის სკამებს, ისე ელეგანტურ ტყავის სავარძლებსა და სასადილო სკამებს, მ.შ. განსხვავებული კონფიგურაციის მქონე Magda Ml-ს ბრაშირებული მეტალის ბაზაზე და ე.წ. Magda Couture-ს, გლამურული რომბისებრი ტყავის ინკუსტრაციებით ზურგზე, იდეალურად თავსებადს როგორც თანამედროვე მისაღებ ზონასთან, ისე კომერციული ინტერიერისთვის.