Foliage by Poltrona Frau - Foliage გახლავთ დიზაინერული ტორშერი გამოკვეთილი სკულპტურული კონტურით. მისი უნიკალური ხის ფორმა საფუძველს უყრის ფიზიკურ კავშირს შუქთან: განათებულ მდგომარეობაში სილუეტი თითქოს ქრება და წარმოშობს ჩრდილს, რომელიც თავის მხრივ ტრანსფორმირდება უნიკალურ ურთიერთქმედებაში ტორშერთან. აღნიშნული პროცესი კი წარმოშობს ნათების საოცარ ეფექტს და ავსებს სივრცეს თბილი, მყუდრო და პოეტური ატმოსფერით.
Six N. Five - გახლავთ არგენტინელი ციფრული ხელოვანისა და დიზაინერის ეზეკილ პინის სტუდიის აბრევიატურა, რომელიც არის პიონერი 3D ტექნოლოგიის მხატვრული გამოყენების დარგში. მისი ნამუშევრები მჭიდრო კავშირშია ზოგადად ბუნებისა და შუქის გამოყენებასთან. ხოლო ანიმაცია და გამორჩეული პროექტები ექსპონირდება მსოფლიოს ისეთ აღიარებულ მუზეუმებში, როგორიცაა: Art Basel, Moco Museum, Fotografisca Stokholm, Museo della Permanente და სხვა. Poltrona Frau-სთან კოლაბორაციამ მისცა საშუალება დიზაინერს პირველად ზიარებოდა ილუმინაციის სამყაროს.
Malibu Lamp Outdoor L by Qeeboo - პალმისებრი ფორმის გარე გამოყენების ეგზოტიკური სანათი, ვერტიკალური სილუეტით, ძლიერი ვიზუალური ეფექტით და დეკორატიული დატვირთვით, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომაში (230 სმ. და 260 სმ.), რომელიც თავისი მკვეთრი ესთეტიკით განსაზღვრავს ნებისმიერი გარე თუ შიდა სივრცის დიზაინს და მომენტალურად ხდება მისი პროტაგონისტი. Malibu იდეალურად მიესადაგება როგორც საცხოვრებელი ინტერიერის გარემოს, ისე სასტუმრო კომპლექსებსა და სხვა სახის კომერციულ ნაგებობებს, ხაზს უსვამს მათ ინდივიდუალიზმსა და ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ხელმისაწვდომია 4 განსხვავებულ ფერში.