Seventy VetroMarmo Specchio by Reflex - ელეგანტური ფორმის 4 მლ.-იანი სარკე პოლირებული გვერდებით და დამატებითი მარმარილო-შუშის პანელით.
Close to Me by Arketipo Firenze - ხანდახან საუკეთესო რამ დედამიწაზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - თბილი ჩახუტება. Cure-ის ლეგანდარული სიმღერაც "Close to Me" ეძღვნება ზუსტად ამ თემატიკას. ხოლო დივანი "Close to Me" თავისი არსით და ამ სიტყვის სრული შინაარსით განასახიერებს ჩახუტებას. დამაინტრიგებელი ესთეტიკის, ძლიერი თუმცა, თბილი ხასიათის დამსახურებით, იგი გვჩუქნის სტუმართმოყვარეობის განუმეორებელ განცდას. მისი მოცულობითი კონსტრუქცია გადმოცემულია ე.წ. "შაბი-შიკის" სტილის ელეგანტურ რბილ და კომფორტულ ბალიშებში, რომლებიც მუდმივად განაწყობენ დასასვენებისთვის. ხოლო, ფორმისა და კომფორტის დახვეწილი და ელეგანტური კომბინაცია ჰარმონიულად იკვეთება XXI-ე საუკუნის სტილსა და არტიზანული ხელობის ტრადიციებთან. ფორმალური სიზუსტე და ყურადღებიანი დამუშავება გახლავთ ამ მოდელის სავიზიტო ბარათი.
დივნის ელიპტიკური მოყვანილობის ფეხები არამხოლოდ ასრულებენ მათზე პირდაპირ დაკისრებულ ფუნქციას, არამედ არიან უნიკალური ვიზუალის მქონე სკულპტურული დეტალები. ხოლო, მთელს პერიმეტრზე გადაჭიმული Testa di Moro-ს ტყავის ქამარი, რომელიც ინტიმურად აკავშირებს რბილ საზურგე ბალიშებს სახელურებთან განასახიერებს ფიზიკური მოხვევის-ჩახუტების მომენტს. მყარი ტყავის ქამრისა და ბრაშირებული მეტალის შესაკრავები კი ხაზს უსვამენ ექსკლუზიური დამუშავების ხარისხს.
Josephine, vis-a-vis by Gordon Gullaumier for Moroso, 2017. Icon of feminine provocation.
თავდაპირველად ჟოზეფინას Face-to-face მოსასვენებელი ლაუნჯი შექმნილ იქნა საკონტრაქტო სეგმენტისთვის, თუმცა დღეისთვის ხშირად გამოიყენება ადგილობრივი საჭიროებებისთვის. ინსპირირებული ჟოზეფინ ბეიკერის პროვოკაციური ფიგურით, რომელსაც მიუძღვის დიდი როლი 1930-იანი წლების ქალური ემანსიპაციის მოძრაობაში, მისი მომრგვალებული კონტური და აეროდინამიური ხაზები იხსნება სახელურებისა და საზურგეს ნაწილში.
Ergomovie De Lux Adjustable Bed Base by Manifattura Falomo - დაპატენტებული Ergomovie De Luxe®-ის ელექტრო საწოლის ბატუტი ხის პანელური სისტემით აერთიანებს Ergomovie-ს მოტორიზებული სისტემის პრაქტიკულობას 4-ძრავიან ტექნოლოგიასთან, რათა დასვენება გაცილებით სასიამოვნო და პერსონალიზებული გახადოს.
ორმაგი საწოლი ბაზა მიიღება 2 ცალი ერთადგილიანი საწოლის ბაზის გვერდიგვერდ განთავსებით. მას შეუძლია 200 კგ წონის ატანა.