Fiocco by Busnelli - ჯანი პარესკის მიერ 1970 წელს შექმნილი რადიკალური დიზაინის საკულტო სავარძლის საიუბილეო გამოშვება, რომლის კორპუსიც დამზადებულია გრეხილი მილისებრი მეტალის ბაზაზე, ელასტიური-წელვადი ქსოვილის (Bi-strech) გამოყენებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად იხსნება სავარძლის კარკასიდან და გვაძლევს მოდელის კონკრეტულ ინტერიერზე განსხვავებულ ფერებში ადაპტირების საშუალებას.
შოურუმში წარმოდგენილია სავარძლის ორი მოდელი წითელ და შავ ფერებში.
DUO Low Tables by Poltrona Frau - ექსკლუზიური დიზაინის რეტრო-სტილის მცირე ოთხკუთხედი, მართკუთხედი და მრგვალი ფორმის კოქტეილის მაგიდების სეტი, მასიური ხის კორპუსით, დაფერილი შუშისა ან მარმარილოს ტოპით, ინსპირირებული იტალიური Dole Vita-ს მარადიული კონცეფციით, რომლის შარმიც ჰარმონიულ დიალოგშია როგორც ჩვენი წარსული მოგონებებთან, ისე თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ტექნოლოგიური პროგრესის დინამიკასთან.
სურვილის შემთხვევაში მოდელის კონფიგურაცია ითვალისწინებს ბოლომდე დამზადებულ მარმარილოს ზედაპირს, რომელიც მთლიანად იდგმება ფეხებზე, რითაც აძლევს ნაკეთობას გაცილებით მდიდრულ და პრემიალურ ვიზუალს.