₾ 1
Smart Plus Fixed Bed Frame by Manifattura Falomo - პანელური ხის ფიქსირებული ბატუტი Smart Plus სიმკვრივის რეგულირების სისტემით გამოირჩევა სიმყარით, გამძლეობითა და განსაკუთრებული სიჩუმით. მისი კარკასი დამზადებულია მრავალშრიანი ფიჭის ხის მასივისგან.
₾ 1
Butler by Rugiano - ვინტაჟური სტილის საგორავებელი ბარი ბრაშირებული მეტალის კორპუსით, ძლიერი დეკორატიული ვიზუალით და თამამი სილუეტით, რომელიც გვთავაზობს სერვირების ახალ ინტერპრეტაციას, სადაც კონსტრუქცია იქცევა ცენტრალურ ელემენტად, ხოლო მკვეთი ხაზები იქცევა ერთი შეხედვით მსუბუქ, თუმცა იმპრესიულ სილუეტად, რომელიც მოიაზრებს თავის სტრუქტურაში სიმყარესა და მოძრაობას. მოცულობითი ლარნაკები ორგანულად არის ინტეგრირებული კარკასში, რითიც უზრუნველყოფენ ზედაპირის იდეალურ ფუნქციონალს, ამავდროულად ინარჩუნებენ ლაკონურ და დახვეწილ ესთეტიკას.
₾ 1
Solaria by Poltrona Frau - ეზიარეთ ღია სივრცის მშვენიერებას ცხოვრების თავისუფალ და განუსაზღვრელ განზომილებაში Poltrona Frau-ს "Boundless Living Outdoor"-ის სერიაში შემავალი კოლექცია Solaria-ს მეშვეობით. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურისთვის მახასიათებელი დიზაინითა და ცხოვრების წესით ინსპირირებული ეს კოლექცია გვთავაზობს უაღრესად უნივერსალურ კომპოზიციებს დასასვენებელი ზონის კეთილმოწყობისთვის ბაღებში, ვერანდებზე, პატიოში, ტერასებზე, სახურავებზე, გემებსა და იახტებში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით.
პალომბა+სერაფინის შთაგონებით შექმნილი ეს კოლექცია გამოირჩევა ფართო მოცულობებით და უბრალო კომპოზიციებით, რაც გვაძლევს ჰიბრიდულ სტილში მრავალფეროვანი სცენარების ფორმირების შესაძლებლობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის ელემენტების გამოყენებით. სივრცე განისაზღვრება ჰორიზონტალური კუნძულებით ბარიერების გარეშე, რომლებიც ქმნიან სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას. Solaria-ს კოლექცია მოიცავს გარე გამოყენების როგორც ორ, ისე სამადგილიან კომფორტულ დივნებსა და სხვა მრავალფეროვან მოდულურ ელემენტებს, ხელმისაწვდომებს როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. გარე გამოყენების ოთხკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ორ მაგიდას უნივერსალური ღია სივრეების გასაფორმებლად, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრებისა და ოჯახის წევრების კამპანიაში განსაკუთრებული მომენტების გატარება, დასვენება და სიამოვნების მიღება.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი გარე ავეჯი მკაფიო ხაზებით და ხელნაკეთი თოკებით მახასიათებელი დიდი მოცულობის რბილი ბალიშებით, რომლებსაც მოჰყვება სავსე და ცარიელი მოცულობები, რაც ახდენს ობიექტების დე-მატერიალიზაციას და გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად დავტკბეთ ღია სივრცის მშვენიერებით. კოლექცია დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან - უჟანგავი მეტალი, თოკი და ქსოვილის ბალიშები. შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ამოღება და თავისუფლად გადაადგილება სწორხაზოვანი ან კუნძულისებრი კონფიგურაციის შესაქმნელად.

Blisscape Deep by Poltrona Frau - მოდელის სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური "Bliss+Escape" სიტყვებისგან, რაც ითარგმნება როგორც "ნეტარებით აღსავსე დასვენება". იდეალური სახელწოდება ლუდოვიკა და რობერტო პალომბას ინსპირაციით შექმნილი რბილი ავეჯის ამ სისტემისთვის, რომელიც მოიცავს თავის დიზაინში თანამედროვე კომფორტისა და კეთილდღეობის ყველა ელემენტს. დივანი Blisscape და მისი პუფი გამოირჩევა დახვეწილი სკულპტურული აგებულების მქონე ტყავის კონსტრუქციით, რომელიც გამოიყენება საყრდენ ფუნდამენტად რბილი და მოცულობითი ბალიშებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ხასიათდება სარტორიული ყურადღებით შესრულებული ექსკლუზიური კატეგორიის ტყავის (Pelle Frau) დამუშავებით და უხილავი მეტალის ფეხის წყალობით ერთი შეხედვით ლევიტირებს სივრცეში რამდენიმე სანტიმეტრზე იატაკიდან.
Blisscape-ის ყოვლისმომცველი კოლექცია ითვალისწინებს მრავალ კონფიგურაციას ნებისმიერი ინტერიერის და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ამ შემთხვევაში ლუდოვკა სერაფინიმ და რობერტო პალომბამ ხელახლა გაიაზრეს წარმოდგენილი რბილი ავეჯის სისტემა, რის შედეგადაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კომფორტსა და კომპოზიციის სისრულეს. მოდულური დივნის ახალი ვერსია Blisscape Deep გადიდებული საჯდომი ბალიშისა და 45 გრადუსიანი დახრის მქონე მოდულური სავარძლის წყალობით მნიშვნელოვნად აძლიერებს მოდუნებისა და რელაქსაციის ხარისხს. მაღალი ვერტიკალური სამკლაური კი ხაზს უსვამს დივნის მახასიათებელ "მოხვევის" ეფექტს, რითიც ქმნის ე.წ. ნიჟარისებრი გარსის განცდას. მოდელი ასევე იძლევა სამკლაურის დახრის რეგულირების საშუალებას. ხოლო, გადაკვრა რომელიც ბოლომდე შესრულებულია მაღალი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავში, შესაძლებელია შეიცვალოს კატალოგში წარმოდგენილი განსხვავებული ტყავის ან ქსოვილების კონფიგურაციებით. დიზაინის აღნიშნული ევოლუცია გარდასახავს ასიმეტრიული განლაგების მოდულურ დივანს ინდივიდუალური პერსონალიზაციის მქონე კუნძულად, რომელიც ბუნებრივად ადაპტირდება განსხვავებული ტიპის საჭიროებებისადმი და საფუძველს უყრის დახვეწილი დასვენების განსხვავებულ გამოცდილებას.
₾ 1
Grace by Rugiano - წარმოდგენილი კომოდის რბილი და გლუვი სილუეტი განასახიერებს მოზომილ, თუმცა, ზედმიწევნით დამშავებულ ელეგანტურობას, რომელიც განისაზღვრება ჰარმონიული პროპორციებით და ტყავში შესრულებული კონსტრუქციით. მის ინდივიდუალიზმს ხაზს უსვამს სპილენძის ელეგანტური პროფილი, რომელიც გარეშემორტყმული აქვს ზედა განყოფილებაზე და ეშვება გვერდებზე, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მისი დიზაინის სისუფთავეს. დამახასიათებელი შტრიხი, რომელიც განასახიერებს არტიზანული კრაფტისა და ესთეტიური ბრწყინვალების ზეიმს.
₾ 1
Grace by Rugiano - რბილი და ჰარმონიული ფორმის მქონე საწოლის ტუმბო უმაღლესი კატეგორიის ტყავის კორპუსით, რომლის თანამედროვე ელეგანტურობა და ხასიათიც განისაზღვრება მისი პროპორციებით და მოცულობით, ხოლო ინდივიდუალიზმი ბრაშირებული მეტალის პროფილით ზედა და გვერდითა პერიმეტრებზე. დეტალი რომელიც ხაზს უსვამს წარმოდგენილი დიზაინის სისუფთავეს და მაღალ ოსტატობას.
₾ 1
Mesa Due with Lazy Suzan by Poltrona Frau - მრგვალი მარმარილოს მაგიდა ცილინდრისებრი ტყავის ფეხით. კომპანიამ პროექტ Mesa-ზე იტალიელი დიზაინერების ლელა და მასიმო ვინიელების ესკიზების საფუძველზე განახორციელა საინტერესო ფილოლოგიური სამუშაო, რომლის საფუძველზეც შექმნა აღნიშნული მაგიდის რამდენიმე ორიგინალური ვერსია, მათ შორის მაგიდის ზედაპირში ინტეგრირებული საბრუნავი მექანიზმით და დაარქვა მას შესაბამისად Due ანუ ორი - გამომდინარე იქიდან, რომ მისი თავდაპირველი დიზაინი ეფუძნებოდა ორი მარტივი გეომეტრიული ელემენტის: წრისა და კონუსის ერთობლიობას, რომელთა შერწყმის შედეგადაც ვიღებთ სტილისტურად დახვეწილ ინდივიდუალიზმით სავსე მრგვალ სასადილო მაგიდას.
₾ 1
Cestlavie Small Tables by Poltrona Frau - მოდერნის სტილის, გარე გამოყენების მაგიდების სეტი მსუბუქი მეტალის ბრაშირებული კორპუსით, ძლიერი დეკორატიული ვიზუალით და ტექსტურით, უმაღლესი კლასის სარტორიული დამუშავებით, ექსკლუზიური მყარი ტყავის Pelle Frau კოლექციაში შემავალი ტყავის ხელნაკეთი დეტალებით, ინსპირირებული ტრადიციული დაწნული კალათის ფორმით, რომელიც პირველივე დანახვისა და შეხებისთანავე განიჭებთ აღფრთოვანებისა და ვიზუალური სენსაციის განცდას. მოდელი გამოირჩევა მოცულობითი ფორმის სათავსო კონტეინერით და დიდი ზომის მყარი ტყავის ზედაპირით, არის უკიდურესად მსუბუქი და კოლექციაში მოიცავს როგორც აუთდორ-გარე, ისე ინდორ გამოყენების ვერსიებს.
₾ 1
Toto X Bar Stool by Cattelan Italia - მინიმალისტური სტილის ულტრა-მსუბუქი ბარის სკამი, ქრომირებული მეტალის ფეხზე, სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ კონფიგურაციებში.
₾ 1
Salento Square Umbrella Aluminum Shaft by Unopiu - თანამედროვე სტილის მოცულობითი ქოლგა ბრაშირებული ალუმინის მყარი კორპუსით და გვერდითა მხარდაჭერუს სისტემით, რომლის იდეალურ ბალანსსა და წონასწორობას უზრუნველყოფს ბაზაში ინტეგრირებული 6 ბეტონის ფილა (თითო 20 კგ. 50*50 სმ. კონფიგურაციით). Salento გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოდელი, რომელიც თავის ინოვაციურ დიზაინში აერთიანებს ქოლგის ეფექტურობასა და ბოლო თაობის მზისგან დამცავ მექანიზმის სინთეზს. საკუთრივ ქოლგის ბაზა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კაშპოებისა და პლანტერების გარკვეული სადგამის სახით, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით სიმყარეს მათთვის, ხოლო გარე სივრცის ექსტერიერში უზრუნველყოფს დამატებით დეკორატიულ ეფექტს.
₾ 1
Cobble Table 160 HPL Stone by Qeeboo - მოდერნის სტილის გარე გამოყენების სასადილო მაგიდა, ხელმისაწვდომი ასევე უნიკალური და ინოვაციური სასმელის გამაგრილებელი ან პლანტერისთვის განკუთვნილი კონტეინერის ოფციით ცენტრალურ ნაწილში, 3 ფერში.
ტრენდული კოლექცია მოაზრებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს, წყლის არინების სისტემით.