₾ 1
Rubik by Rugiano - წარმოდგენილი კომოდი გამოირჩევა უაღრესად დახვეწილი და დაბალანსებული ვიზუალით, რომელიც განისაზღვრება ტყავის ექსტერიერის მქონე გულუხვი მოცულობებით. მისი ზედაპირების ხაზოვანი სისუფთავე იდეალურად კონტრასტირებს გამოყენებული მასალების ტაქტილურ სიმდიდრესთან, რისი წყალობითაც ქმნის დახვეწილი და მოზომილი ინდივიდუალიზმის მქონე ნაკეთობას, სადაც ყოველი ცალკეული დეტალი განასახიერებს ოსტატების ზედმიწევნით ყურადღებას. პერიმეტრის ირგვლივ არსებული დიზაინერული ნაკერები ქმნის მელოდიურ აქცენტს, ხოლო ძვირფასი მარმარილოს ზედაპირი ანიჭებს მას ვიზუალურ სიღრმესა და ბუნებრივ ღირებულებას.
₾ 1
Club Dresser by Rugiano - წარმოდგენილი მოდელი გამოირჩევა რბილი ხაზებით და ტყავის სასიამოვნო ფასადით, რითიც ქმნის კომპაქტურ მოცულობას რომელიც ბუნებრივად და ელეგანტურად ეწერება საძინებელი სივრცის ინტერიერში. მისი მომრგვალებული გეომეტრია აძლევს ნაკეთობას მყუდრო და დახვეწილ ვიზუალს. ხოლო, ბრაშირებული მეტალის სახელურების და სხვა დეტალები ანიჭებს მას Rugiano-სთვის მახასიათებელ მდიდრულ აქცენტს.
₾ 1
Moondance Bedsite Table by Poltrona Frau - თანამედროვე სტილისა და გეომეტრიული ფორმის ტუმბო, კაკლის ხის კორპუსით, დელიკატური ვიზუალით და ელეგანტური ტყავის ფასადით Pelle Frau, გამორჩეული მოცულობითი ფორმით, ძვირფასი მასალებით და ფუნქციონალით, რომელიც ქმნის პირად ოაზის ნებისმიერ საძინებელ სივრცეში.
₾ 1
Mami by Penta - მოდერნის სტილის ელეგანტური ტორშერი ბრაშირებული მეტალის კორპუსით და თეთრი ოვალური ფორმის დიფუზორით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფინიშინგებში. კოლექცია მოიცავს ასევე მაგიდის და ჭერის სანათებს.
₾ 1
Garden Hammock Amanda by Unopiu - მარადიული სტილის იკონად ქცეული ჰამაკი მასიური ხის კორპუსით და ხელნაკეთი თოკის ბადით, განკუთვნილი 2 ადამიანისთვის, ოსკაროსანი ფილმის "The Great Beauty"-ის პროტაგონისტი.
₾ 1
Lipari Round Umbrella 400 cm. by Unopiu - Lipari-ს თანამედროვე კოლექციაში შემავალი ეს მრგვალი ფორმის ქოლგა მზადდება ექსკლუზიურად ხელით და ხელმისაწვდომია თოკით ან გამოქაჩვის სისტემით გახსნის მექანიზმით. მისი კონფიგურაცია ითვალისწინებს თეთრ, რუხი ფერის, წითელ, ყავისფერ და კრემისფერ ქსოვილებს. წარმოდგენილ კოლექციაში შემავალი ეს ბაღის ქოლგები გახლავთ მთლიანად დემონტირებადი, რაც იძლევა ყოველი ცალკეული კომპონენტის, მათ შორის გუმბათის გამოცვლის შესაძლებლობას, ისე რომ არ გახდეს საჭირო მთლიანი კონსტრუქციის დაშლა, როგორც ხდება ხოლმე ბაზარზე არსებული ქოლგების უმრავლესობის შემთხვევაში. საკუთრივ კონსტრუქცია დამზადებულია 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ხის მასალისგან, ხოლო გუმბათი 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან, რომელიც გამოირჩევა სერიოზული რეზისტენობით ულტრა-იისფერი გამოსხივების, მარილის, ლაქებისა და ფერის დაკარგვის მიმართ.
₾ 1
Isabel MI by Cattelan Italia - ერგონომიული ტყავის სკამი ესთეტიური დიზაინით და გადახრილი ზურგით
₾ 1
Queen by Roberti - მინიმალისტური დიზაინის ოვალური მაგიდა უჟანგავი მეტალის ელეგანტურ ბაზაზე ლამინირებული HPL-ის მყარი ზედაპირით.
₾ 1
Blade High by Rugiano - სკულპტურული ვიზუალის მქონე მაღალი კოქტეილ-ბარი მასიური ხის ანათალის, ელეგანტური ტყავის ან ხელით მოხატული არტისტული ხის ფასადით, ბრაშირებული მეტალის ბაზაზე, რომელსაც სამივე შემთხვევაში გამოაღცევს შესრულების მაღალი სტანდარტი და უნიკალური არტიზანული კრაფტი. ფუნქციური და დახვეწილი დიზაინის მქონე ეს მოდელი გვთავაზობს მოცულობით სათავსო განყოფილებას ბოთლების, ჭიქებისა და ბარის აქსესუარების განსათავსებლად.
₾ 1
K Chair by Qeeboo - ინდო-აუთდორ გამოყენების კლასიკური სკამი პოსტ-მოდერნისტულ სტილში.
₾ 1
Easy Peasy by Lodes - პორტატული, სკულპტურული ფორმის მაგიდის სანათი ზარის კონტურით, დამტენ მექანიზმსა და დიმერზე, რომელიც უზრუნველყოფს შუქის სიმძლავრის რეგულირებას.
₾ 1
Concave Side Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - მოდერნის სტილის მრგვალი მისადგამი მატისებრი ან პრიალა ლაკირებული ხის კორპუსით, რომელიც ამდიდრებს ინტერიერის სკულპტურული აქცენტით. კონფიგურაცია ითვალისწინებს განსხვავებულ ზომებსა და ფერებს.