Jane by Poltrona Frau - სკულპტურული ფორმის მარმარილოს მაგიდა მასიური ხის ფეხებზე

Jane by Poltrona Frau - სკულპტურული ფორმის ძვირფასი მარმარილოს მაგიდა ასიმეტრიული განლაგების მასიური ხის სამი ფეხის მხარდაჭერით, რომლის ინსპირაციაშიც ლეგენდარული ჟან-მარი მასო გასცდა სტანდარტული ესთეტიკის ნორმებს და შექმნა ორგანული დიზაინის თავისუფალი ელემენტი, რომელიც ერთი შეხედვით ლევიტირებს სივრცეში. ცილინდრისებრი მასიური ხის ბაზა საოცრად კონტრასტირებს მარმარილოს ზედაპირის სიმსუბუქესთან, რითაც აქცენტს აკეთებს მაგიდის ზედაპირის მომრგვალებულ, ამავდროულად ასიმეტრიულ კუთხეებზე. Jane-ის განსხვავებულ ესთეტიკას მნიშვნელოვნად ამდიდრებს გადაბმაში არსებული ბრაშირებული მეტალის დეტალები და სხვა დიზაინერული ელემენტები. ხოლო, ზედაპირის არქიტექტურა იგნორირებს ყოველგვარ იერარქიას მაგიდასთან, რის წყალობითაც მასთან თავისუფლად შესაძლებელია განთავსდეს 8-დან 10 პერსონამდე. მისი გამოყენება შესაძლებელია ძირითადი დანიშნულებით სასადილო ზონაში, ისე მოცულობითი ზომებიდან გამომდინარე  კაბინეტის გარნიტურად.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Poltrona Frau

დიზაინერები: ჟან მარი მასო

კოლექცია: Jane

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: მაგიდა,

ზომები: 140*262*73H სმ.