San Marco XL Letto by Reflex - წარმომადგენლობითი ხასიათის ორადგილიანი საწოლი განიერი XL სათავე პანელით San Marco-ს დახვეწილი გოფრირებით ქსოვილსა ან ტყავში, კითხვისთვის განსაზღვრული განათებით ხის პანელებზე. კოლექციის შემადგენელი ნაწილია ელეგანტური ბენჩი გოფრირებულ ტყავში, სათავსო განყოფილებით და მურანოს შუშის ფეხით.
Juno Armchair by Arketipo Firenze - კომპაქტური ზომის სავარძელი თხელი მეტალის ფეხით, სამგანზომილებიანი ვიზუალით და მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალური ხასიათით, გამორჩეული რბილი ბალიშებით და ნიჟარისებრად მომრგვალებული სტრუქტურით, დიზაინერული დეტალებით პერიმეტრზე და ელემენტების საოცარი ბალანსით.
Spring by Moroso - Spring გახლავთ 2002 წ. Sprinfield-ის მოდელით დაწყებული დიზაინერული პროექტის მესამე თავი-ნაწილი. კონცეპტუალური დივნის, რომლის დიზაინშიც გამოყენებულ იქნა მასიური გეომეტრიული ფორმების იდეა, რომლებიც ერთის მხრივ ეხმაურებიან ერთმანეთს, ხოლო, მეორესმხრივ რჩებიან განსხვავებულნი და ქმნიან ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა კომფორტულ მოცულობით და ტრენდულ სილუეტს. 2008 წელს (Field) გადახედილ იქნა პროექტის თავდაპირველი დიზაინი და დაყოფილ იქნა ცალკეულ ელემენტებად, ხოლო 2010-ში (Spring) დასრულებულ იქნა მუშაობა პროექტზე მოცულობითი დივნის კომფორტის შენარჩუნების გზით, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულ იქნა ზომაში მისი ცალკეული ფრაგმენტები.
დივანი, ისევე როგორც მისი წინამორბედი მოდელი ბოლომდე მოსახსნელი შალითებით გამოირჩევა ზედმიწევნითი ყურადღებით დეტალებისადმი, გამოყენებული მასალებისა და ქსოვილების მაღალი ხარისხით და მოცულობითი რბილი ფორმებით.
დამზადებული პოლიურეთანის ქაფმასალისგან ხის კარკასზე, შავი ფერის პოლიპროპელენის ფეხებით და მოსახსნელი შალითებით.