Chrishell by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ტყავის სკამი მეტალის ბრაშირებულ ფეხზე, განიერი და მომრგვალებული ზურგით და ვერტიკალური დიზაინერული ნაკერებით საზურგე სექციაზე, რომელიც ქმნის ნაჟარისებრი კონტურის ეფექტს.
Bond by Arketipo Firenze - 2021 წ. კოლექცია. 60 წლიანი ლეგენდარული ბონდიანას ეპოპეა. ჩვენი მენტალური მდგომარეობის განსახიერება. სავარძელი, რომელიც ამართლებს სახელს და რომელსაც უნდა, რომ გამოგაჩინოთ, მბრუნავ მეტალის ბაზაზე.
კომპრომისების გარეშე. მიმზიდველი ელეგანტურობიდან ძლიერი მასკულინური კონტურებისკენ.
New-tone by Moroso - პოსტ-მოდერნისტული სტილის კანეპე ელეგანტური მაღალი ზურგით. ამ შემთხვევაში დიზაინერი იმპროვიზირებს რაციონალიზმის მცნებასთან. აღწევს მის სიღრმეში და თითქოს ეხუმრება კიდეც: New-Tone-Tonet-Tonin, ჟღერს როგორც ლიბერტანული პოეზიის ნაწილი, მხიარული და უხეში ფუტურისტული ევოკაცია. მაშინ როდესაც დივნის საჯდომი სექცია გვაგონებს Streamline-ის მიმართულების არქიტექტურას ჰორიზონტალური ფორმისა და მოხრილი კონტურის დეტალებთან კომბინაციაში. ნაწილობრივ დივნის სტრუქტურა თითქოს წააგავს კლასიკური დიზაინის ესტეტიკას, თუმცა, ამავდროულად იგი ნაკარნახევია ჰიდროდინამიკის წესებითა და ნორმებით.
New-Tone გახლავთ ახლებური რაკურსით განსახიერებული პოსტ-მოდერნისტული ხედვა, რომელიც ანიჭებს ჯდომის აქტს განახლებული სტილისა და რესპექტაბელურობის აურას.
დამზადებულია განსხვავებული სიმკვრივის მყარი პოლიურეთანის მასალისგან, ხის კარკასზე, პოლირებული ალუმინიუმის ფეხით და ფიქსირებული-სტატიკური შალითებით. დამატებითი საზურგე ბალიშები სეიცავს ბატის ბუმბულს.
Chrishell by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ტყავის სკამი მასიური ხის ფეხზე, განიერი და მომრგვალებული ზურგით და ვერტიკალური დიზაინერული ნაკერებით საზურგე სექციაზე, რომელიც ქმნის ნაჟარისებრი კონტურის ეფექტს.