"ინტეგრაცია დიზაინში" - OLEG TIMCHENKO-ს ნამუშევრების ექსპოზიცია კასტელოს შოურუმში
3 თვის წინ კასტელო
გვსურს სიამოვნებით გაცნობოთ, რომ მ.წ. 13 ოქტომბრიდან კასტელოს მულტიბრენდულ ინტერიერულ სალონში იხსნება ცნობილი მხატვრის, ესტეთიური ექსპრესიონიზმის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებლის Oleg Timchenko-ს ნამუშევრების ექსპოზიცია: "ინტეგრაცია დიზაინში".
ნახატებს შორის წარმოდგენილი იქნება როგორც მისი საუკეთესო ტილოები, ისე იშვიათი კერძო კოლექციების ნამუშევრები, კონტრასტული ხასიათისა და ტრანსფორმაციის ამსახველი შედევრები.
"მე არ ვხატავ მხოლოდ ფოთლებს ან ხეს, არამედ ნიავს რომელიც არხევს მათ" - ეს ბატონი ოლეგის საყვარელი სიტყვებია და ის, ასე აღწერს თავის შემოქმედებით მიდგომას, ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია გასულია Bonhams-ის აუქციონზე.
ზუსტად ამიტომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, Castello-ს მომხმარებელს ვჩუქნით უნიკალურ შესაძლებლობას 1 თვისა და მეტის მანძილზე უფასოდ გაეცნოს მის ხელოვნებას და დაინტერესების შემთხვევაში შეიძინოს გარკვეული ტილოები.
QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში
6 თვის წინ კასტელო
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიზაინის სამყარო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი დიზაინერის სტეფანო ჯოვანიონის და მისი შემოქმედებითი გუნდის ნაბიჯებს პროდუქტის კვლევისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა - ახალი თაობის ბრენდის სახელწოდებით ცნობილი QEEBOO-ს დაარსებას.
თავისი ბესტსელერებით ცნობილმა ს. ჯოვანიონიმ QEEBOO-ს ბრენდის ქვეშ შესძლო მსოფლიოს წამყვანი ისეთი კრეატიული დიზაინერთა ჯგუფის გაერთიანება, როგორიცაა: მარსელ ვანდერსი, მარკანტონიო, ანდრეა ბრანცი, დაი სუგასავა, რიჩარდ ჰატენი, სტუდიო ფრონი და სხვა. შედეგად, უკვე 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) QEEBOO-მ თავისი ექსტრაორდინალური მიდგომით და ექსკლუზიური აქსესუარებით შესძლო გადატრიალების მოხდენა ინდუსტრიაში (სურათი მილანის გამოფენიდან).
კონცეფციამ, რომელიც ემყარება ფლორისა და ფაუნის სინთეზს მოიპოვა როგორც საყოველთაო აღიარება და სიმპატია მილანის გამოფენაზე, ისე ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის საერთაშორისო დიზაინის ჯილდო. დღეისათვის, ახალგაზრდა ბრენდი თავისი უნიკალური და ყოვლად განსხვავებული სტილით მსოფლიო მასტაბით გახლავთ დიზაინის ახალი მოდის აბსოლუტური ტრენდსეტერი, მისი საოცრად ლამაზი ნივთები და აქსესუარები კი ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო სახლებს, რეზიდენციებსა თუ ვილებს.
საქართველოში QEEBOO-ს ექსკლუზიური ექსპოზიციის უფლება მოიპოვა მულტიბრენდული ავეჯის შოურუმმა „Castello“-მ, რომელმაც მსოფლიოში შექმნილი მძიმე პანდემიური სიტუაციის მიუხედავად მოახერხა კოლექციის პრეზენტაცია დაგეგმილ დროზე ადრე.
QEEBOO-ს კოლექციაზე სასაუბროდ შოურუმში ვეწვიეთ მის დამფუძნებელსა და გენ. დირექტორს ივანე ნადაშვილს.
- ბოლო დროს „კასტელო“ ნამდვილად ანებივრებს ქართველ მომხმარებელს სიახლეებით და სიურპრიზებით. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ თქვენთან გაიმართა ლეგენდარული იტალიური განათების კომპანიის „MMLAMPADARI“-ის დიზაინერული ნაწარმის კოლექციის პრეზენტაცია. ამჯერად, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვიამბოთ QEEBOO-ს შესახებ.
- უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია რომ QEEBOO და „Castello“ შეიქმნა ერთიდაიმავე პერიოდში დაახ. წელიწადნახევრის წინ. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართულ ბაზარზე სწორედ ჩვენ გვერგო მისი ექსკლუზიურ დონეზე წარმოდგენის უფლება. დღეისათვის, ჩვენთან შოურუმში ქართველი მომხმარებლის კომფორტისთვის წარმოდგენილია QEEBOO-ს აბსოლუტურად ყველა ბესტსელერი, მათ შორის ე.წ. შეყვარებული ჟირაფების სერია (Giraffe in Love), ბაჭიების კოლექცია (Rabbit chair, Rabbit Tree) ნიკა ზუპანკის და მარსელ ვანდერსის დიზაინერული სავარძლები, დეკორატიული სანათები (Empire, Guru), რომლის შემუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ანდრეა ბრანცი და დიზაინერული სტუდია სტუდიო ჯობი და ა.შ. „Castello“ როგორც ბრენდის ოფიციალური პარტნიორი QEEBOO-ს პროდუქციას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს ზუსტად იმ ფასში, როგორც ის იყიდება QEEBOO-ს ოფიციალურ ვებ.გვერდზე იტალიაში არც მეტი არც ნაკლები. მეორე მომენტი რომელსაც აუცილებლად მსურს გავუსვა ხაზი არის ის, რომ პროდუქცია იყიდება პირდაპირ QEEBOO-ს სასაწყობე სტოკიდან და მომხმარებელს ადგილზე ჩამოსდის შეკვეთის გაფორმებიდან 2 კვირაში, რაც ბოლო დროს მსოფლიოში შექმნილი პანდემიური საფრთხიდან გამომდინარე ძალზედ კომფორტულ ხდის მომხმარებელთან ურთიერთობას და მათ არ უწევთ 2-3 თვე პროდუქციის ლოდინი.
საკუთრივ ბრენდის ცნობადობაზე ვფიქრობ საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მისი რენომე და საერთაშორისო პოპულარობა დღეს მსოფლიოში უსწრებს მის სახელს. შესაბამისად, ჩვენთანაც ინტერესი მისი პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია და უკვე გაფორმებულია ძალიან ბევრი შეკვეთა.
- რა სიახლეებს გვთავაზობს კიდევ „Castello“ და რით გაანებივრებს მომხმარებელს მომავალში.
- ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი. კერძოდ, ივლისის ბოლომდე „Castello“-ს შოურუმში გაიმართება კიდევ ერთი ახალი იტალიური ბრენდის DIVANIDEA-ს რბილი ავეჯის საკმაოდ მოცულობითი კოლექციის პრეზენტაცია - ეს გახლავთ იტალიის საშუალო სეგმენტის რბილი ავეჯის გაყიდვების ლიდერი, რომლის ასორტიმენტშიც შედის როგორც გასაშლელი დიზაინერული დივნები, ისე სამეულები, კუთხის დივნები, სავარძლები და ა.შ. ბრენდი ძალზედ მომხიბლავია თავისი დიზაინით, ხარისხით და რაც მთავარია საფასო პოლიტიკით.
წყარო: ambebi.ge
ავეჯის შოურუმი CASTELLO იტალიური MMLampadari-ს სანათებს გთავაზობთ
6 თვის წინ კასტელო
მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი CASTELLO, ქართველ მომხმარებელს, ცნობილი იტალიური განათებების კომპანია MMLampadari-ის პროდუქციას სთავაზობს. ეს ბრენდი 1966 წელს შეიქმნა და იტალიური შუშისა და ჭედური მეტალის ტრადიციებს აერთიანებს. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები კი, მისთვის, კლასიკურ თუ თანამედროვე კოლექციებს ქმნიან. თავად „კასტელო“, ბაზარზე, 2019 წელს გამოჩნდა და მათ შოურუმში ავეჯის ფართო არჩევანია – მისაღები ოთახის კომპლექტები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, დრესუარები, მაგიდები, სკამები, კარადები და ა.შ. მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ივანე ნადაშვილი ამბობს, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპაში მათი კომპანიის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. ეს კი საშუალებას აძლევს, ქართულ ბაზარზე, ექსკლუზიურად წარმოადგინონ წამყვანი ევროპული ბრენდები, მათ შორის MMLampadari.
ივანე ნადაშვილი: MMLAMPADARI 1966 წელს, იტალიის კუეროს რეგიონში დაფუძნებული განათების კომპანიაა. ქარხნის მდებარეობა შემთხვევით არ შეურჩევიათ, ის ცნობილი ბელუნის დოლომიტების მაღაროსთან ახლოს მდებარეობს. სწორედ მის ბაზაზე განვითარდა რეგიონში მეტალის მასშტაბური წარმოება, რომელიც თავის მხრივ, ცნობილია იტალიაში საუკეთესო ხარისხის ჭედური მეტალის ნაკეთობების წარმოების ტრადიციებით. ახლად შექმნილი კომპანიის ხელმძღვანელობამ არამხოლოდ გონივრულად გამოიყენა ქარხნის ოპტიმალური მდებარეობა, არამედ შეკრიბა საუკეთესო ოსტატები, რომლებსაც შეეძლოთ მეტალისგან ხელოვნების ნამდვილი ნიმუშების შექმნა. ამავდროულად, მათ დაამყარეს მჭიდრო თანამშრომლობა ცნობილ შუშის მწარმოებელ ქარხანასთან Vetrarti IIyes Group, რომელიც იტალიაში სახელგანთქმული მურანოს შუშის წარმოების ლიდერია.
M: როგორი ბრენდია დღეს MMLAMPADARI და რა სტილის ნაკეთობებს სთავაზობს მომხმარებელს?
MMLAMPADARI-ის ნამუშევრებში ერთმანეთს ორგანულად შეერწყა იტალიის შუშის წარმოებისა და ჭედური მეტალის ექსკლუზიური ნაკეთობების საუკეთესო ტრადიციები. დღეისათვის, ეს კომპანია, მსოფლიოში ცნობილია თავისი ნაწარმით. იგი აქტიურად ავითარებს რამოდენიმე თანამედროვე და კლასიკურ სტილს, ასევე საკონტრაქტო მიმართულებას, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერია. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან, მაგალითად: მატეო ზორზენონი, კიარა ანდრეატი, რობერტო ფავარეტო, მამინი კანდიდო, ოლგა ენგელი და სხვები.
M: MMLAMPADARI-სთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ, დღეს კი ბრენდი უკვე „კასტელოს“ შოურუმშია. რა არჩევანი აქვს ქართველ მომხმარებელს?
1-ლი ივლისიდან MMLAMPADARI ხელმისაწვდომი გახდა „კასტელოს“ შოურუმში, ოფიციალური ექსპოზიციის დონეზე, ქართველი მომხმარებლისთვის. ამ მომენტისთვის, ჩვენთან წარმოდგენილია MMLAMPADARI-ის ნამუშევრების თანამედროვე ხაზის საუკეთესო 15-მდე ნიმუში, მათ შორის: ცნობილი იტალიელი დიზაინერის მატეო ზორზენონის ეკლეკტიკური მიმართულების მეტალის ჭაღი Leaf, კიარა ანდრეატის ცნობილი Zoe, MMLampadari Studio-ს ჭერის სანათი Rain, არდ-დეკოს სტილის საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული ჭერის სანათი Pill ტორშერთან ერთად (გადაწყვეტილი 24 კარატიან ოქროს საღებავსა და სპილოს ძვლის ფერის მურანოს შუშაში), მამინი კანდიდოს კედლის ინოვაციური და უსასრულო მეტალის ინსტალაცია Petal, Clessidra, Moonlight, Balloton და სხვა.
M: თუმცა, MMLAMPADARI ერთადერთი პრემიუმ კლასის, ევროპული ბრენდი არ არის, რომელსაც „კასტელო“ თავის მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს . . .
დიახ. „კასტელო“ დღეს, ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიურ დონეზე სთავაზობს ბრენდებს: ReflexAngelo, Arketipo, Twils,Veneran, Divanidea, Slamp, London Art Wallpaper, Rosini, Lenzi Marble და სხვა.
M: „კასტელო“ წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა ბაზარზე. საცხოვრებელი სახლის ავეჯს დღეს ბევრი შოურუმი და მაღაზია სთავაზობს მომხარებელს. თქვენი ბრენდი რითია გამორჩეული?
ჩვენ არ გვაქვს არავითარი ამბიცია ვპოზიციონირებდეთ ბაზარზე ლიდერი კომპანიების ავანგარდში. თუმცა, თუ ჩვენი ბრენდის ცნობადობა და ქართველი მომხმარებლის ლოიალობა საპირისპიროზე მეტყველებს, ძალიან სასიამოვნოა. ერთს ვიტყვი, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპის სივრცეში ჩვენს კომპანიას საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატი გააჩნია.
M: რაც შეეხება სიახლეებს და თქვენს სამომავლო გეგმებს . . .
დაახლოებით, 2 კვირაში CASTELLO-ს შოურუმში გაიმართება ცნობილი ბელგიურ – იტალიური აქსესუარების ბრენდის QEEBOO-ს კოლექციის პრეზენტაცია.
წყარო: Marketer.ge
![]() | |
“იტალიური ტემპერამენტი ქართულ ინტერიერში” – ავეჯის შოურუმი “კასტელო”
7 თვის წინ კასტელო
გთავაზობთ, ჟურნალ ინტერიერის სტატიას "Castello - იცხოვრე იტალიურად!"
8 თვის წინ კასტელო
კაცობრიობას,
განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდგომ გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური
მოხმარების საგნებისათვის განსაზღვრული ფორმები და დანიშნულება მიეცა, მის შესაქმნელად
სხვადასხვა მასალა გამოეყენებინა, შემდეგ ეს საგნები გაეფორმებინა და ასე, დროთა ცვალებადობასთან
ერთად პრიმიტიული ფორმებიდან დაწყებული ხელობა, ხელოვნებად ექცია!
დღეს,
თანამედროვე მსოფლიო, ინტერიერების შესამოსად, ავეჯის უზარმაზარ ინდუსტრიას ანვითარებს
და სულ უფრო მეტი კომფორტის შესაძლებლობას უქმნის მომხმარებელს. განსაკუთრებული მოთხოვნა
ავეჯის ექსკლუზიური და უნიკალური ტიპის მოდელებზეა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა
აქვს მის მოთხოვნასა და გემოვნებაზე ორიენტირებული ავეჯი, პერსონალურად შეუკვეთოს.
ამ თვალსაზრისით, ქართულ ბაზარზე, არჩევანი ისეთი ტიპის მულტიბრენდულ შოურუმებზე, რომლებიც
წამყვანი ევროპული კომპანიების ავეჯს ჩვენი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან,
ცოტაა.
2019
წლის დასაწყისიდან კი მას შემდეგ, რაც იტალიური ავეჯისა და აქსესუარების ოფიციალური
დილერი Castello ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქართველ მომხმარებლებსაც მიეცა შესაძლებლობა,
მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელები, (საშუალო და პრემიუმ კლასის
ავეჯის სეგმენტში), მისაღებ ფასებში მათთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
აღმაშენებლის
ხეივანის 40 ნომერში, 1000 კვ.მ ფართობის სამ სართულზე განლაგებული შოურუმი, შესაძლებლობას
გაძლევთ ერთიან სივრცეში სახლის ავეჯის მრავალფეროვანი კომბინაციები იხილოთ, იქნება
ეს: მისაღები და სასადილო ოთახის საძინებლის კომპლექტაციები თუ სამუშაო ოთახის სივრცე.
Castello-ს გუნდს ავეჯის ინდუსტრიაში რვაწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, რომ
მუდმივად განახლებადი, ტრენდული, დიზაინერული და ექსკლუზიური კოლექციები წარმოგიდგინოთ.
გვანცა
სვანიძე (Castello-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება,
რომ უნიკალური მულტიბრენდული შოურუმი დაეფუძნებინა, რომელიც თავისი პატრონაჟის ქვეშ
გააერთიანებდა: იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ზოგადად ევროპის სხვა
ქვეყნების წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ნაწარმს. ჩვენს კოლექციებში შეგიძლიათ
ნახოთ ისეთი ისეთი ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დიზაინის კორიფეების
ნამუშევრები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, რომელიც წლების მანძილზე ბოჰემიური იტალიური
Gervasoni 1882-ის მთავარი დიზაინერია. მსოფლიოს არქიტექტურისა და დიზაინის
გურუდ წოდებული ზაჰა ჰადიდი, რომლის ექსკლუზიურ განათებებსაც შეხვდებით Castello-ს
მაღაზიაში Slamp-ის
ბრენდით. სახელგანთქმული ჰოლანდიელი მაესტრო მარსელ ვანდერსი, დიზაინის მოდის კანონმდებელი
პიერო ლისონი, კარლო კოლომბო და მრავალი სხვა. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, რომ მთელი
ეს ნაკრები გაგვეხადა ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. გადმოცემით, ჟურნალებიდან
და გლამურული ფურცლებიდან კი არ სცოდნოდათ ეს ყველაფერი, არამედ ამ ცნობილი დიზაინერების
ნაწარმი შეკვეთიდან ორთვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი
როგორც ფიზიკურად, ისე ფასის სეგმენტში.
საკმაოდ რთულ პერიოდში დავიწყეთ ფუნქციონირება, იანვარში,
რომელიც გაყიდვების კუთხით საკმაოდ სუსტ პერიოდად ითვლება, მაგრამ მაინც ვენდეთ ჩვენს
გამოცდილებას და ამ ხუთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ ქართველი მომხმარებელის გარკვეული
ლოიალობა. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს: „Twils”,
“Gervasoni 1882”, “London Art” (ექსკლუზიური შპალერებისა და კედლის ინსტალაციების
მწარმოებელი კომპანია), „“AlfdaFre-Valdesign”, Slamp” და რაღა თქმა უნდა სახელგანთქმული
“ReflexAngelo” (მარმარილოს-შუშის მაგიდებისა და ბროლის სანათების მსოფლიო კანონმდებელი).
მხოლოდ საყოფაცხოვრებო
დანიშნულების ავეჯი იყიდება თქვენთან?
კასტელო ძირითადად ყიდის საცხოვრებელი ბინის ავეჯს:
მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები,
დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები...აღსანიშნავია
ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ
არ არის ავეჯი უბრალო პრინციპით გაბნეული, ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული
პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში,
სათანადო განათების ქვეშ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი
და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ
წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. ჩვენ
არ ვყიდით უბრალო ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი
უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ იქნება
აბსოლუტურად უნიკალური.
დიზაინერებთან თუ
თანამშრომლობთ?
დიზაინერებთან ურთიერთობა წარმოადგენს Castello-ს აბსოლუტურ
პრიორიტეტს. მეორე სართულზე, გვაქვს სპეციალური გამოყოფილი სივრცე, რომელსაც ეტაპობრივად
ვავსებთ ქსოვილების, ლაკირებული, მატისებრი თუ პრიალა ხის ზედაპირების ნიმუშებით. „კასტელო“
გარკვეულწილად არის შუამავალი ევროპულ მწარმოებლებსა და ქათველ მომხმარებელბს შორის.
აქ მთავარია ამ მესიჯის სწორი გადმოცემა. ჩვენთან შერჩეული ნებისმიერი ნივთი, აძლევს
მომხმარებელს იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ თავის ინტერიერს მოარგოს. ქსოვილების
უზარმაზარ ასორტიმენტთან ერთად (რომელიც მოიცავს: როგორც ხავერდის, ისე ბოლოდროინდელი
ტრენდის მატარებელი ველიურის, ჯაკარის, ტილოს, ზამშის, ტაფტის A, B, C, D და ლუქსის
კატეგორიებს), ე.წ. ალკანტარას, ნატურალურ
და ტყავის შემცვლელ ფაქტურებს, ადგილზე გვაქვს მარმარილოს ტოპების შესაბამისი
სპესიმენები (Bianco Carara, Emperador Dark, Gold, Negro Marquina, Verde
Guatemala და სხვა) რომლებიც უმთავრეს წილად გამოიყენება მაგიდის ზედაპირებზე , კონსოლებში,
ასევე ჟურნალისა და მისადგმელ მაგიდებში. ამ ეტაპზე 6 კატეგორიის მარმარილოს ნიმუშია
წარმოდგენილი. გავქვს ასევე მეტალის შესაბამისი კატეგორიის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება
ავეჯის დეტალის, ბუქქეისის ან საწოლის ფეხის სახით იქნეს წარმოდგენილი ან შეცვლილი.
ასევე ავეჯის ხის ზედაპირების უზარმაზარი ასორტიმენტი. ჯამში, ზემოთხსენებული ქსოვილების,
მეტალისა და მარმარილოს ნიმუშებში თამოყრილია 350-ზე მეტი კატეგორია და ფაქტურა. გარდა
ამისა გვაქვს კატალოგების ფართო არჩევანიც მხოლოდ ექსკლუზიური იტალიური კომპანიებისაგან
როგორც საშუალო ისე ე.წ. High End-ის ავეჯის სეგმენტში
(Bruno Zampa, Pregno, Longi,
Porada). დიზაინერს, რომელიც მუშაობს ამათუიმ კონკრეტულ პროექტზე,
აქვს საშუალება ჩვენთან , მშვიდ ვითარებაში, თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სამუშაო გარემოში,
სადაც ჩვენი კონსულტანტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაუწევენ მეგზურობას.
კოლექციების განახლება
რა სიხშირით ხდება?
ამა წლის აპრილში ჩვენი გუნდის ხუთკაციანი დელეგაცია
გახლდათ მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მოხდა კონტრაქტების გაფორმება და უკვე
მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხი ახალი ბრენდი შეემატება Castello-ს, მათ შორის „Altacom”, რომელიც დღეისათვის
გახლავთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნოვატორი ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოების
სფეროში. მაგალითად, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა შესაძლოა გადაკეთდეს 12 კაციან სასადილო
მაგიდად, რაც ავეჯს უკვე მრავალფუნქციურს ხდის. ამ ეტაპზე ჩვენთან შოურუმში პრემიუმ-კლასის
ავეჯის 35-მდე საცხოვრებელი პროგრამაა წარმოდგენილი: მისაღები, სასადილო, საძინებელი
ოთახების, რბილი ავეჯისა თუ ტელევიზორის სადგამების სახით...თანამედროვე ტიპის ავეჯის
გარდა, შოურუმში მცირე დოზით ასვე ადგილი ეთმობა კლასიკური ტიპის კომბინაციებსაც. თუმცა,
კატალოგებით გაცილებით დიდი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. ადგილზევე
გვაქვს საკმაოდ ტრენდული ხალიჩები. მრაალფეროვანი შუშისა და მეტალი აქსესუარები, ჭაღები,
ტრშერები, მაგიდის სანათები, მყიდველს ვთავაზობთ ასევე კედლის ექსკლუზიურ ინსტალაციებს,
შპალერებს.. როგორც საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის, ისე წყალგაუმტარ შპალერსაც სველი
წერტილებისათვის (მარსელ ვანდერსის დიზაინი), რომელიც ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური და კრეატიულია. ამავდროულად საშუალებას აძლევს მომხმარებელს
დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები კაფელ-მეტლახზე და სანაცვლოდ მიიღონ ულამაზესი კრეატიული
კედლის დიზაინი. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისათვის
(რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და სხვა).
კოლექციის განახლებას, წელიწადში 2-3 ჯერ ვგეგმავთ.
ჩვენ არ ვართ მაღაზია, ჩვენ ვართ შოურუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ წარმოდგენილ ნებისმიერ
ავეჯს მომხმარებელი უკვეთავს თვითონ. შეკვეთიდან 2-3 თვეში კი ადგილზე უფასოდ ვაწვდით
პროდუქციას. ღირებულებაში შედის ასევე მონტაჟი. გვაქვს უკვე ბესტსელერი მოდელებიც,
რომლებმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად გვაქვს სტოკში. ავეჯს ადამიანი მაინც
ინდივიდუალური ცხოვრების წესიდან გამომდინარე არჩევს, იგი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს,
როგორც მის ხასიათს, ისე განწყობას. ჩვენ კი სწორედ ამისათვის ვართ, რომ საკუთარი სიცრცის
სწორად დაგეგმვასა და გადაწყვეტაში დაგეხმაროთ.
ადრე ინტერიერში
ღია ტონების გამოყენებას ერიდებოდნენ, ახლა უფრო გახალისდა ფერთა გამა, ეს თქვენთვის
რამდენად თვალშისაცემია?
გეთანხმებით, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ ინდუსტრიაში
არსებული დაბალი კონკურენციის გამო მუქ და პასტელურ ფერებს ენიჭებოდა უპირატესობა,
მაგრამ ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა, რაც ალბათ საზღვრების გახსნამ, ჯანსაღმა კონკურენციამ
და ზოგადად დიზაინის კულტურის გარკვეულმა პოპულარიზაციამ განაპირობა. მაგალითად, წელს
ძალიან მოდაშია ღია ვარდისფერი და მუქი ლურჯი ფერები. ქსოვილებიდან გამოვყოფდი ველიურს.
უფრო მოთხოვნადი გახდა ხავერდში შესრულებული ავეჯიც, ვიდრე ე.წ. ალკანტარა, რომელიც
დომინირებდა 2018 წელს.
2019 წლის სექტემბრიდან „კასტელოს“ ე.წ. ტრანსფორმირებადი
ავეჯი, პრემიუმ-კლასის მატრასები და ახალი განათება შეემატება. ასორტიმენტის სიმრავლემ
კი დღის წესრიგში სავაჭრო სივრცის გაფართოების იდეაც დააყენა. შესაბამისად, არსებული
შენობის უკანა ეზოს მხრიდან, დამატებითი ფართის (1000 კვ.მ. ნაკვეთზე) მშენებლობა იგეგმება.
მომავალი წლისთვის „კასტელო“ უკვე გაცილებით დიდ სივრცეში (დაახ. 3500 კვ.მ. ფართობზე)
გაგიწევთ მომსახურებას.
პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი საქართველოში
8 თვის წინ კასტელო
საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, ეპიდემია, საყოველთაო კარანტინი, კომენდატის საათი – მცნებები, რომლებმაც განუსაზღვრელი დროით დააპაუზა მთელი სამყარო და მსოფლიო ეკონომიკა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში და ავეჯის დიდი შოურუმები.
რა ხდება დღეს საქართველოს ჰაიენდის ავეჯის ბაზარზე და ზოგადად ინდუსტრიაში, რომელზეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ხვედრითი წვლილი მოდიოდა?
ამ შეკითხვებზე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმის CASTELLO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ივანე ნადაშვილი საუბრობს.
საყოველთაო კარანტინის ფონზე საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, თქვენ რა პოზიციაში ხართ და რა ნაბიჯები გადადგით?
დავიწყოთ იქიდან, რომ 2019 წლიდან დღემდე მცირე დროის განმავლობაში CASTELLO-მ მძლავრი კონკურენციის მიუხედავად თავისი განსხვავებული მიდგომით მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ავეჯის მწარმოებელი ევროპელი გრანდების, ისე ქართველი მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ჩვენ ეს შევძელით.
დღესაც, როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიის საფრთხეს, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინტესიურ მუშაობას ამ მიმართულებით.
სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, ჩვენ გადავდგით ადეკვატური ნაბიჯები, რომლებიც ერთის მხრივ ჰარმონიაშია WHO-ს და მთავრობის რეკომენდაციებთან, ხოლო მეორესმხრივ საკმაოდ უმარტივებს მომხმარებლებს ჩვენთან ურთიერთობას – გაუშვით ქართულ ბაზარზე ანალოგის არმქონე ვებ. გვერდი www.castello.ge სადაც წარმოდგენილია, როგორც იტალიური და ევროპული მაღალი კლასის პროდუქციის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, ჯამში 180-მდე მსოფლიო დონის დიზაინერთა ნამუშევარი, ისე სრული ინფორმაცია შოურუმის ვირტუალური ტურის ჩათვლით კომპანიის მომწოდებელთა, სერვისებისა და ჩვენი აქტიობების შესახებ. მთლიანად გადავიყვანეთ სათაო ოფისი დისტანციურ მართვაზე, კარანტინის საწყის ეტაპზე მოვახდინეთ შოურუმის სრული დეზინფიკაცია, სავაჭრო ფართისა და ლოგისტიკური სამსახურის აღჭურვა შესაბამისი დისპენსერებით და დამცავი საშუალებებით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სასაწყობე მარაგები და ინფრასტრუქურა, სადაც მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში თვეების მანძილზე უსასყიდლოდ ენახებათ შეძენილი პროდუქცია და ა.შ. ზოგადად უკანასკნელი პერიოდში ვმუშაობთ ძირითადად ადგილზე არსებული სტოკით.
ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესების სწორი ანალიზი, CASTELLO-ს პროფესიონალთა გუნდის შენარჩუნება, ბიზნესის თუნდაც დაბალი ოპერირების ტემპით მართვა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა, ვინაიდან ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქართული ეკონომიკის ისე მათი ოჯახების და ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის წინაშე. ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით გვერდში უდგევართ მათ.
რას გვეტყვით გაყიდვების მაჩვენებლებზე?
ბოლო დროს განვითარებულმა ნეგატიურმა პროცესებმა მოახდინა მთელი ცივილიზებული სამყაროს პარალიზება და ბუნებრივია ვერ ჩაუვლიდა გვერდს ვერც CASTELLO-ს. კომპანიამ განიცადა სერიოზული ზარალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა დამატებითი 2500 კვ.მ. სავაჭრო ფართის მშენებლობის პროცესი, გაყიდვები შემცირდა დაახ. 60%-ით, საყოველთაო კარანტინის საწყის ფაზაზე აღინიშნებოდა მომხმარებელთა ტრეფიკის სერიოზული ვარდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ზოგადად სავაჭრო ბალანსის გაუარესება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბიზნესის პირდაპირ კავშირშია სამშენებლო ინდუსტრიასთან, სესხებთან და საბანკო რეგულაციებთან, რამაც თავის მხრივ დამატებითი ნეგატიური ზეგავლენა იქონია სეგმენტზე, ვინაიდან სამწუხაროდ აქაც აღინიშნება უარყოფითი დინამიკა და სტაგნაცია.
თუმცა, აქაც ფორსირებული გადაწყვეტილებების წყალობით მოვახერხეთ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა და სავაჭრო პროცესების პროგნოზირებად დინამიკაში შემობრუნება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც CASTELLO-ს ავეჯის შეძენის მსურველთა რიცხვი, ისე ახლად შექმნილი ვებ. გვერდის www.castello.ge ვიზიტორთა რაოდენობა, დაახ. 70%-ით. ამას ხელი შეუწყო ვებ. გვერდის მობილური ვერსიის შექმნამ, რომელიც ადაფტირებულია Android-ისა და IOS-ის სმარტფონების სისტემებზე. ჩვენი სოც. მედიის ადმინისტრატორები მუდმივ ონლაინ და სატელეფონო კავშირზე არიან პოტენციურ მომხმარებლებთან, რომლებსაც ნამდვილად ვანებივრებთ ახალ ახალ პრემიუმ-კლასის ბრენდების შემოყვანით (სულ ბოლოა იტალიური Divanidea, პოლონური განათებები Bomma და ბელგიური პრემიუმ-კლასის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Qeeboo).
ყოველივე ზემოხსენებულის შედეგად, ჩვენდა სასიხარულოდ დავიწყეთ სულ უფრო მეტი შეტყობინების მიღება იტალიიდან მომწოდებელთა ქარხნების გახსნის თაობაზეც, რაც ძალიან გვახარებს და გარკვეული ოპტიმიზმის განცდას გვისახავს.
როგორ გესახებათ საერთოდ საქართველოში პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი?
დღეს ზოგადად COVID-19 ინფექციის საფრთხიდან გამომდინარე, ე.წ. ჰაიენდის ავეჯის სეგმენტს მსოფლიო ბაზარზე უჭირს, მოსახლეობა უმთავრესწილად ორიენტირებულია პირველადი საჭიროების ნივთების შეძენაზე და აქ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და გარეთ გასვლას მოწყურებული ხალხი მიაშურებს სავაჭრო ცენტრებს, იმუშავებს პრაქტიკულად ყველა სექტორი და ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულება დაწყებული ენთერთეიმენტით დამთავრებული რითეილით, CASTELLO-ს გუნდი ზუსტად ამ შემართებით გეგმავს მომავალს და გაორმაგებული ენერგიით, გაზრდილი ასორტიმენტით და გაცილებით დიდი ფართით მზად იქნება უმასპინძლოს თავის მომხმარებლს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, სრულიად საქართველოს! დარჩით სახლში!
Slamp-ის დიზაინერული სანათებით განათებული Mariano di Vaio ახალი ოფისი
9 თვის წინ კასტელო
20-მდე დიზაინერული მოდელი, ჯამში 170 სანათი - ასე გამოიყურება ცნობილი ინფლუენსერის Mariano di Vaio ახალი ოფისი.
Mariano di Vaio - არის იტალიელი ბლოგერი, დიზაინერი და მსახიობი. ის იყო ისეთი ცნობილი ბრენდების სახე, როგორებიც არიან: Hugo Boss, Dolce & Gabbana და Calvin Klein. იგი ასევე გახლავთ ფორბსის “Retail E-Commerce” სიის ლიდერი. მარიანოს ამჟამად აქვს საკუთარი სამკაულებისა და აქსესუარების ხაზი (MDV Jewels, MDV Shoes, MDV Eyewear), რომელთა ოფისებიც მთლიანად გაწყობილია იტალიური ბრენდის, Slam-ის დიზაინერული სანათებით, მათ შორის ისეთი უნიკალური მოდელებით, როგორიცაა: Zaha Hadid-ის AVIA და ARIA GOLD-ი.
შეიძინე ონლაინ და მიიღე 25%-იანი ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე
9 თვის წინ კასტელო
#დარჩისახლში #შეიძინეონლაინ #მოეწყვეკომფორტულად
შეარჩიე სასურველი ავეჯი www.castelo.ge -ზე და მიიღე 25%-იანი ფასდაკლება ონლაინ შეძენისას ☺️
კასტელოს შოურუმს ჩაუტარდა დეზინფექცია
9 თვის წინ კასტელო
ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა, შესაბამისად მივმართავთ ყველა იმ საჭირო ზომასა თუ ხერხს, რომელიც მათ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას ❤
ავეჯის მაღაზია კასტელო გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე
9 თვის წინ კასტელო
ძვირფასო მომხმარებლებო,
⠀⠀⠀
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 მარტის განკარგულების შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, COVID-19 ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით - იტალიური ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი კასტელო დროებით წყვეტს ფუნქციონირებას და გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე.
⠀⠀⠀
შეკვეთების განხორციელება შესაძლებელი იქნება:
ჩვენი ვებგვერდის www.castello.ge
FB-ის გვერდის (facebook.com/castello.georgia)
Instagram-ის გვერდის (castello_furniture_georgia)
შემდეგი მობილური ტელეფონების მეშვეობით:
▪️591 03 78 78
▪️591 03 79 79
▪️579 14 87 78
⠀⠀⠀
ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გაუმკლავდება არსებულ საფრთხეს და ჩვენც დაუბრუნდებით ჩვეული მუშაობის რიტმს. 🙏❤️
⠀⠀⠀
#დარჩისახლში #stayhome #ვიზრუნოთერთმანეთზე #ერთადდავამარცხოთ #STOPCOVID19 🤜🤛 #ყველაფერიკარგადიქნება