₾ 1
Tonic by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ბრაშირებული მეტალის ან ტიტანიუმის ბარი ასიმეტრიული განლაგების სამდონიანი სათავსო განყოფილებით, კერამიკული ზედაპირებით, უხილავ ბორბლებზე, იმპრესიული დიზაინერული ელემენტებით.
₾ 1
Times by Poltrona Frau - სტილისტურად დახვეწილი თანამედროვე საწოლი ქსოვილის, ტყავისა და მასიური ხის ელეგანტური კომბინაციით, რომლის სახელწოდებაც Times ინსპირირებულია საყოველთაოდ ცნობილი შრიფტის დასახელებით და გამოირჩევა იმავე სწორხაზოვნებით და სიზუსტით, როგორც ცნობილი ტიპოგრაფიული პროექტი. აღნიშნული მოდელი განასახიერებს Poltrona Frau-ს ახალ ხედვას, რომელიც მდგომარეობს ელეგანტურ სიმსუბუქეში, სადაც ყველაფერი ბუნებრივია და არ არის არაფერი ზედმეტი. სადაც ყოველი ცალკეული ელემენტი მიმართულია მოდუნებისა და დასვენებისკენ.
₾ 1
Jane by Poltrona Frau - სკულპტურული ფორმის ძვირფასი მარმარილოს მაგიდა ასიმეტრიული განლაგების მასიური ხის სამი ფეხის მხარდაჭერით, რომლის ინსპირაციაშიც ლეგენდარული ჟან-მარი მასო გასცდა სტანდარტული ესთეტიკის ნორმებს და შექმნა ორგანული დიზაინის თავისუფალი ელემენტი, რომელიც ერთი შეხედვით ლევიტირებს სივრცეში. ცილინდრისებრი მასიური ხის ბაზა საოცრად კონტრასტირებს მარმარილოს ზედაპირის სიმსუბუქესთან, რითაც აქცენტს აკეთებს მაგიდის ზედაპირის მომრგვალებულ, ამავდროულად ასიმეტრიულ კუთხეებზე. Jane-ის განსხვავებულ ესთეტიკას მნიშვნელოვნად ამდიდრებს გადაბმაში არსებული ბრაშირებული მეტალის დეტალები და სხვა დიზაინერული ელემენტები. ხოლო, ზედაპირის არქიტექტურა იგნორირებს ყოველგვარ იერარქიას მაგიდასთან, რის წყალობითაც მასთან თავისუფლად შესაძლებელია განთავსდეს 8-დან 10 პერსონამდე. მისი გამოყენება შესაძლებელია ძირითადი დანიშნულებით სასადილო ზონაში, ისე მოცულობითი ზომებიდან გამომდინარე კაბინეტის გარნიტურად.
₾ 1
Fidelio Multimedia Cabinet by Poltrona Frau - თანამედროვე სტილის ტვ სადგამი, მოცულობითი ზედაპირით, წმინდა ხაზებით და კომპანიისთვის მახასიათებელი უკომპრომისო ესთეტიკით, გამორჩეული ვიზუალური სიმსუბუქით, სამი ღია განყოფილებით ზედა ნაწილსა და სამი დახურული უჯრით ქვევით, უმაღლესი კატეგორიის მყარი ტყავის კორპუსით Pelle Frau-ში და ბუნებრივი მასალებით, ხელსაყრელი ყველა სტერეო ღუ აუდიო სისტემის განსათავსებლად მისაღებ ზონაში თუ კაბინეტში, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Archibald by Poltrona Frau - მოდერნის სტილის საკულტო ტყავის სავარძელი, მასიური ხის ფეხზე, ინსპირირებული სუბსტანციისა და ფორმის ბალანსით, გაჯერებული ძლიერი ვიზუალური ეფექტით და დიზაინერული ელემენტებით. ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებში, ქსოვილებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Rachel Bar Stool by Cattelan Italia
₾ 1
Rhonda MI Bar Stool by Cattelan Italia
₾ 1
Salento Manual Umbrella 300x250 by Unopiu - თანამედროვე სტილის მოცულობითი ქოლგა მექანიკური და დისტანციური დაკეცვის სისტემით, უჟანგავი ფოლადის მყარი კორპუსით და ბოლო თაობის მექანიზმებით.
Filicudi Armchair with Sledged Base by Qeeboo - გარე გამოყენების ელეგანტური სავარძელი მეტალის ბაზაზე
₾ 1
Filicudi Outdoor Armchair with Sledged Base - ბუნებით ინსპირირებული გარე გამოყენების ელეგანტური სავარძელი ხმელთაშუაზღვისპირეთის მაგიური შარმით, მეტალის ფეხზე, ხელმისაწვდომი რამდენიმე ფერში. კოლექცია ითვალისწინებს ასევე სკამებს, დივანსა და ბარის სკამებს.
₾ 1
Saba by Cattelan Italia - მოდერნის სტილის ელეგანტური ვიტრინა, რომელიც თავისი დიზაინის არსში განასახიერებს იდეალურად დაბალანსებული მასალების კომბინაციას, ტყავით დაფარული მეტალის კორპუსით, ორმხრივი ტრანსპარენტული შუშის ფასადით და შიდა LED განათებით, მოძრავ სადგამზე. ექსტრა წმინდა კატეგორიის შუშის თაროებით.
₾ 1
Balance Jubilee by Manifattura Falomo - ერთ პროდუქტში კონცენტრირებული ყველა ინოვაცია და იტალიური კრაფტის საუკეთესო ტრადიციები. კომპანიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მატრასის სერია მაღალი კომფორტის პროფილით, პრემიალური ფუნქციებით, 7 ერგონომიული ზონით სხეულის ცალკეული ნაწილებისთვის, ე.წ. მგრძნობიარე შიგნავსით (Feel HD) და 800 ინდ. შეფუთული მეტალის ზამბარით, იდეალური მიკროკლიმატის შესაქმნელად საჭირო სამ განზომილებიანი აბრეშუმის ქსოვილით, რომელიც ასევე ხელს უწყობს თავისუფალ სუნქვას სასთუმალის დროს, ზამთრისა და ზაფხულის მხარეებით, მოსახსნელი შალითებით და სახელურებით.
₾ 1
Traditional Feel by Manifattura Falomo - ტრადიციული კონფიგურაციის ბალიში დამზადებული ახალი თაობის მაღალი ელასტიურობის მქონე ე.წ. მგრძნობიარე ქაფმასალისგან, რომელიც შემუშავებულ იქნა ჯანსაღი ძილის ლაბორატორიებში (Healthy Sleep Laboratories).
საპნის კონტურის ბალიში დამზადებულია იმათთვის, ვისაც უყვარს ძილი ზურგზე ან გვერდზე. მას კორპუსის ზედაპირზე გააჩნია გარკვეული არხები, რომლებიც უზრუნველყოფს იდეალური მიკროკლიმატის ფორმირებას ძილის დროს. ხოლო, სარჩული დამზადებულია ანტიაბაქტერიული და ჰიპოალერგიული ქსოვილისგან.