₾ 1
Bach Bedside Table by Rugiano - მოცულობითი ფორმის საძინებლის ტუმბო Bach გამოირჩევა თავისი ელეგანტური და სკულპტურული ვიზუალით, რომელსაც უმთავრესწილად განსაზღვრავს რბილი ხაზები და ჰარმოიული პროპორციები. გოფრირებული ტყავის მომრგვალებული გვერდები ქმნიან სიმდიდრის ტაქტილურ ეფექტს, ხოლო ძვირფასი მარმარილოს ზედაპირი მახასიათებელი ბუნებრივი ტექსტურით ანიჭებს ნაკეთობას დახვეწილი ექსკლუზივის აქცენტს.
₾ 1
Salento Square Umbrella Aluminum Wood Effect by Unopiu - თანამედროვე სტილის მოცულობითი ქოლგა ხისფერი ალუმინის მყარი კორპუსით და გვერდითა მხარდაჭერის სისტემით, რომლის იდეალურ ბალანსსა და წონასწორობას უზრუნველყოფს ბაზაში ინტეგრირებული 6 ბეტონის ფილა (თითო 20 კგ. 50*50 სმ. კონფიგურაციით). Salento გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოდელი, რომელიც თავის ინოვაციურ დიზაინში აერთიანებს ქოლგის ეფექტურობასა და ბოლო თაობის მზისგან დამცავ მექანიზმის სინთეზს. საკუთრივ ქოლგის ბაზა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კაშპოებისა და პლანტერების გარკვეული სადგამის სახით, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით სიმყარეს მათთვის, ხოლო გარე სივრცის ექსტერიერში უზრუნველყოფს დამატებით დეკორატიულ ეფექტს.
₾ 1
Cobble Table 190 HPL by Qeeboo - მოდერნის სტილის გარე გამოყენების სასადილო მაგიდა ხელმისაწვდომი 6 ფერში, რომლის კონფიგურაციაც ითვალისწინებს ასევე ინოვაციური სასმელის გამაგრილებელი ან პლანტერისთვის განკუთვნილი უნიკლური კონტეინერის ოფციას ცენტრში.
ტრენდული კოლექცია მოიაზრებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს, ფუნქციური წყლის არინების სისტემით.
₾ 1
Turtle Carry Lamp by Qeeboo - ექსპრესიული ხასიათის დეკორატიული სანათი, განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის, დამტენ მექანიზმსა და დისტანციური მართვის სისტემით. კონფიგურაცია ითვალისწინებს 3 განსხვავებულ ფერს.
₾ 1
Filicudi Chair Colored by Qeeboo - ხმელთაშუაზღვისპირეთის განუმეორებელი შარმით ინსპირირებული გარე გამოყენების დეკორატიული სკამი, ბრაშირებული მეტალის თხელ ფეხზე, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფერებში.
₾ 1
Cliff Modular Sofa by HESSENTIA Cornelio Cappellini
₾ 1
Nara by Galimberti Nino არტ-დეკოს სტილის ძვირფასი პოლირებული ხის ვიტრინა-კაბინეტი, ინსპირირებული იაპონიის ნარას პროვინციის აღმოსავლური შარმით, ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის ელეგანტური დეტალებით სახელურებსა და ფეხის დაბოლოებებზე.
₾ 1
Vogue by Rugiano - მოხრილი მოცულობისა და კონტურის მქონე კომოდი Vogue-ის ვიზუალს უმთავრესწილად განსაზღვრავს ზედაპირისა და ზოგადად კონსტრუქციის რბილი ხაზები, ასევე ვერტიკალური დამუშავებით გამორჩეული ამობრუნებული ტყავის ფასადი, რომელიც ანიჭებს მის სილუეტს ერთგვარი რიტმისა და სიღრმის შეგრძნებას. ხოლო, მომრგვალებული ხაზები აქცევს მის სტრუქტურას სენსუალური გრძნობებით აღსავსე თანამედროვე ინტერიერებისა და ცენტრალური საძინებლების ჰარმონიულ ელემენტად.
₾ 1
Key West by Roberti - ელეგანტური შეზლონგი ალუმინის კორპუსით და თხელი სტრუქტურით.
₾ 1
Arman by Roberti - მოცულობითი ლაუნჯი უჟანგავი მეტალის კორპუსით და თოკის სახელურებით, რომლებიც ხაზს უსვამენ იკონური იტალიური დიზაინის ბრწყინვალებას.
₾ 1
Diapason by Cattelan Italia - მოდერნის სტილის დრესუარი-კონსოლი, ნატურალური ქვის გეომეტრიული ფორმის ბაზაზე, ტრანსპარენტული შუშის ზედაპირით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ კონფიგურაციებში.