Cobble Table 190 Stonenew Bucket by Qeeboo - მოდერნის სტილის გარე გამოყენების სასადილო მაგიდა ქვის ტოპით და სასმელის გამაგრილებელი და/ან პლანტერის ფუნქციის მქონე უნიკალური კონტეინერით ცენტრში, ხელმისაწვდომი 2 განსხვავებულ ფერში.
ელისა ჯიოვანიონის ტრენდული კოლექცია მოაზრებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს წყლის არინების ფუნქციონალურად დახვეწილი სისტემით.
Crowns by Italamp - წარმომადგენლობითი ჭაღების კოლექცია, ქრომირებული მეტალის სტრუქტურით, ინსპირირებული მონარქიული გვირგვინის ბრწყინვალებით, LED განათების სისტემით და გამოწრთობილი შუშის ელემენტებით, რომლის კონტურიც წააგავს დიდი ზომის ზარის ან გარკვეული არქიტექტურული თაღის ფორმას.
Guna 02 Daybed by Gervasoni 1882 - ტრადიციული ინდური საწოლის თანამედროვე იტალიური ინტერპრეტაცია, რომელიც გამოყენებული საზღვაო თოკების და სახასიათო მასიური ხის ფეხის საშუალებით იქცევა ნამდვილი ეგზოტიკური ხელოვნების ნიმუშად. კონგიფურაცია ითვალისწინებს დიდი მოცულობითი ზომისა და შედარების მცირე გაბარიტების 2 ვერსიას.