Gemma by Moroso - ასიმეტრიული სტილის საკულტო დივანი სამ განზომილებიანი გეომეტრიით
Gemma by Moroso - Gemma-ს კოლექცია შემუშავებულ იქნა ფორმების აღქმისგან მიღებული შთაბეჭდილებებისა და კონტრასტის იდეის საფუძველზე. სამ განზომილებიანი გეომეტრიის მკვეთრი ასიმეტრია ჰარმონიულ დიალოგს ქმნის კორპუსის რბილ ზედაპირთან. ხოლო მრავალწახნაგა პროფილი გვახსენებს როგორც ძვირფასი ქვის სილუეტს, ისე მე-15 საუკუნის იტალიური გობელენების კომპოზიციებს. მთლიანობაში საკულტო კოლექცია წარმოადგენს გარკვეულ სინერგიას დიზაინერ Libeskind-ის რთულ გეომეტრიასა და Moroso-ს საყოველთაოდ ცნობილ გამოცდილებას შორის. წლების მანძილზე Libeskind-ის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ბუნებრივი გეოლოგიური ფორმები, მათ შორის კრისტალები, ძვირფასი ქვები და ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნები. შესაბამისად Gemma-ს საკულტო კოლექციის შექმნისას მან ინსპირაცია აიღო ძვირფასი ქვების გრანირებული ზეაპირიდან, რამაც მისცა მას საშუალება შეექმნა ერთგვარი სკულპტურული სახის მოდელი როგორს საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართების ინტერიერისთვის.
მოდელის შიდა კარკასი დამზადებულია ხის კორპუსის მქონე პოლიმერული კომპოზიტისა და ცეცხლგამძლე პოლიურეთანის ქაფმასალისგან.
ბრენდი: MOROSO
დიზაინერები: დანიელ ლიბერსკინდ
კოლექცია: Gemma
სტილი: თანამედროვე,
კატეგორია: დივანი,
ზომები: