სტუმრად ბასილიადაში

img

კასტელოს გუნდი 2022 წელს ერთ გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს ესტუმრა, ადგილს, სადაც განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და ადამიანები დაგვხვდნენ. „ბასილიადა“ - ასე ეწოდება მოხუცებულთა პანსიონატს, რომელიც ქალბატონი რუსუდანის დაუღალავი შრომის და უსაზღვრო სიყვარულის წყალობით უამრავ მოხუცს თბილ კერასა და ოჯახურ სითბოს უზიარებს. 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კასტელოს გუნდმა თავშესაფარს  საჩუქრად გადასცა მისაღები ოთახის ავეჯი, რითაც შევეცადეთ ბასილიადას ბებია-ბაბუების საყვარელი ადგილი კიდევ უფრო მყუდრო და კომფორტული გაგვეხადა <3