₾ 1
Libro by Busnelli - მოდერნის სტილის საკულტო სავარძელი ინსპირირებული პოპ-დიზაინის კულტურით.
₾ 1
CEO Cube Rectangular Meeting Table by Poltrona Frau - მიკრო-არქიტექტურული სტილის შეხვედრების მაგიდა მეტალის ცილინდრისებრ ფეხებზე გადაკრული განსხვავებული ფერის ტყავის სარჩულით, ხელმისაწვდომი როგორც მართკუთხედ, ისე მრგვალ კონფიგურაციებში.
₾ 1
Brick by HESSENTIA Cornelio Cappellini - ლაკონური დიზაინის უნივერსალური ელემენტი, რომელიც გამოიყენება იდეალურ დანამატად როგორც თანამედროვე სტილის მისაღების, ისე საძინებელი სივრცის ინტერიერის გასამდიდრებლად. მოდელი ხასიათდება გეომეტრიული ფორმის პარალელური განლაგების ლაკირებული ფორმებით, რომლებიც ანიჭებს თანამედროვე სკულპტურულ აქცენტს ნებისმიერ გარემოს. ზედაპირი გამოირჩევა ძვირფასი მარმარილოს ტოპით. ხელმისაწვდომია განსხვავებულ ფერებში.
₾ 1
Amanda Hammock with net in grey melange polypropylene - მარადიული სტილის იკონად აღიარებული ტრენდული ჰამაკი მასიური ხის კორპუსით და ხელნაკეთი რუხის ფერის პოლიპროპელენის თოკის ბადით, განკუთვნილი 2 ადამიანისთვის, ოსკაროსანი ფილმის "The Great Beauty"-ის პროტაგონისტი.
₾ 1
Lipari Round Umbrella 350 cm. by Unopiu - თანამედროვე სტილის მრგვალი ქოლგა ხის კორპუსით.
₾ 1
Dafne by Rugiano - გარე გამოყენების მოცულობითი ლაუნჯი მყარი ტყავის ქამრების მხარდაჭერით.
₾ 1
Blade by Rugiano - სკულპტურული ვიზუალის მქონე გეომეტრიული კონტურის კოქტეილ-ბარი მასიური ხის ანათალის, ელეგანტური ტყავის ან ხელით მოხატული არტისტული ხის ფასადით, ბრაშირებული მეტალის ბაზაზე, რომელსაც სამივე შემთხვევაში გამოაღცევს შესრულების მაღალი სტანდარტი და უნიკალური არტიზანული კრაფტი. ფუნქციური და დახვეწილი დიზაინის მქონე ეს მოდელი გვთავაზობს მოცულობით სათავსო განყოფილებას ბოთლების, ჭიქებისა და ბარის აქსესუარების განსათავსებლად.
₾ 1
Cliff by Cattelan Italia - მოდერნის სტილის ტყავის სკამი კრეატიული და დახვეწილი დიზაინით
₾ 1
Queen by Roberti - მინიმალისტური დიზაინის ოვალური მაგიდა უჟანგავი მეტალის ელეგანტურ ბაზაზე ლამინირებული HPL-ის მყარი ზედაპირით.
₾ 1
Glo by Penta - ლეგენადრული დიზაინერი კარლო კოლომბოს მიერ შექმნილი იკონური მაგიდის სანათების კოლექცია. კონფიგურაცია ითვალისწინებს 3 განსხვავებულ ზომას.
₾ 1
Joss Side Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - სკულპტურული შინაარსის ნაკეთობა, რომელიც სრულფასოვნად განასახიერებს დუალიზმის ჰარმონიას. ზოგიერთ მოდელში მარმარილო კომბინირებულია ხესთან, მაშინ როდესაც ღია ტონის ლაკირებული ზედაპირები კონტრასტირებენ თუჯისებრი მეტალის ელემენტებთან.
₾ 1
Bormio Move by Rosini - დინამიური და რაციონალური, თანამედროვე დიზაინის მქონე გასაშლელი /კუთხის/ დივანი, 18 სმ.-იანი ანტისტატიკური მატრასით მოსახსნელი შალითით, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში უზრუნველყოფს ნამდვილი საწოლის კომფორტს. გამოირჩევა შესაძლო კონფიგურაციების სიუხვით და 4 ტიპის სახელურით.