Kamari by Twils - სკულპტურული ფორმის იმპრესიული დივანი, რომლის ეპიკური დიზაინიც ინსპირირებულ იქნა ანტიკური საბერძნეთის ქ. მიკენების კედლის რელიეფით და შთამბეჭდავი არქიტექტურით. იტალიური კრაფტის შედევრი, რომელშიც თანამედროვე ესთეტიკის ნორმები, ერგონომიკის კანონები და რაციონალიზმი იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს მარადიულ დიალოგში. მრავალი კონფიგურაციის მქონე დივანი, რომლის კარკასიც გამოირჩევა საოცარი სიმყარით და ამავდროულად არ კარგავს ორგანულ ფორმას.
კოლექცია ითვალისწინებს ასევე განსხვავებული ზომისა და კონტურის პუფებს.
Sail by Twils - ელეგანტური მსუბუქი დიზაინის მქონე თანამედროვე საწოლი, ბრაშირებული მეტალის ფეხზე, მაღალი უკან გადახრილი ჰედბორდით, თხელი კორპუსით და ელეგანტური დიზაინერული დეტალებით გვერდებზე, რომელსაც აღებული აქვს Design Award-ის პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო საწოლების ნომინაციაში.
მოდელი ხელმისაწვდომის როგორც ქსოვილში, ისე ტყავში.