_ _ _ _ _ _ _ _
ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
img
უფასო შენახვა
შეძენიდან 3 თვის განმავლობაში
img
უფასო მიწოდება
თბილისისა და მისი შემოგარენის მასშტაბით
img
უფასო მონტაჟი
მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით
სიახლეები
როგორ შევარჩიოთ პრემიუმ კლასის ავეჯი

როგორ შევარჩიოთ პრემიუმ კლასის ავეჯი სახლისა და ოფისისთვის

პრემიუმ კლასის ავეჯის შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი სახლის, აგარაკისა თუ ოფისის ესთეტიკას, კომფორტსა და ფუნქციურობას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.


2018 წლის დეკემბრიდან Castello-ს გუნდი საქართველოში წარმოადგენს წამყვან იტალიურ მწარმოებლებს და ეხმარება მომხმარებლებს ისეთი ინტერიერების შექმნაში, რომლებიც დროს უძლებს. ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგიზიარებთ მთავარ კრიტერიუმებს, რომლებითაც ნამდვილად მაღალი ხარისხის ავეჯი უნდა შეაფასოთ.

წარმომავლობა და სტანდარტი

პრემიუმ სეგმენტში წარმომავლობა მხოლოდ ეტიკეტი არ არის - ეს არის საუკუნოვანი ხელოსნობისა და ტექნოლოგიური სრულყოფილების გარანტია.


  • სრული საწარმოო ციკლი: დაინტერესდით, სად იქმნება ავეჯი ნედლეულის დამუშავებიდან საბოლოო აწყობამდე. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების პროდუქცია სრულად იტალიის ისტორიულ საწარმოო რეგიონებში მზადდება — ვიჩენცაში, ტრევიზოში, ფლორენციაში, ვენეციაში, ვენეტოსა და ლომბარდიაში (კომოს ტბის მიმდებარე ცნობილ Meda-ს საწარმოო კლასტერში), სადაც ავეჯის შექმნა ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

  • ოფიციალური დილერის გარანტია: ავთენტური დიზაინისა და ქარხნული სტანდარტების მისაღებად, ავეჯი ყოველთვის ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეიძინეთ.

მასალების და ქსოვილების ხარისხი


მაღალი კლასის ავეჯის გამძლეობა და ვიზუალური ეფექტი უშუალოდ ნედლეულის ხარისხზეა დამოკიდებული:


  • ნატურალური ხე და ქვა: უპირატესობა მიანიჭეთ მკვრივ, გამომშრალ მასიურ ხეს (მუხა, კაკალი, იფანი) ან მაღალი სიმკვრივის MDF-ზე გადაკრულ ნატურალურ შპონს. მაგიდებსა და კონსოლებში განსაკუთრებული სიმტკიცითა და ესთეტიკით გამოირჩევა ნატურალური მარმარილო (მაგალითად, Lenzi Marble-ის ან Cattelan Italia-ს კოლექციები).

  • გადასაკრავი ქსოვილები და ტყავი: რბილი ავეჯის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ როგორც ტაქტილურ შეგრძნებას, ისე ცვეთამედეგობას. პრემიუმ ბრენდები (როგორებიცაა Arketipo, ReflexAngelo, Moroso თუ Gervasoni 1882) იყენებენ უმაღლესი კატეგორიის იტალიურ ნატურალურ ტყავს, ნაბუკს, ბოჰემურ ხავერდს, ველვეტს, ველიურსა და ჟაკარდს.

  • შიდა შემავსებელი: დივნისა და სავარძლის კომფორტს განსაზღვრავს მაღალი სიმკვრივის პოლიურეთანის ქაფისა და ნატურალური ბუმბულის კომბინაცია, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.

შერჩევა სივრცის სპეციფიკის მიხედვით


ნებისმიერი სივრცე ინდივიდუალურ მიდგომასა და სწორ ზონირებას მოითხოვს:


სივრცის ტიპი

მთავარი აქცენტი

რეკომენდებული გადაწყვეტილებები Castello-ს გამოცდილებიდან

სახლი (ბინა)

ინდივიდუალური ხასიათი, სიმყუდროვე და სტილისტური ერთიანობა

მოდულური დივნები, სხვადასხვა სტილის (მოდერნი, არტ-დეკო, ნეო-კლასიკა, ეკლექტიკა) სინთეზი, კედლის უნიკალური პანელები და LondonArt-ის დიზაინერული შპალერი.

აგარაკი (დაჩა)

გარე ფაქტორებისადმი მდგრადობა და რელაქსაცია

სპეციალურად დამუშავებული ტენგამძლე ხე, მზის სხივების მიმართ მდგრადი ტექსტილი და ერგონომიული გარე-აუთდორ კოლექციები (მაგ. Unopiu, Varaschin, Roberti).

ოფისი

ერგონომიკა, სტატუსი და სწორი განათება

საპრეზენტაციო და სამუშაო ზონების გამიჯვნა, სკულპტურული განათება (მაგ. ზაჰა ჰადიდის Aria Gold ან Lodes-ის სანათები) და მაღალი ცვეთამედეგობის ზედაპირები.


ინდივიდუალური კონფიგურაცია (კასტომიზაცია)


პრემიუმ ავეჯის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ გიწევთ სივრცის მორგება სტანდარტულ მოდელზე პირიქით, ავეჯი ერგება თქვენს ინტერიერს.

სწორად შერჩეული ავეჯი გაძლევთ საშუალებას თავად განსაზღვროთ:


  • ზომები და პროპორციები: ნებისმიერი დივანი, საწოლი თუ მაგიდა უნდა შეირჩეს ოთახის მასშტაბისა და გადაადგილების თავისუფალი ზონების გათვალისწინებით.


  • ფერთა პალიტრა და ფაქტურა: ქსოვილებისა და მოპირკეთების მდიდარი ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ზუსტად ის ატმოსფერო, რომელიც თქვენი თითის ანაბეჭდივით უნიკალური იქნება.

დეტალები, რომლებიც ქმნიან სრულყოფილებას: განათება და აქსესუარები


ყველაზე ძვირადღირებული ავეჯიც კი დაკარგავს ეფექტს, თუ სივრცეში სწორად არ არის განაწილებული განათება და დეკორი. სწორედ სინათლის სწორი სცენარი გამოკვეთს ქსოვილის ფაქტურას, მარმარილოს ძარღვებსა და დიზაინერული ობიექტების ფორმებს — იქნება ეს აქილე კასტილიონის საკულტო სავარძელი Polet, ჯუზეპე ვიგანოს Overdrive თუ თანამედროვე სკულპტურული ინსტალაციები.


ეწვიეთ Castello-ს შოურუმს და აღმოაჩინეთ იტალიური ცხოვრების ხელოვნება


საუკეთესო გზა ხარისხის შესაფასებლად მისი საკუთარი თვალით ნახვა და შეხებაა. გიწვევთ Castello-ს 4-დონიან, 2500 კვ.მ-ზე განლაგებულ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც გრანდიოზული საცხოვრებელი რეზიდენციის კონცეფციითაა მოწყობილი.


აქ შესასვლელშივე შეგეგებებათ ქართველი მოქანდაკეების — ნიკოლო მელივასა და კახა კუხალაშვილის მიერ შექმნილი იდუმალი ვენეციური „გრაციელა“, ხოლო სივრცეში გასეირნებისას შეძლებთ ერთ სივრცეში იხილოთ მსოფლიოს 40-ზე მეტი წამყვანი ბრენდის „დღისა“ და „ღამის“, მისაღები, საძინებელი, ველნეს და აუთდორ ზონების მზა კომპოზიციები. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ მოდელები, ქსოვილები და კონფიგურაციები, რომლებიც თქვენს სივრცეს სრულყოფილებად აქცევს.

Glossy-ის ოქტომბრის ნომერში გამოცემული პუბლიკაცია Castello-ში იტალიური Poltrona Frau-ს ექსპოზიციაზე
Glossy-ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება "კასტელო"-ს მულტიბრენდულ შოურუმში საყოველთაოდ ცნობილი იტალიური ბრენდის Poltrona Frau-ს ავეჯის ექსპოზიციის გახსნას. 
ცხოვრების სტილი - არა მხოლოდ ავეჯი. ვრცელი ვიდეო რეპორტაჟი CASTELLO-ს შოურუმიდან
Inside Italian Brands - The FINANCIAL-ის მიერ მომზადებული ვრცელი ვიდეო რეპორტაჟის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე link
Castello-ს დელეგაციის ვიზიტი მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენის 64-ე გამოშვებაზე Salone del Mobile Milano

დასრულდა "Castello"-ს დელეგაციის 1 კვირიანი სამუშაო ვიზიტი მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენის 64-ე გამოშვებაზე - 64th Edition of the Salone del Mobile Milano, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო პარალელურად მიმდინარე აბაზანებისა და სამზარეულო გარნიტურების Eurocucina 2026 გამოფენაშიც, ქალაქის განსხვავებულ ლოკაციებზე მიმდინარე დიზაინ კვირეულისა (MDW2026 - Fuori Salone 2026) და ჩვენი პარტნიორი ბრენდების ფლაგმანურ შოურუმებში გამართულ განსხვავებული ტიპის ღონისძიებებში, წვეულებებსა და ახალი კოლექციების პრეზენტაციებში.

როგორც მოგეხსენებათ, Salone Internazionale del Mobile Milano გახლავთ ავეჯის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტული გამოფენა მილანში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე განიხილება, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საერთაშორისო ცენტრი, ახალი შესაძლებლობებისა და შეხვედრების პლატფორმა, დიზაინისა და დაგეგმარების სეგმენტში გამოცდილების გაზიარების ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომლის 64-ე გამოშვებამაც წარმატებულად ჩაიარა მილანში მ.წ. 21-დან 26 აპრილამდე ჩათვლით.

  

ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება მილანში "Rho Fiera Milano"-ს უზარმაზარ სივრცეში. 1961 წელს დაარსებული გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე, კლასიკური და ფუტურისტული ესთეტიკის მქონე ავეჯის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი ფუნქციონალითა და იმპრესიული ვიზუალით, ტექნოლოგიური და ხარისხობრივი ინოვაციებით, რომელთა ძირითადი დანიშნულებაც მდგომარეობს საცხოვრებელი ინტერიერის ტრანსფორმაციაში. საუცხოო დიზაინი, ხედვა, ინოვაციები, ეკოლოგიური სრულყოფილება და ემოციური შემადგენელი წარმოადგენენ გამოფენაში მონაწილე ბრენდებისა და კომპანების ძირითად ენას, რომელიც დღეისათვის ხდება სულ უფრო გლობალური, ინკლუზიური და ავეჯის ინდუსტრიის როგორც შემოქმედებით, ისე საწარმოო პროცესებთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ყოველ წელს Salone del Mobile ახორციელებს თავის მისიას, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციის ერთგვარი ლაბორატორია, შეხვედრებისა და ურთიერთქმედების ახალი ადგილი, სადაც საფუძველი ეყრება ახალ საქმიან ურთიერთობებს. ზუსტად აქ არის წარმოდგენილი ავეჯის ინტერიერისა და საცხოვრებელი სივრცის ინოვაციები და ახალი პროტოტიპები: საძინებელი ზონები, თანამედროვე ცხოვრების წესის ახალი კონცეფციები, მისაღები და დამხმარე ფართების ახალი პროდუქცია. გარე გამოყენების ავეჯით Outdoor გაწყობილი ღია ზონები - En Plein Air, რბილი ავეჯის სისტემები, მაგიდები და სკამები, რომლებიც ქმნიან ბრწყინვალე მიზანსცენას ახალი ამბების გასაჟღერებლად. ესთეტიური კვლევების დიაპაზონი რომელიც მოგვითხრობს იმაზე თუ როგორც იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და ფილოსოფია, შესაბამისად ჩვენი საცხოვრებელი გარემოს ფურნიტურა და სტილი, სიმყუდროვის განცდა და მოთხოვნილება.

პროდუქცია

მასალები

ავეჯი, როგორც წესი მზადდება ხის, მეტალის, მარმარილოს, შუშის, ქსოვილის ან მათთან დაკავშირებული მასალისაგან და განსაზღვრავს მის ფუნქციურ და ვიზუალურ ნაწილს. ჩვენი თქვენთვის შევქმენით სპეციალური გვერდი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დისტანციურად გაეცნოთ თითოეული ბრენდის მიერ შეთავაზებულ მასალებისა და ფერების ასორტიმენტს და შეარჩიოთ სასურველი მათგანი

მოვლა

თითოეულ მასალას, იქნება ეს ხე, მარმარილო თუ ქსოვილი თავისი მოვლის ტექნიკა აქვს, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენი ავეჯი მუდამ ახალივით იბრწყინებს. სწორედ, ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური გვერდი, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ავეჯის მოვლის არსებული საშუალებების და მათი სწორად გამოყენების შესახებ

ვენეციური კომპანია Lodes-ი 1950 წლიდან აწარმოებს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ განათებებს. იგი აერთიანებს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს საუკეთესო Made in Italy დიზაინთან. კომპანიის დამფუძნებლის, ანჯელო ტოსეტოს შუშისადმი გატაცებითა და მუდმივი ტექნოლოგიური კვლევის შედეგად შეიქმნა ბრენდი, რომელიც გახდა ერთ-ერთი წამყვანი განათების მწარმოებელი ევროპაში.

Unopiù, leading company in the production and distribution of outdoor design furniture and accessories, was founded inthe heart of Tuscia over forty years ago. The philosophy behind the name 'Unopiù' stems from the desire to create 'ONEMORE ROOM', that extra space dedicated to the outdoors. The company’s mission is to furnish any outdoor space in the house with the same care and passion usually reserved for
interiors, envisioning and recreating spaces in a functional and elegant way so as to experience inspirational moments of relaxation in a perfect Italian style.

The company provides a “total look” for any type of environment, from terraces and large gardens to the outdoor environments in resorts, hotels and on yachts. All the creations by Unopiù have been made to last over time, thanks to the selection of unrivalled materials, which are weather-resistant, even in the most extreme conditions 

ჩვენ Penta Light-ში ვაწარმოებთ თანამედროვე სტილის მაღალი ხარისხის განათებას, რომელიც 100%-ით იქმნება იტალიაში. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით გვექცია გენიალურ დიზაინერთა ჩანაფიქრები და ხედვა ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად, რომლებშიც ფორმალური სილამაზე შერწყმული იყო მათ ფუნქციონალურ შემადგენელთან. Penta-ს შემოქმედების სრული ციკლი შთაგონებულია გამოცდილი ოსტატების უბადლო ხელოვნებით, უნარებითა და მათ ხელებში კონცენტრირებული გამოცდილებით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით კომპანიის ისტორიულ ფესვებსა და ტრადიციებს მაინც განვახორციელეთ რამდენიმე ექსპერიმენტი და  ე.წ. cutting-edge ტექნოლოგიის დამსახურებით გავამდიდრეთ ჩვენი პროდუქციის ხაზი ახალი ექსპრესიული და ესთეტიურად დახვეწილი ვიზუალის მქონე ასორტიმენტით.  

 Arrital წარმოადგენს იმას, რასაც ყოველთვის ქმნიდა, აწარმოებდა და ყიდდა - ეს გახლავთ სამზარეულოს მაგიური სამყარო. სამზარეულო, როგორც ჩვენი ბინადრობის არეალი, ადამიანთა ყოველდღიური ურთიერთობის სივრცე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი.
40 წელიწადზე მეტი ჩვენ მიუძღვებით თაობებს სახლის ყველაზე საყვარელ ადგილას - სამზარეულოში, ემოციებისა და ცხოვრებისეული მომენტების სივრცეში.
უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენ ვამუშავებდით სტილისა და დიზაინის ახალ იდეებს, დიდი ენთუზიაზმით და ტექნოლოგიებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებით, ადამიანური რესურსებითა თუ პროდუქციის ინდუსტრიალიზაციით ვხვდებოდით ახალ გამოწვევებს.
2011 წელს კომპანიამ დაიწყო მნიშვნელოვანი რე-პოზიციონირების პროცესი ბაზარზე და შეცვალა ხარისხზე, ძლიერ გამოკვეთილ ინდივიდუალიზმსა და დიზაინზე ორიენტირებული ბრენდის პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში მისცა მას საშუალება დაემკვიდრებინა საპატიო ადგილი დარგის საშუალო და მაღალი სეგმენტის მოთამაშეებს შორის.

MOROSO - The Beauty of Design

MOROSO არის ბრენდი, რომელიც რბილი ავეჯის მაღალი მოდის პროფესიონალთათვის 1952 წლიდან ასოცირდება სიტყვა დიზაინთან, სადაც ყოველი ცალკეული მოდელი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ხელწერასა და უნიკალურ ესთეტიკას ატარებს.

დიზაინისა და წარმოების სამოცწლიანი გამოცდილება, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, 70 რჩეული ოსტატი, საიმედო მომწოდებელთა ქსელი, მაღალი ხარისხის მასალები და დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, ამ ღირსებების მქონე იტალიური MOROSO ავეჯის მაღალი მოდისა და ე.წ. ჰაი-ენდ სეგმენტის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს.

კომპანია Decor Walther უკვე მეოთხე ათწლეულზე მეტია გახლავთ აბაზანის ინტერიერის შემადგენელი ისეთი ხარისხიანი ნივთების მწარმოებელი, როგორიცაა: განათება, სარკეები და პირადი მოხმარების აქსესუარები. ყველაფერი დაიწყო 1973 წელს გერმანიის ქ. ფრანქფურტში, მცირე ზომის სპეციალიზებული მაღაზიის გახსნით ჰაროლდ ვალტერის მიერ. 

დღეისათვის, Decor Walther გახლავთ სექტორის  ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი, რომლის რეპუტაციაც დიდი ხანია შორს გასცდა გერმანიის ფარგლებს. კომპანიის ფილოსოფია, რომელიც ანიჭებს Decor Walther-ის პროდუქციას საერთაშორისო ასპარეზზე უნიკალურ თვისებებს ვითარდებოდა კომპანიასთან ერთად. მოწომილი ბრწყინვალება - ამ სიტყვებით შეიძლება იმ პათოსის გადმოცემა რომელიც გამოარჩევს მას საერთო რიგიდან. ხოლო, მისი შეუდარებელი ხარისხი და დიზაინი უფრო მკვეთრად გამოხატავს ამას. Decor Walther-ის პროდუქციის ესთეტიური დიალექტი არ არის არც გამოკვეთილად მოდური, არც ისტორიზებული და არც გადატვირთული ზედმეტი ნიუანსებით, იგი შეიძლება დახასიათდეს როგორც მარადიული, თუმცა მოზომილი, მცირეოდენ კონსერვატიული ფორმით. 

ჩვენი მისიაა ვაქციოთ იდეები უნიკალურ და ორიგინალურ ნივთებად. Arketipo-ს გუნდის წევრები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს ახალი მასალებით, რადგან ჩვენი დევიზია: ,,გამოცდილება ქმნის პროდუქტს’’ და არა მეცნიერება. ახლის შექმნის ყოველი მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ, ექსპერიმენტი კი გვმატებს სითამამეს და გვძენს გამოცდილებას. ჩვენ ვსწავლობთ, ვურთიერთობთ, განვსაზღვრავთ და ვანვითარებთ ნედლეულის პოტენციალს, შედეგად ყოველ ჯერზე ვიღებთ რაიმე განსხვავებულს.

იქ სადაც სხვები ხედავენ უბრალოდ ხეს, მეტალს ან ნაჭერს, ჩვენ ვხედავთ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. Arketipo – არის გამოცდილება, რომლითაც ჩვენ ყოველ იდეას განსხვავებული კუთხით ვუდგებით.

Rugiano-ს ბრენდი - სტილის სინონიმია! სტილის, რომელიც წარმოიქმნება ფასეულობებსა და დროის მიღმა მყოფი მარადიული და გამორჩეულად უნიკალური ნაკეთობების შექმნით.

სტილი, რომელიც განისაზღვრება ცნობილ პროფესიონალებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობით, მათი ტექნიკური ცოდნით და უნარებით, რომლებსაც შეუძლია ოცნებების ახდენა, კეთილშობილი ძვირფასი მასალების გონივრული გამოყენება, მეტალის და ხის ფაქტურით დაწყებული ტყავის დამუშავებამდე.

ეს არის ზუსტად ის სტილის, რომელიც თან ახლავს Rugiano-ს ავეჯს.

125 წლის იუბილე - ეს ნამდვილი იშვიათობაა ავეჯის ინდუსტრიაში, სადაც ტრადიცია და ხელობა თაობიდან თაობაზე გადმოდის. გრძელი და საინტერესო გზა მასობრივი ბაზრის ავეჯის მწარმოებელიდან პატარა, მაღალი კლასის მწარმოებლამდე. გემოვნებიანი, გამორჩეული და კომფორტული ავეჯი, ხშირად არაორდინალური ფორმის ყოველთვის ხავერდით დაფარული და სამოთხის ფრინველის მსგავსად მკვეთრი ფერის - არსებითად "ნამდვილი პერსონაჟები".

ვენეციური ბრენდი, რომელიც 1990 წლიდან ინტერიერის დიზაინის სამყაროს უნიკალური, კრეატიული დეკორის ელემენტებით ამდიდრებს და ამავდროულად ერთადერთი კომპანიაა ე.წ "Total Look" მიმართულებით. მისი თითოეული პროდუქტის თითოეული დეტალი იწარმოება უშუალოდ ბრენდის მიერ, რაც იტალიური კრაფტისა და ავთენტურობის უპირობო ხელწერაა

“დამზადებულია იტალიაში” Gurian–ის მიერ არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

Liu-Jo ცნობილი ფეშენ ბრენდია, რომელიც წარმატებით ამსხვრევს დღემდე არსებულ სტერეოტიპებს და ავეჯის სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. კრეატიული ხედვით შექმნილ კოლექციებში ერთიანდება იტალიური ტრადიცია, სიახლე, ტრენდული სტილი და განვითარება, რომელსაც შემოაქვს ნებისმიერ ინტერიერში დღემდე არნახული ტრანსფორმაცია. 

თავისუფალი იდეების, ფორმებისა და დიზაინის მქონე Liu-Jo Living-ს საცხოვრებელი, სასადილო, საძინებელი და ექსკლუზიური აუთდორ ზონებისგან შემდგარი იმპრესიული კოლექციები აქვს. 

მარტივად ამოსაცნობი და იკონური იდეებით, ფორმებითა და ფინიშინგებით, Liu-Jo ახერხებს კონტრასტში დარჩენას: სტრუქტურითა და ხისტი ელემენტებით ის ქმნის ტრანსფორმერულ პროდუქციას, რომელიც ერთი მხრივ იდეალურად გამოხატავს სტილს და ამავდროულად ფუნქციურია.

Roberti – 1959 წლიდან, აუთდორ კოლექციები, რომელნიც ყოველთვის პიონერულ როლს ასრულებდნენ დიზაინში, უერთდებიან სტილის უახლეს ტენდენციებს, როგორც ფორმებს, ასევე მასალებს.

თითოეული ნაჭერი შეესაბამება სახლისა და კონტრაქტის ცხოვრების სტილის პირად ინტერპრეტაციას, რომელიც აერთიანებს ესთეტიკისა და კომფორტის ყველა პარამეტრს. 


1999 წელს Laurameroni Design Collection იყო მხოლოდ პროექტი, რთული წამოწყება, სარისკო და გადაულახავი გამოწვევა. თუმცა, სულ მალე ჩვენი დიზაინ პროექტები უკვე გამოირჩეოდნენ თავიანთი უნიკალურობითა და ორიგინალურობით, განასახიერებდნენ ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სრულყოფილ კომბინაციას.


დღეს Laurameroni არის უაღესად ინოვაციური კომპანია, რომელმაც წარმატებით შექმნა საკუთარი იდენტობა დიზაინის გადატვირთულ სამყაროში, აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან მთელს მსოფლიოში.

Novamobili ავეჯის სამყაროში ცნობილია თავისი მოდულარული სისტემებით,  რომელიც მიზნად ისახავს შთაგვაგოგნოს საყოფაცხოვრებო ცხოვრების პირადი კონცეფციები. ნოვამობილი, ეს გახლავთ ახალი სიტყვა და იდეა ავეჯის შექმნის ხელოვნებაში, რომელიც ჩვენს სიახლოვეს არსებულ ობიექტებს თანამედროვე და ფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის.

თანამედროვე ამერიკული გლამური - მეთუნემ, დიზაინერმა და მწერალმა ჯონათან ადლერმა თავისი სახელობის ბრენდი დაარსა მას შემდეგ, რაც მიატოვა სამსახური, რათა მეტი დრო დაეთმო თავისი პირველი სიყვარულისთვის - მეთუნეობისთვის. 1993 წელს ცნობილი Barneys-ის ქსელმა შეიძინა მისი ქოთნების ახალი კოლექცია. აქედან ხუთი წლის თავზე მან გახსნა თავისი პირველი ფილიალი სოჰოში.

დღეისთვის, Jonathan Adler-ის სახელი კარგად არის ცნობილი მსოფლიოში და განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკულ საზოგადოებაში.  

1912 წელს სარდინიელმა რენცო ფრაუმ ტურინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დაარეგისტრირა Poltrona Frau-ს სახელწოდების მქონე ახალი სავაჭრო ნიშანი და კომპანია, რომელსაც 1962 წლამდე უძღვებოდა მისი შთამომავლობის რამდენიმე თაობა. 1962 წ. იტალიური Nazareno Gabrielli-ს ჯგუფმა ტურინის სავაჭრო პალატიდან გამოისყიდა კომპანია და შეუცვალა მას ადგილმდებარეობა ტურინიდან ქ. ტოლენტინოზე.

1980 წ. Poltrona Frau-მ გააფართოვა თავისი წარმოების არეალი და მოიცვა როგორც საპროექტო-საკონტრაქტო, ისე ავტოინდუსტრიის სეგმენტები. 2004 წ. კომპანიამ განიცადა სახეცვლილება და საყოველთაოდ ცნობილ Cassina და Cappellini-სთან ერთად ჩამოყალიბდა ჯგუფად: Poltrona Frau Group. ხოლო, 2014 წ. საბოლოოდ გასხვისებულ იქნა Haworth-ების ოჯახზე და 2025 წლიდან იურდიულად ოპერირებს Haworth Lifestyle-ის სახელწოდებით. 

Haworth Inc. გახლავთ აშშ-ში არსებული გლობალური დიზაინერული ბრენდების ფედერაცია, რომელიც თავისი ეგიდით აერთიანებს ლაქშერი ავეჯის ინდუსტრიის ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Poltrona Frau, Ceccotti, Cassina, Zanotta, Cappellini, Karakter, JANUS et Cie, Interni, Luminaire, Luxury Living Group, Ralph Lauren Home, Bentley Home, Bugatti Home, Dolce & Gabbana Casa, Trussardi Casa და Versace Casa. Poltrona Frau დღეისათვის გახლავთ მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ-კლასის ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავისი საქმიანობით ინტერიერის დიზაინის გლობალურ ასპარეზზე განსაზღვრავს და ამკვიდრებს საერთაშორისო ტრენდებს.

Rosini - რბილი ავეჯის წარმოების 40 წლიანი ტრადიცია, დიდი ისტორიისა და გამოცდილების  მქონე ტოსკანური ბრენდი, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება, თუმცა უცვლელი რჩება მისი ძირითადი ღირებულებები: სრულყოფილება, რომელიც ასოცირდება სიტყვებთან „დამზადებულია იტალიაში“ და სრული კონტროლი წარმოების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური ხარისხისათვის.

Qeeboo გახლავთ რევოლუციური იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს Stefano Giovannoni-სა და მსოფლიოს წამყვან დიზაინერთა შექმნილ ექსტრაორდინალურ ობიექტებს, ავეჯს, განათებსა და უკიდურესად ტრენდულ აქსესუარებს. პროდუქცია საკმაოდ  ემოციური, ფერადი და შინაარსიანია, იგი არ არის  ბურჟუაზიული, არამედ ყველასთვის შესაფერისი.

მუდმივი სწრაფვა ესთეტიური ჰარმონიის კვლევისკენ, ადამიანებისა და მასალების დამუშავების მიმართ არსებული მზრუნველობის დიდი განცდით.

საუკეთესო იტალიური ოსტატებისა და სამრეწველო რაიონების დამსახურებით Nature Design-ს შეუძლია გამოიყენოს მსოფლიოს საუკეთესო ნედლეული და სამშენებლო ტექნოლოგიები.

ყველაფერი მზადდება ექსკლუზიურად იტალიაში

დროთა განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება დეკორატიული განათების სექტორში საკუთარი კატალოგის მნიშვნელოვანი გაფართოვების მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ ბროლის გამოყენებით ეკლექტიკური და კლასიკური შარმის მქონე ნაკეთობების დამზადბას. Italamp ამუშავებს და აწარმოებს თავის ელეგანტურ პროდუქციას ექსკლუზიურად იტალიაში, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული არტიზანული ტექნიკის დამსახურებით განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, რაც უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული ნაკეთობის უმაღლეს ხარისხსა და უნიკალურობას. 

Italamp-ის ისტორია გახლავთ მიდრეკილების, ერთგულებისა და მყარი ხედვის ისტორია ორიენტირებული საკუთარ არსზე, რომელიც სინამდვილეში არის მისი პროგრესული ზრდისა და მყარი ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა, რაშიც არსებითი წვლილი შეაქვს საკუთრივ მფლობელების ოჯახს და მრავალრიცხოვან ისტორიულ კოლაბორაციებს.

ტრენდული სტანდარტი ინდორ-აუთდორ გამწვანებისა და მოდური დეკორირების სეგმენტში - Ila International

30 წლიანი გამოცდილება და იდეა, რომელიც დიდი ხანია გასცდა ტრივიალური მწვანე კედლის ფარგლებსა და კონცეფციას.

100%-ით ბუნებრივი ხის მერქნისგან დამზადებული საუცხოო მწვანე დეკორაცია ხელოვნური ფოთლებით, განსხვავებული ჯიშის, ზომისა და დიზაინის ხეები, მცენარეები და კედლის ინსტალაციები.

BOMMA ინტერიერს ხელნაკეთი სკულპტურული განათების საშუალებით გარდაქმნის, რომელიც ნებისმიერ სივრცეში ქმნის განხვავებულ განწყობას, თვალისმომჭრელი ცენტრალური ელემენტებიდან და ინსტალაციებიდან - ნაზ, გამოსაჩენ განათებამდე. კომპანია ცნობილია განსხვავებული ხელწერით დიზაინში, რომელიც ქმნის სინატიფისა და სიამოვნების განცდას. წამყვანი ჩეხური ბროლის მწარმოებელი ბრენდი BOMMA განუწყვეტლივ ცდება საზღვრებს შუშის წარმოებაში.

გამოწვევებით აღსავსე გზა 1964 წლიდან დღემდე, Veneran-ი იტალიური ტრადიციის ანარეკლია: რჩეული მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები, დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მუდმივი თვითგანახლება სივრცის უკეთესი ინტერპრეტაციისათვის, ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტენდენციები.

პერსონიფიცირებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქმნება თითოეული მოთხოვნის და გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

Slamp–ი ქმნის დეკორატიული დიზაინის სანათებს. იგი ბუნების ნატურის, არქიტექტურის, მოდის ინდუსტრიის ვირტუოზებისა და ხელოვნების უახლესი ტრენდების გამოყენებით გარდაქმნის ნივთებს მანათობელ საგნებად, რომლებიც გვიქმნიან ამაღლებულ განწყობას და ამოვდროულად უნივერსალურებიც არიან. ეს კი მიიღწევა ახალი თაობის  მასალებისა და სპეციალური ხელნაკეთი დეტალების მეშვეობით, რომელთა გაერთიანებითაც Slamp აცოცხლებს მდიდრულ და ხატოვან პანორამას.

Cattelan Italia ცნობილია თანამედროვე ავეჯის, განათების და აქსესუარების შექმნის ხელოვნებით, სახასიათო უნიკალური სტილი, რომლის დიზაინშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ისეთ ნიჭიერ დიზაინერებს, როგორებიც არიან: Gastone Rinaldi, Yoshino, and Emilio Nanni და სხვები.

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელიც Giorgio Cattelan-ის სახელს უკავშირდება, დღესაც მსოფლიოს ინტერიერულ ასპარეზე ღირსეულ ადგილს იკავებს და არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის.


Busnelli-ის სამრეწველო ჯგუფის ისტორია დაიწყო 1953 წელს მედაში, ბრიანცას ავეჯის წარმოებით ცნობილი რეგიონის შუაგულში, იმ დროს როდესაც ყველა ცდილობდა აენაზღაურებინა დაკარგული და დაეკმაყოფილებინა მზარდი სურვილი დაუფლებოდნენ ყველაფერს, რაზეც მოუწიათ უარის თქმა. Busnelli-მ დაიწყო ოპერირება მკაფიო წარმოდგენით და ამბიციებით დაეპყრო პუბლიკა, რომელსაც სურდა შეეძინა არამხოლოდ უბრალო დივანი, არამედ უდარდელობისა და თავისუფლების განცდა, რომელიც ასე აკლდა ბოლო წლებში. მიზანი იყო ნათელი და არსებული მოცემულობაც მოითხოვდა ახალი მიდგომების დემონსტრირების აუცილებლობას. სულ მალე, მათ უარი თქვეს წარმოების ტრადიციულ სტრუქტურაზე და საფუძველი ჩაუყარეს პროცესს, რომელმაც წარმოების მეთოდებში, იტალიელთა ლაიფსთაილსა და საყოფაცხოვრებო პირობებში შეიტანა ძირეული ცვლილებები. 

Busnelli-ის წარმოება გადადის ახალ ეტაპზე დიზაინსა და დაგეგმარებას შორის, რითაც ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს ახალ ტექნოლოგიებსა და მასალებზე გადასვლასთან დაკავშირებით. იტალიელთა სახლებში შედის თვისობრივად ახალი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს ემოციურ მოთხოვნილებებს უკვე მანამდე სანამ გახდება ფუნქციური. Busnelli-მ იცის მიმართულება, რომელზეც უნდა იმოძრაოს, თუმცა სჭირდება აუდიტორია რომელიც ეზიარება მის იდეებს. საუბარია ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიებაზე. მოვიდა მოხმარების ახალი მიმართულების აღმოჩენის დრო. იტალიური დიზაინი შედის სიმწიფის ფაზაში. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შესწავლას, მათ შორისაა: კატალოგები, რეკლამა, კარუსელები, ვერცხლისებრი ბრენდინგი და ფურნიტურა. 1972 წელს ქ. მიზანტოში იხსნება Busnelli-ის ახალი ქარხანა, რაც თვალსაჩინოს ხდის ავეჯისა და ზოგადად ინტერიერის ინდუსტრიის ღრმა ტექნოლოგიურ ევოლუციას.

2021 წელს WEDO Holding-მა შეიძინა Busnelli, რათა მოეხდინა მისი რიბრენდინგი და საწარმოო პროცესების სრული გადაიარაღება 70 წლის წინ დაწყებული წარმატებული დიზაინისა და იტალიური იდენტობის გაგრძელების მიზნით.

50 წელიწადზე მეტია, რაც იტალიური კომპანია Manifattura Falomo-ს  მისიას წარმოადგენს "ჯანსაღი ძილის" კულტურის პოპულარიზაცია. ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მატრასებს, ტოპერებს, ბალიშებს, ორთოპედიულ ბატუტებს და საწოლის სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას. მოწინავე ტექნოლოგიები, 100%-ით ნატურალური პროდუქტები, დაგროვილი გამოცდილება, საერთაშორისო აღიარება, რომელსაც არაერთი სერთიფიკატი მოწმობს, მას სფეროში N1 ბრენდად აქცევს.

Galimberti Nino-ს იდენტობის მთავარი მახასიათებელია Made in Italy კონცეფციის, "დიზაინი, შემოქმედება, სტილი" უაღრესი გამოხატულებაა, რომელიც დღეს საუკუნოვან ტრადიციასთან ერთად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც.

ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი არის მუდმივი დიზაინი, საიმედოობა და გამძლეობა.

TWILS-ის ბრენდის დაარსებას წინ უძღვოდა ერთი შესანიშნავი იტალიური ისტორია, რომელიც დაიწყო 1982 წელს, ტრევიზოს რეგიონის ქალაქ ვენეტოში. პატარა ლუისელა და სიმონე ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდნენ, როდესაც მამამ სწორად განჭვრიტა საფეიქრო ინდუსტრიის უზარმაზარი პოტენციალი და ის ძალიან მალე წარმატებულ საოჯახო ბიზნესად აქცია.

2007 წელს მათ შექმნეს ბრენდი სახელად TWILS, რომელიც შემდეგი სახელების ინიციალებისაგან შედგება: Tiziano, Wilma, Luisella და Simone. ბრენდის შექმნასთან ერთად, მათ დაიწყეს სხვადასხვა ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობაც, რომელიც TWILS R&D-ის ეგიდის ქვეშ ერთინდება და სწორედ მათი დიზაინით იქმნება კომპანიის ექსკლუზიური კოლექციები.

ჰესენცია კორნელიო კაპელინი არის იტალიური კომპანია, რომელიც თანამედროვე ავეჯს აწარმოებს წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლიდან, იტალიის იმ ნაწილიდან - ბრიანცას პროვინციიდან, - რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაცხოვრებლების არაორდინარული კრეატიულობით. ბრენდის სახელი მისი დამფუძნებლის - კორნელიო კაპელინისგან მოდის. წლების განმავლობაში, ბრენდი აწარმოებდა ტრადიციულ ავეჯს. ტექნიკა გადაეცა მომდევნო თაობებსაც, თუმცა 2004 წლიდან კომპანიამ დაისახა ახალი ხედვა, რომლის მიხედვითაც, ახალი ტრენდები შემოიტანეს პროდუქციის წარმოებაში. დღესდღეობით, ბრენდის კოლექციებში ვხვდებით გლამურულ აქცენტებს, რისთვისაც გამოიყენებენ კრისტალებს, ძვირფას მეტალს, რბილ ქსოვილებსა და ტყავს. ბრენდის კოლექციები ნამდვილი ნიმუშია იმის, რასაც ფუფუნებისა და ელეგანტურობის ჰარმონიული თანხვედრა ჰქვია.

50 წელიწადზე მეტია რაც LENZI ტოსკანიდან, იტალიური მარმარილოს რეგიონის გულიდან, აწარმოებს მარმარილოს მაგიდებს და აქსესუარებს იმ იდეით, რომ შესძინოს ამ უნიკალურ და გასაოცარ მასალას სიმსუბუქე, სიკაშკაშე და შთამაგონებელი დიზაინი.

LENZI : ბრენდი, ოჯახი და მარმარილოსთან მუშაობის გამოცდილების ხანგრძლივი ტრადიცია

Gervasoni გახლავთ საოჯახო ბიზნესი, რომელიც თავის არსში განასახიერებს არაფორმალურ, ელეგანტურ და თანამედროვე სტილს. ოპერირების 140 წლიანი ისტორიის მანძილზე უნიკალური კრაფტის ტექნოლოგიის, ბუნებრივი და ინდუსტრიული მასალების ექსლუზიური კომბინირების წყალობით კრეატიული პოტენციალის მუდმივმა ძიებამ, საფუძველი ჩაურა Gervasoni-ს მიერ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული განსაკუთრებული სტილის ფორმირებას.

Monography - განასახიერებს თანამედროვე მიდგომებისა და დახვეწილი სტილის სიმბიოზს ავეჯის ყოველ ცალკეულ კომპონენტში. სახეზეა გამოკვეთილი თავდადება, ძველი არტიზანული ტრადიციების პატივისცემა და მუდმივი სწრაფვა ბრწყინვალებისადმი, რის კომბინირებასაც კომპანია წარმატებით ახდენს საწარმოო პროცესში. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Monography-ს სამყაროში, რომელიც იზიარებს სილამაზის უჩვეულო განსაკუთრებულ ხედვას ინსპირირებულს მაცდური ფორმებით, სადაც რაციონალიზმი და ესთეტიკა სრულ თანხვედრაშია მარადიული დიზაინისა და ალქიმიური პროპორციების ნორმებთან.

Pulpo - Pulpo is a design editor for high-end products in the home sector. Design is our passion. Art is our engine. We are fascinated by the craft of the ceramic and glassblowing workshops and are guided by the rough aesthetics of these unique pieces.

In 2006, Pulpo was founded by Ursula and Patrick L’hoste as a design brand at the interface between shape and material. Pulpo’s conception is to edit lighting, furniture and accessories on editor’s choice. The company’s focus is to conduct up-and-coming designers and selected manufacturers, using the nature of material’s to form the score. Materials such as ceramics, stone and especially glass, which is Pulpo’s primary focus since 2013

Reflex Angelo არის კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა მაგიდის დასამზადებლად ვენეციური მურანოს შუშა, როგორც ძირითადი მასალა. Reflex Angelo უპირატესობას ყოველთვის ანიჭებს მაღლი ხარისხის ისეთი მასალების გამოყენებას, როგორიცაა მინა, მარმარილო, ჭედური რკინა, ხე და ნატურალური ტყავი. მათი დამუშავება ოსტატურად, უპრეცენდენტო კონტრასტებისა და მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ხდება. შედეგად ვიღებთ უნიკალურ ავეჯსა და არტ-ობიექტებს, რომლებიც გამოხატავენ ინოვაციური ტექნოლოგიების, დიზაინის, კვლევების და ტრადიციების შესანიშნავ შერწყმას.

ამერიკაში მოღვაწე ფილიპინური წარმომავლობის მქონე  KENNETH COBONPUE-ს ბრენდი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი უნიკალური დიზაინით, პრესტიჟული ჯილდოებითა და კლიენტების ვრცელი ჩამონათვალით, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი ადამიანებისა და სამეფო ოჯახის წევრების ჩათვლით. 

ფუნქციური ხელოვნების ნიმუშები, ორგანული და ექსპრესიული ვიზუალით გვთავაზობენ თანამედროვე დიზაინის დასავლური განმარტების ალტერნატივას.


Londonart Wallpaper გახლავთ კრეატივისა და შემოქმედების დიზაინერული ლაბორატორია, რომლის მიზანიც ინტერიერისთვის ორიგინალური გადაწყვეტილებების მოძიებაში მდგომარეობს. თანამედროვე ესთეტიური კვლევა, რომელიც თითოეულ კედელს მატებს დინამიზმს, ემოციას, ხიბლს და ცნობისმოყვარეობას. თითოეული ინსტალაციის სილამაზე და უნიკალურობა განისაზღვრება იმ თანამედროვე და პერსონიფიცირებული ელემენტებისაგან, რომლებიც იცვლება სივრცის, დიზაინისა და ინტერიერის შესაბამისად.

Londonart Wallpaper არის უპირველეს ყოვლისა მაქსიმალურად პერსონიფიცირებული ავთენტური რეწვითი სამუშაოს შედეგი, რომელიც ქმნის თანამედროვე, უნიკალურ და ფუნქციონალურ პროდუქციას. ხოლო მისი საბრენდო სტილი მოდის გრაფიკული და არქიტექტურული ელემენტების,  მასალების,  ქსოვილების,  ესთეტიკისა და დეკორაციის თანამედროვე ტენდეციებიდან, რომლებსაც თან ახლავს სივრცის  რაციონალური და ჰარმონიული გადაწყვეტილებები.