₾ 1
Prince by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის სასადილო მაგიდა მარმარილოს ტოპით და ბრაშირებული ტიტანის ფეხით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Moroso-ს ბრენდის აუთდორ კოლექციის ყველა მოდელი მთლიანად ხელნაკეთია, მათ შორის Martino Gamper-ის დიზაინით შექმნილი Arco-ს კოლექცია: სკამები, საქანელა, ყავის მაგიდები.
₾ 1
Wild Stripes Rug P 153 WS by Bretz Sofa - მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმის ხელით ნაქსოვი დიზაინერული ხალიჩა, დახვეწილი ორნამენტის მქონე პრიალა დეკორით, დამზადებული კომპანიის პარტნიორ ინდურ მანუფაქტურაში და ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ კონფიგურაციაში.
₾ 1
Cassia by Bretz - მარტივი, თუმცა უკიდურესად კომფორტული, ელეგანტური სკამი, მბრუნავ მექანიზმზე, ბოჰემური ხავერდის ქსოვილში, ბრაშირებული მეტალის ფეხით, რომელიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე გარემოს.
₾ 1
Nara by Galimberti Nino - დახვეწილი და დელიკატური დიზაინის ბენჩი, ძვირფასი მასიური ხის კორპუსით უმაღლესი კატეგორიის ქსოვილით და ბრაშირებული მეტალის ელეგანტური დეტალებით, ინსპირირებული იაპონური დიზაინით და ხელმისაწვდომი განსხვავებუ კონფიგურაციებში.
₾ 1
Glo Wall Lamp S by Penta - იკონური დიზაინის კედლის სანათების კოლექცია სარკისებრი შუშის დიფუზორით, ხელმისაწვდომი 5 განსხვავებულ ფერში (Transparent Glass, Mirroring Black Glass, 4 Ever Mirroring Glass, Mirroring Silver Glass, Mirroring Gold Glass) რომელიც ასევე მოიცავს ჭერის სანათებს, ჭაღებსა და მაგიდის სანათს.
₾ 1
Dual Manual Adjustable Bed Frame by Manifattura Falomo - ორმაგი მექანიზმის მქონე საწოლის კარკასი იდეალურია კითხვისთვის, დასვენებისა და ძილისთვის. ეს რეგულირებადი საწოლის ბაზა დამზადებულია დიდი განივი კვეთის მქონე მრავალშრიანი წიფლის ხისგან და გაფორმებულია 45°-იანი კუთხის მქონე ელეგანტური პროფილით.
₾ 1
Ouverture Sofa by Poltrona Frau - Ouverture გახლავთ პიერლუიჯი ჩერის მიერ 1982 წ. შექმნილი საკულტო დივნის ახალი ვერსია, რომელიც გამოირჩევა ინდუსტრიული არქიტექტურით შთაგონებული სტილით, უმაღლესი კატეგორიის "Pelle Frau"-ს ტყავის ან ქსოვილისგან დამზადებული რბილი ბალიშებით. ეს აქტუალური დიზაინის თანამედროვე მოდელი ასევე ცალსახად გამოირჩევა თავისი უნივერსალური სტილით და თანაბრად კარგად გამოიყურება როგორც სახლის ინტერიერში, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე მოსაცდელ სივრცეებში, კონფერენც დარბაზებსა თუ სასტუმრო კომპლექსებში, სადაც ჰარმონიულად ეწერება განსხვავებულ დიზაინერულ კომპოზიციებში.
₾ 1
Bob Outdoor by Poltrona Frau - თანამედროვე სტილის უნივერსალური მისადგამების სეტი, სუფთა ხაზებით და ბრაშირებული მეტალის სტრუქტურით, ხელმისაწვდომი სამ განსხვავებულ ზომასა და მრავალფეროვან კონფიგურაციებში, შემავალი კომპანიის გარე ავეჯის ცნობილ კოლექციაში Boundless Living Outdoor Collections by Poltrona Frau.
₾ 1
Sherazade Baskets by Poltrona Frau - თანამედროვე სტილისა და განსხვავებული ზომის ფერადი პოლიპროპელენისგან დაწნული ელეგანტური პლანტერები სახელურებით, ხელმისაწვდომი იმავე სახელწოდების მქონე კოლექციაში შემავალ გარე გამოყენების ხალიჩასთან კომბინაციაში სამ ფერში. ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება პლედებისა და პირსახოცების დასაბინავებლად ტერასაზე, ვერანდასა და აუზის პირას. დამზადებულია ნესტგამძლე, წყალგაუმატარი მასალისგან.
₾ 1
DressCove Night System by Poltrona Frau - ულტრა-თანამედროვე სექციური კარადებისა და საგარდერობე კლოზეტების სისტემა განათებით და პირადი ნივთების განსათავსებლად აუცილებელი ყველა ინოვაციური აქსესუარებით, რომლის დიზაინიც იძლევა ნებისმიერი კომპოზიციისა და კონფიგურაციის კარადის აწყობის შესაძლებლობას.
Secret Garden by Poltrona Frau - ბუნებრივი ფინიშინგის გარე გამოყენების მრგვალი მაგიდა ქვის ზედაპირით
₾ 1
Secret Garden by Poltrona Frau - ბუნებრივი ფინიშინგის მქონე გარე გამოყენების მასიური ხის მრგვალი მაგიდების სეტი, განსხვავებული ფერის ქვის ზედაპირებით, ინსპირირებული ერთის მხრივ სკანდინავიური სტილის მინიმალისტური დიზაინით, ხოლო მეორესმხრივ ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურით.