₾ 1
Blue Idea Latex by Manifattura Falomo
₾ 1
Parka Modular Sofa by Poltrona Frau - Draga & Aurel-ის დუეტის მიერ შექმნილი მოდულური დივნების სერია Parka პატივს მიაგებს 90-იანი წლების ამერიკული ქუჩის ჩაცმულობის გრანჟ-კულტურას, რომელიც დღეს ფაქტიურად იქცა მთელი თაობის სიმბოლოდ. როგორც ზემოხსენებული ლეგენდარული ტანსაცმელი, ანალოგიურად Parka-ც მკვეთრი ინდივიდუალიზმის მიუხედავად, წარმოადგენს უნივერსალურ ე.წ. "Passe-Partoit" დივანს, რომელიც ერგება ნებისმიერ სტილს და არის უაღრესად მრავალფუნქციური. მისი რბილი პროფილი და მოცულობითი სტრუქტურა ბოლომდე გადაკრული ქსოვილით გვპირდება კომფორტს და დასვენებას, ხოლო საზურგე სექციის არასტანდარტული ოვალური ფორმა, რომელიც დინამიურად ყოველგვარი ნაკერის გარეშე გადადის სახელურში, შემდგომში კი დასაჯდომში წარმოადგენს გარკვეულ ამოზნექილ სუბსტანციას, თამამსა და ამავდროულად მიმზიდველს, რომელიც მარტივად ადაპტირდება ნებისმიერ სივრცესთან.
₾ 1
Mami Table Lamp by Penta - მოდერნის სტილის მაგიდის სანათი ბრაშირებული მეტალის კორპუსით და თეთრი ოვალური ფორმის დიფუზორით.
₾ 1
Lipari Rectangular Umbrella 250*350 by Unopiu - თანამედროვე სტილის მართკუთხედი ქოლგა, ხელმისაწვდომი 5 განსხვავებულ ფერში: თეთრი, თოკისფერი, ჟანგისფერი, ყავისფერი და მოცისფრო-რუხისფერი. როგორც აღნიშნული კოლექციის ყველა სხვა მოდელი Lipari-ს ქოლგაც მზადდება ხელით, გააჩნია ხის სტრუქტურა 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური ღერძით და 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან დამზადებული კანოპი, რომელიც იხსნება მარტივად გამოქაჩვით ან თოკის მეშვეობით.
წარმოდგენილი მოდელი იდეალურია როგორც აუზის პირას კომფორტული საჩრდილობელი და სარელაქსაციო ზონების მოსაწყობად, ისე ტერასაზე ან ეზოში ღია ცის ქვეშ სასადილო ან საცხოვრებელი სივრცის ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება მართკუთხედი ფორმის ტიკის ხისგან დამზადებულ სასადილო მაგიდებთან კომბინაციაში.
რაც შეეხება ბაზის პლინტუსს რომელზეც განთავსებულია ცენტრალური ღერძი, იგი დამზადებულია გალვანიზებული მეტალისგან დაფარული გრაფიტისფერი საღებავით.
₾ 1
Toto Rectangular Table by Qeeboo - ტრენდული და ელეგანტური, გამზადებული შესაკვეთად ( ) გარე გამოყენების სასადილო მაგიდა ცილინდრისებრ ფეხებზე, ხელმისაწვდომი 4 განსხვავებულ ფერში, რომლის ტენდენციური კოლექციას მოიაზრებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს მოდერნის სტილში.
₾ 1
Playa by Rugiano - ორგანული და ფლუიდური პროფილის მქონე ხელნაკეთი ლაუნჯი ელეგანტურად გადახრილი ზურგით, მეტალის ფეხზე.
₾ 1
Fork Table Lamp by Diesel Living with Lodes - ჩანგლისებრი კონტურის მქონე მეტალის სანათი მოქნილი კორპუსით და მყარი ქსოვილის დიფუზერით, ინსპირირებული ფეშენ დიზაინის არაფორმალური ცხოვრების წესით და კემპინგის ტენტების დიზაინით.
₾ 1
Hawaii by Cattelan Italia - ხუთი თანამედროვე სარკე ჰავაის ზღაპრული არქიპელაგის 5 ძირითადი კუნძულივით.
₾ 1
Qeeboo Stool and Side Table - ექსპრესიული დიზაინის დეკორატიული პუფი და მისადგამი მაგიდა თავის ქალის გამოსახულებით და დეკორატიული ინკუსტრაციებით ზედაპირზე, რომელიც განასახიერებს მექსიკის ანტიკური ეპოქის ტრადიციულ რელიგიურ მიმდინარეობას, ერთგვარ ციკლს, რომელშიც სიკვდილზე ზეიმობს სიცოცხლე.
₾ 1
Julian by Cattelan Italia - ორიგინალური ხის ტუმბო, ერთი უჯრით, კერამიკული ტოპით, მეტალის დიზაინერული ელემენტებით და ბრაშირებული მეტალის სამი ფეხით.
₾ 1
Inout Sofa by Gervasoni 1882 - გარე გამოყენების უნიკალური დივანი მსუბუქი ალუმინის კარკასზე მარგალიტის, ოქსიდის, აგატისა და სხვა ფერებში, დამზადებული ეკოლოგიური მასალებით, გარშემორტყმული ელასტიური შავი, რუხი, თამბაქოსფერი და ლურჯი ქამრებით. კონფიგურაცია ითვალისწინებს დიდი და საშუალო ზომის ბალიშებს მოსახსნელი შალითებით.
₾ 1
Silver Suspension Lamp by Gervasoni 1882 - ძლიერი დეკორატიული და ვიზუალური ეფექტის მქონე ვერცხლისფერი სანათი, დელიკატური სტრუქტურით, საყოველთაოდ აღიარებული ცნობილი დიზაინერის Paola Navone-ს საკულტო შემოქმედების სიმბოლოდ. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც ინდივიდუალურად ისე კომბინაციაში დიდ და საშუალო ზომის იგივე კოლექციის სანათებთან უფრო მეტი კინოგრაფიული ეფექტის მისაღებად.