2025 წლის 28 თებერვალს "კასტელოს" ინტერიერულ სივრცეში გაიხსნა ახალი ექსლუზიური ბრენდი Nature Design-ის ორიგინალური კოლექციისგან შემდგარი ულამაზესი ექსპოზიცია, რომელიც ამ ეტაპისთვის მოიცავს სასადილო ზონის ორი განსხვავებული დიზაინისა და სტილისტური მიმართულების კომპოზიციებს - Origin და Home Line, თვისობრივად განსხვავებული ესთეტიკის მოცულობითი სასადილო მაგიდებით Fontana და Blur, დიზაინერული სკამებით, სკანდინავიური მინიმალიზმით თუ იტალიის ისტორიული მემკვიდრეობით ინსპირირებული მისადგამი მაგიდებითა და განსხვავებული ფორმის სარკეებით.
როგორც მანამდე ვიუწყებოდით, 1 წლის წინ იტალიაში დაწყებული მოლაპარაკების პროცესის და კოლაბორაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, "კასტელო"-ს მულტიბრენდული შოურუმი გახდა თანამედროვე ინდუსტრიული დიზაინის სეგმენტის აბსოლუტურად განსხვავებულ საფეხურზე მდგომი, მდიდარი ისტორიული ფესვების მქონე იტალიური კომპანიის ექსკლუზიური დილერი ქართულ ბაზარზე, რომლის კრეატიულ მიმართულებაზეც ზრუნავს თანამედროვე დიზაინის სამყაროს ისეთი სახელოვანი კორიფე, როგორიცაა Gino Carollo. კომპანია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით და ზოგადად ძალზედ ყურადღებიანი მიდგომით ეკოლოგიის მიმართ, ასევე იშვიათი ისტორიული მნიშვნელობის მქონე აღდგენილი ხის მასალით ალბათ ერთადერთია დღეს მსოფლიოში მაღალი კლასის ავეჯის საერთაშორისო მწარმოებლებს შორის.
მაინც, რითია განსხვავებული Nature Design თავისი კონკურენტებისგან?
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ძვირფასი ხის მასალა, რომელსაც იტალიაში მოიხსენიებენ ე.წ. Secolare Legno-ს სახელწოდებით გახლავთ საუკუნოვანი არქიტექტურულ-ისტორიული დანიშნულების ნაგებობების მზიდი კონსტრუქციებიდან მოპოვებული და აღდგენილი ხე, რომელზეც ასწლეულების მანძილზე ღია კლიმატურ პირობებში ექსპლოატაციის პერიოდში წამოიშვება ე.წ. პატინა - ხის სტრუქტურის მდიდარი ფერი, რომელიც Nature Design-ის ქარხანაში მიმდინარე 7 ფაზიანი დამუშავების ეტაპის შემდეგ, იღებს უკიდურესად რბილი-ანტიკური ხის ტექსტურას. ზუსტად ამიტომ, ეწოდება კომპანიის ძირითად მიმართულებას Origin - ანუ წარმომავლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მდიდარი ფუნქციონალის მიღმა ფაქტიურად საკუთრებაში იძენს უნიკალურ ისტორიულ ნივთს - One-of-a-Kind, რომლის ხელოვნური რეპლიკაციის შესაძლებლობაც ადამიანის ხელით გამორიცხულია.
კომპანიის ნაკეთობებში წამყვანი მასალა გახლავთ ხე, რომელიც წარმოდგენილია მრავალფეროვან ფორმებსა და სახეობებში, თუმცა, Nature Design-ს სხვა კომპანიებისგან მაინც განასხვავებს ძველებური არქიტექტურული ხის Secolare Wood-ის სახელწოდებით ცნობილი ნედლეულის გამოყენება.
როგორც ავღნიშნეთ ამ ძვირფასს ნედლეულს იღებენ ძველებური არქიტექტურული კონსტრუქციებიდან, რომლებიც არაერთი ასეული წელიწადი გამოიყენებოდა ისტორიული დანიშნულების მასიური კარებების, ფანჯრებისა და კედლების საყრდენად.
Nature Design-ის კოლექცია თავისი დიზაინის არსში განასახიერებს ბუნების სილამაზეს და ჰარმონიას, სადაც ბუნებრივი ელემენტების რბილი და უნიკალური ფორმები იდეალურ თანხვედრაშია დიზაინის ფუნქციონალთან და ელეგანტურობასთან. ბუნებრივი კომპოზიციები ჰარმონიულად ერწყმის Nature Design-ის ესთეტიურ მიმართულებას, რითაც ქმნიან დღემდე არნახული სიღრმისა და კონტრასტების იმპროვიზაციას, რაც გვაძლევს ჩვენ ბუნებასთან და მის უნიკალურ თვისებებთან სრულფასოვანი კავშირის დამყარების საშუალებას.
კომპანია დაიბადა მეორადი მოხმარების მასალების განახლებისა და გადამუშავების გატაცებით და ტრანსფორმირდა ახალ დახვეწილ კოლექციაში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით და ყურადღებით გარემოსადმი. Nature Design ყოველთვის ანიჭებდა ყურადღებას ზოგადად აღდგენის თემატიკას. მან დაიწყო თავისი მოღვაწეობა იმით, რომ დაუბრუნა ახალი სიცოცხლე საუკუნოვან ხის მასალას, ავეჯის ახალი ხაზის გამოშვების მიზნით, რომელიც ინსპირირებულ იქნა ჩვენს გარშემო არსებული ბუნებით და უფრო დიდი პატივისცემით ეპყრობა მას.
Nature Design-ის ახალი ხედვა კონცენტრირებულია წარმოებაზე, რომელიც სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი წარმოების ყველა ეტაპს. ე.წ. ნოუჰაუ გარდამავალი პირველიდან მესამე თაობაზე, ოსტატების არტიზანული ხელობა და ნიჭი, ბრწყინვალე იტალიურ საწარმოო რეგიონთან კომბინაციაში, რომელშიც ოპერირებს Nature Design: რაც უადვილებს მას წვდომას საუკეთესო სამშენებლო ტექნოლოგიებსა და მასალებზე მსოფლიოში.
ანტიკური ხის მორების აღდგენა ხდება მათზე არსებული პატინის შენარჩუნების მიზნით, რათა მოხდეს ყოველი ცალკეული ნაკაწრისა და არასრულყოფილების ბუნებრივ მდგომარეობაში დაფიქსირება.