ელეგანტური ქინგსაიზის ზომის საწოლი განიერი ბექპანელით, San Marco-ს ტყავის კაპიტონეში, მომრგვალებული ფორმის აროთი ბრინჯაოს, თითბერის, მუქი ფერის თითბერისა და ტიტანიუმის ფინიშინგით, LED განათებით და სენსორული გადამრთველით. მსუბუქათ დარბილებული უკანა პანელი შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ტყავით ან ქსოვილით კაპიტონეში.
დამატებითი ოფიები მოიავს ხის თაროებს უჯრით ბრინჯაოსებრი ფინიშინგით და MarmoReflex-ის ტოპით, ასევე კვების წყაროს პანელს.
Casa Modernista by Moroso - დიზაინი, რომლის ინსპირაციის წყაროსაც იქცა დეტალებისადმი უკიდურესი ყურადღებით ძვირფასი ქსოვილისგან სპეც. შეკვეთით (Tailor-Made) დამზადებული მამაკაცის ტანსაცმელი. მოდელი რომელსაც გააჩნია მკვეთრი მართკუთხედი ფორმა სადაც ელეგანტურად იკითხება თხელი კონტური და სილუეტის ზუსტი პროპორციები. ხოლო, მის მსუბუქ ზედაპირზე მიკერებული ღილები უნებლიედ გვახსენებს დელიკატურ გაწონასწორებულ ნაკერებს ე.წ. სტიჩინგს და ქმნის თხელ, ელეგანტურად დეკორატიულ ეფექტს.
უაღრესად რაფინირებული კოლექცია მცირე კლასიკური ხასიათით, რომელიც შეიქმნა ინტერიერისთვის მოზომილი თავშეკავებულობის ელფერის მისაცემად, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მსუბუქ შეხებას, თუმცა არ უარყოფს დახვეწილი დეტალების ბრწყინვალებას.