₾ 1
Magic Sands P153 MSA 18 by Bretz - მრგვალი ფორმის ხელით ნაქსოვი დიზაინერული ხალიჩა, დახვეწილი გარდამავალი ფერით და სასიამოვნო პრიალა ზედაპირით, დამზადებული კომპანიის პარტნიორ ინდურ მანუფაქტურაში.
₾ 1
მათ, ვისაც განსაკუთრებულად უყვართ იშვიათი და ლამაზი ნივთების შეგროვება, Ohlinda-ს კოლექცია არ დარჩებათ ყურადღების მიღმა. თავისი მომაჯადოვებელი, მყუდრო ვიზუალით ის დაიპყრობს და ლამაზი ფერებით აავსებს თქვენს გულსა და ინტერიერს.
₾ 1
Opera Panchetta by Twils - თანამედროვე სტილის კომფორტული ბენჩი ბრაშირებული მეტალის ფეხზე Opera-ს საწოლების ულამაზესი კოლექციიდან, ელეგანტური ვერტიკალური ნაკერებით ზედაპირზე.
მიზანშეწონილია სათავსო განყოფილების არ მქონე საწოლებთან კომბინაციაში გამოსაყენება, დამატებითი ფურნიტურის სახით.
₾ 1
Zabriskie by Poltrona Frau - რობერტო ლაზერონის მიერ მულტიმედიური და სათავსოდ გამოყენების დანიშნულებით შექმნილი ავეჯის კოლექცია "Zabriskie", ინსპირირებული გენიალური მიქელანჯელო ანტონიონის საკულტო ფილმით, რომელიც გამოირჩევა მკვეთრი არქიტექტურული დიზაინითა და სუფთა გეომეტრიული ხაზებით. მისი ჰორიზონტალური სტრუქტურა წააგავს თანამედროვე ინტერპრეტაციით შესრულებულ 1970-იანი წლების კონსოლებისთვის დამახასიათებელ მოტივებს, ხოლო უმაღლესი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავის ექსტერიერი, ბრაშირებული მეტალის დეტალები და გამოზნექილი მარმარილოს ზედაპირი ქმნიან დახვეწილი და თვითმყოფადი ინტერიერის ნივთის ეფექტს, რომელიც აღგვიძრავს წარსულის ნოსტალგიურ მოგონებებს, სადაც ყველას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი.
მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Elisabeth Wall Light by Penta - არტ-დეკოს სტილის პრიალა მეტალის კედლის სანათი, შექმნილი ცნობილი დიზაინერის კარლო კოლომბოს დიზაინით, ორი პოლირებული ქრომისგან დამზადებული ნახევარსფეროთი, რომელიც ასხივოსნებს ე.წ. ბი-დირექციული მიმართულების ნათებას კედლის გასწვრივ - ზემოთ და ქვემოთ. კოლექცია ითვალისწინებს ასევე მარმარილოს სადგამიან მაგიდის სანათს და მოცულობით ჭაღს.
₾ 1
Orthopedic Fixed Bed Base by Manifattura Falomo - ორთოპედიული პანელური ხის საწოლის ბატუტი მყარი მეტალის კარკასით და ხის სექციებით, რომელიც თავის დიზაინში აერთიანებს ტრადიციას, ხარისხსა და სიმყარეს. 40*33 მლ.-ის მქონე პანელური ხის სექციები გამაგრებულია შიგნიდან დამატებითი კონსტრუქციით.
₾ 1
Secret Garden by Poltrona Frau - იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს საზღვარი შიდა და გარე საცხოვრებელ სივრცეებს შორის სულ უფრო სიმბოლური ხდება, ღია სივრცე ბუნებასთან ჰარმონიაში თამამად განსაზღვრავს კერძო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს. გარე გამოყენების დიზაინერული ავეჯის კოლექცია Secret Garden შემუშავებულ იქნა იმ მიზნით, რომ მოეხდინა დასასვენებელი და სასადილო ზონების ადაპტირება განსხვავებული პირობებზე: ვერანდებიდან ზამთრის ბაღებამდე, სპა-სალონებიდან გამაჯანსაღებელ ცენტრებამდე, გემებიდან იახტების გემბანებამდე. Poltrona Frau-ს Boundless Living Outdoor-ის სერიაში შემავალი კოლექცია Secret Garden განასახიერებს დახვეწილი და ელეგანტური სტილის გარე გამოყენების ავეჯს, რომელიც თავის ანალოგებთან შედარებით გამოირჩევა მასიური ხის ზედმიწევნითი ნატურალური დამუშავებით და თხელი ხაზებით. იგი გვთავაზობს მოზომილი სკანდინავიური სტილისა და ე.წ. "Made in Italy"-ის მაღალი სტანდარტის იდეალურ კომბინაციას, გემოვნებით ადაპტირებულს გარე გამოყენების პირობებზე.
იგი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნილების ყველა პირობას და შესაძლებელს ხდის მის თავისუფალ გამოყენებას პრაქტიკულად ყველა მეტეოროლოგიურ პირობებში. ის შემუშავებულ იქნა სამი ძირითადი ფუნქციით: დასასვენებელი გარე სივრცის კეთილმოსაწყობათ კომფორტული შეზლონგებითა და მცირე ზომის მაგიდებით, მყუდრო სასადილო ზონის გასაფორმებლად დიდი ზომის მაგიდისა და სავარძლების მეშვეობით, ასევე არაფორმალური სტილის სასადილო სივრცის მოსაწყობად, სადაც შესაძლებელია დროის გატარება ორადგილიან დივანზე ან კომფორტულ სავარძლებზე დიდი ზომის დაბალი კოქტეილის მაგიდასთან.
მასიური ხის მოხრილი კონტურები, რბილი შეხებაზე ქსოვილი, რომლითაც გადაკრულია ბალიშები და ზედაპირებზე არსებული ემალირებული კერამოგრანიტის ნაზი ანარეკლი - ყველა ეს ელემენტი გამოირჩევა დამზადების დახვეწილი და რაფინირებული ხარისხით, რომელიც იშვიათად გვხვდება გარე გამოყენების ავეჯის შემთხვევაში.
₾ 1
Solaria Armchair by Poltrona Frau - ეზიარეთ ღია სივრცის მშვენიერებას ცხოვრების თავისუფალ და განუსაზღვრელ განზომილებაში Poltrona Frau-ს "Boundless Living Outdoor"-ის სერიაში შემავალი კოლექცია Solaria-ს მეშვეობით. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურისთვის მახასიათებელი დიზაინითა და ცხოვრების წესით ინსპირირებული ეს კოლექცია გვთავაზობს უაღრესად უნივერსალურ კომპოზიციებს დასასვენებელი ზონის კეთილმოწყობისთვის ბაღებში, ვერანდებზე, პატიოში, ტერასებზე, სახურავებზე, გემებსა და იახტებში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით.
პალომბა+სერაფინის შთაგონებით შექმნილი ეს კოლექცია გამოირჩევა ფართო მოცულობებით და უბრალო კომპოზიციებით, რაც გვაძლევს ჰიბრიდულ სტილში მრავალფეროვანი სცენარების ფორმირების შესაძლებლობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის ელემენტების გამოყენებით. სივრცე განისაზღვრება ჰორიზონტალური კუნძულებით ბარიერების გარეშე, რომლებიც ქმნიან სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას. Solaria-ს კოლექცია მოიცავს გარე გამოყენების როგორც ორ, ისე სამადგილიან კომფორტულ დივნებსა და სხვა მრავალფეროვან მოდულურ ელემენტებს, ხელმისაწვდომებს როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. გარე გამოყენების ოთხკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ორ მაგიდას უნივერსალური ღია სივრეების გასაფორმებლად, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრებისა და ოჯახის წევრების კამპანიაში განსაკუთრებული მომენტების გატარება, დასვენება და სიამოვნების მიღება.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი გარე ავეჯი მკაფიო ხაზებით და ხელნაკეთი თოკებით მახასიათებელი დიდი მოცულობის რბილი ბალიშებით, რომლებსაც მოჰყვება სავსე და ცარიელი მოცულობები, რაც ახდენს ობიექტების დე-მატერიალიზაციას და გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად დავტკბეთ ღია სივრცის მშვენიერებით. კოლექცია დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან - უჟანგავი მეტალი, თოკი და ქსოვილის ბალიშები. შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ამოღება და თავისუფლად გადაადგილება სწორხაზოვანი ან კუნძულისებრი კონფიგურაციის შესაქმნელად.
₾ 1
Solaria High Armchair by Poltrona Frau - ეზიარეთ ღია სივრცის მშვენიერებას ცხოვრების თავისუფალ და განუსაზღვრელ განზომილებაში Poltrona Frau-ს "Boundless Living Outdoor"-ის სერიაში შემავალი კოლექცია Solaria-ს მეშვეობით. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურისთვის მახასიათებელი დიზაინითა და ცხოვრების წესით ინსპირირებული ეს კოლექცია გვთავაზობს უაღრესად უნივერსალურ კომპოზიციებს დასასვენებელი ზონის კეთილმოწყობისთვის ბაღებში, ვერანდებზე, პატიოში, ტერასებზე, სახურავებზე, გემებსა და იახტებში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით.
პალომბა+სერაფინის შთაგონებით შექმნილი ეს კოლექცია გამოირჩევა ფართო მოცულობებით და უბრალო კომპოზიციებით, რაც გვაძლევს ჰიბრიდულ სტილში მრავალფეროვანი სცენარების ფორმირების შესაძლებლობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის ელემენტების გამოყენებით. სივრცე განისაზღვრება ჰორიზონტალური კუნძულებით ბარიერების გარეშე, რომლებიც ქმნიან სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას. Solaria-ს კოლექცია მოიცავს გარე გამოყენების როგორც ორ, ისე სამადგილიან კომფორტულ დივნებსა და სხვა მრავალფეროვან მოდულურ ელემენტებს, ხელმისაწვდომებს როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. გარე გამოყენების ოთხკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ორ მაგიდას უნივერსალური ღია სივრეების გასაფორმებლად, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრებისა და ოჯახის წევრების კამპანიაში განსაკუთრებული მომენტების გატარება, დასვენება და სიამოვნების მიღება.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი გარე ავეჯი მკაფიო ხაზებით და ხელნაკეთი თოკებით მახასიათებელი დიდი მოცულობის რბილი ბალიშებით, რომლებსაც მოჰყვება სავსე და ცარიელი მოცულობები, რაც ახდენს ობიექტების დე-მატერიალიზაციას და გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად დავტკბეთ ღია სივრცის მშვენიერებით. კოლექცია დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან - უჟანგავი მეტალი, თოკი და ქსოვილის ბალიშები. შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ამოღება და თავისუფლად გადაადგილება სწორხაზოვანი ან კუნძულისებრი კონფიგურაციის შესაქმნელად.
Grantorino by Poltrona Frau - იდეალური გეომეტრიის მოდულური დივანი მყარი ტყავის ფუნქციური ელემენტებით
₾ 1
Grantorino Sofa by Poltrona Frau - მყარი ტყავის მდიდარი სამყაროს და უმაღლესი კლასის სარტორიული დამუშავების კულტურით ინსპირირებული დივანი Grantorino, რბილი ავეჯის მოდულური სისტემა, რომელიც თავის ძვირფას ორიგინალურ ვერსიაში მოიაზრებს მყარი (უნაგირის) ტყავის, უმაღლესი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავისა და ქსოვილის უნიკალურ კომბინაციას. ტყავი, რომელიც ამოჭრილი და ფორმირებულია ხელით ზუსტად იმეორებს საჯდომი ბალიშების ხაზებსა და გეომეტრიას. სიზუსტე, არტიზანული ხელობა და უმაღლესი კლასის კრაფტი ახასიათებს არამხოლოდ ზოგად კონსტრუქციას, არამედ თხელი ფორმის მაღალ და დაბალ სახელურებს, რომელთაგანაც ერთი ხელმისაწვდომია ბუნებრივი მუხის ხისგან დამზადებული ფუნქციური სათავსო განყოფილებით და ელეგანტური ლარნაკით.
₾ 1
Club Bedside Table by Rugiano - წარმოდგენილი მოდელი გამოირჩევა რბილი ხაზებით და ბოლომდე გადაკრული ტყავის ფასადით, რითიც ქმნის კომპაქტურ მოცულობას რომელიც ბუნებრივად და ელეგანტურად ეწერება საძინებელი სივრცის ინტერიერში. მისი მომრგვალებული გეომეტრია აძლევს ნაკეთობას მყუდრო და დახვეწილ ვიზუალს. ხოლო, ღია ზედა თარო გარკვეულ სიმსუბუქეს კონსტრუქციას, რაც თავის მხრივ ქმნის ჰარმონიულ ბალანსს მყარ და ცარიელ სივრცეებს შორის.
₾ 1
Lipari Square Umbrella 300x300 by Unopiu - Lipari-ს თანამედროვე კოლექციაში შემავალი ეს ოთხკუთხედი ფორმის ქოლგა მზადდება ექსკლუზიურად ხელით და ხელმისაწვდომია თოკით ან გამოქაჩვის სისტემით გახსნის მექანიზმით. მისი კონფიგურაცია ითვალისწინებს თეთრ, რუხ-მოყავისფრო, ჟანგისფერ, თოკისფერ და ყავისფერ ქსოვილებს. წარმოდგენილ კოლექციაში შემავალი ეს ბაღის ქოლგები გახლავთ მთლიანად დემონტირებადი, რაც იძლევა ყოველი ცალკეული კომპონენტის, მათ შორის გუმბათის გამოცვლის შესაძლებლობას, ისე რომ არ გახდეს საჭირო მთლიანი კონსტრუქციის დაშლა, როგორც ხდება ხოლმე ბაზარზე არსებული ქოლგების უმრავლესობის შემთხვევაში. საკუთრივ კონსტრუქცია დამზადებულია 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ხის მასალისგან, ხოლო გუმბათი 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან, რომელიც გამოირჩევა სერიოზული რეზისტენობით ულტრა-იისფერი გამოსხივების, მარილის, ლაქებისა და ფერის დაკარგვის მიმართ.