კასტელოს იტალიური პრემიუმ-კლასის ავეჯის ბრენდის, Smania-ს ექსკლუზიური დილერის სტატუსი მიენიჭა
5 წლის წინ კასტელო
მ.წ 27-28 აგვისტოს კასტელოს შოურუმს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია იტალიური პრემიუმ-კლასის ავეჯის წარმოების ტოპ 5-ეულში შემავალი ბრენდი Smania-ს წარმომადგენლობითი დელეგაცია კომპანიის მფლობელის და გენერალური დირექტორის - ფრანჩესკო სნაიდეროს ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში Castello-სა და Smania-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კასტელოს მიენიჭა ექსკლუზიური დილერის სტატუსი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა Smania-ს 4 ზონისგან შემდგარი Shop-in Shop-ის მოწყობის საკითხებიც, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში კასტელოს გაფართოებულ შოურუმში იხილავთ ბრენდის შთამბეჭდავ ექსპოზიციას. მიმდინარე პერიოდში კი დაწყებულია შეკვეთების მიღება!
Smania - the most modern among the classic and the most classic among the modern!
MOROSO-ს ექსკლუზიური ექსპოზიცია კასტელოს შოურუმში
5 წლის წინ კასტელო
გვსურს გაცნობოთ კასტელოს მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ. კერძოდ, დღეიდან ქართველ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩვენს შოურუმში იხილონ, შეაფასონ და შეარჩიონ მსოფლიოს უცნობილესი ბრენდის, იტალიური MOROSO-ს პროდუქცია, ბრენდი, რომლისთვისაც თვით ლეგენდარული დიზაინერი Patricia Urquiola ქმნის მოდელებს, რომელთა უნიკალურობითა და დიზაინერული ხელწერით თავს იწონებს არა მხოლოდ ბრენდი, არამედ მთელი იტალია.
მოხარულები ვართ, რომ MOROSO-მ მოგვანიჭა განსაკუთრებული სტატუსი და კასტელო დღეს ერთადერთი კომპანიაა ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ამ უნიკალური ბრენდის პროდუქციის ექსპოზიციის ექსკლუზიური უფლება აქვს და ჩვენს ინტერიერულ სალონს ამშვენებს ისეთი იკონური მოდელები როგორიცააა Patricia Urquiola-ს Gogan-ი, Ruff, Redondo და ასევე 2021 წლის უახლესი მოდელი Getlucky-ს სავარძელი.
შოურუმის გაფართოვებასთან ერთად იგეგმება ბრენდებისა და მათი ასორტიმენტის გაფართოვებაც, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად დაგვემატება MOROSO-ს ბრენდის აუთდორ კოლექციაც, რომელიც თქვენს ყოველგვარ მოლოდინს გადაააჭარბებს!


Lorenzo Cattelan-ის ვიზიტი კასტელოს შოურუმში
5 წლის წინ კასტელო
Castello იტალიური MOROSO-ს ოფიციალური დილერი გახდა
5 წლის წინ კასტელო
სიამოვნებით გაცნონებთ, რომ კასტელოს მულტიბრენდული შოურუმი გახდა Moroso-ს ოფიციალური დილერი საქართველოში და სულ მალე ჩვენს განახლებულ ინტერიერში თქვენ დაგვხვდებათ ბრენდის მასშტაბური ექსპოზიცია, ამასთანავე ისარგებლებთ საუკეთესო პირობებით საქართველოს ბაზარზე.
Moroso - ბრენდი, რომელიც რბილი ავეჯის მაღალი მოდის პროფესიონალთათვის 1952 წლიდან ასოცირდება სიტყვა დიზაინთან თანამშრომლობს მსოფლიო დონის დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Patricia Urquiola, Marcel Wanders, Benjamin Hubert, Gordon Guillaumier და სხვა.
ბრენს მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიცაა: Elle Decor International Design Awards, EDIDA Awards, Dezeen Awards და სხვა.
მცირედი ინფორმაცია QEEBOO-ს ტრენდულ აქსესუარ "შეყვარებულ ჟირაფზე" (Giraffe in Love)
5 წლის წინ კასტელო
"Giraffe in Love"-ის სახელწოდებით ცნობილი აქსესუარი - სანათი სინამდვილეში გახლავთ მეოცნებე ჟირაფი, რომელსაც პირით უჭირავს მარია-ტერეზას სტილის კლასიკური ჭაღი. ის განასახიერებს ირონიას და სინათლეს: ჟირაფი შეყვარებულია, თუმცა მან ჯერ ეს არ იცის, ვინაიდან მისი გული შორს არის თავისგან და ისიც განაგრძობს ცხოვრებას სიყვარულით შთაგონებული.

სიახლე Qeeboo-საგან, 2021 წლის ექსტრაორდინალური სანათი - "დავარდნილი ჭაღი" (Fallen Chandelier)
5 წლის წინ კასტელო
Fallen Chandelier - დავარდნილი ჭაღი გახლავთ დიზაინერული ბიურო "Studio Job"-ის ბოლო შედევრი. ტორშერი, რომელიც განკუთვნილია როგორც ინტერიერში, ისე გარე პერიმეტრზე გამოსაყენებლად.
"Fallen Chandelier"-ის სახელწოდებით ცნობილი დაუვიწყარი არტ ინსტალაციით შთაგონებული სერია, განასახიერებს მასშტაბურ ჭაღებს დიდ ველზე, რომელზეც ოდეზღაც იდგა სასახლე. თითქოს ანარეკლი უწინდელი დიდების და სასახლის, რომლისგანაც დარჩა მხოლოდ მოგონება და მიტოვებული ჭაღები.
Qeeboo-მ მოახერხა ამ ერთგვარი არტ-პროექტის დიზაინერულ აქსესუარად ტრანსფორმირება, რომელიც განასახიერებს ზუსტად იმ დიდებას და დროის უსასრულობას. მე-19 საუკუნის Thonet-ის კლასიკური ორნამენტების გავლენით ინსპირირებული ეს ულამაზესი ნივთი თითქოს მოგზაურობს დროში, რათა შეგვახსენოს თავი და იყოს მთავარი მოქმედი პირი ყველგან სადაც ის მოხვდება.

კასტელო ლეგენდარული Arketipo-ს მასშტაბური ექსპოზიციისთვის ემზადება
5 წლის წინ კასტელო
კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, რომელიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად გვსურს გავუზიაროთ ქართულ საზოგადოებას.
მულტიბრენდული ავეჯის სალონი Castello ავეჯის მაღალი მოდის სამყაროში კარგად ცნობილი იტალიური Arketipo-ს მასშტაბური ექსპოზიციის გახსნისთვის ემზადება.
ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება კომპანიის დამფუძნებელმა ივანე ნადაშვილმა ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში იმედის ტელეეთერში მიმდინარე ო. ბაბლუანის შოუში „რა დროს ძილია“ გააკეთა.
„ჩვენთვის დიდი პატივია ექსკლუზიურ დონეზე წარმოვადგინოთ ბრენდი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია იტალიური ავეჯის Prêt-à-Porter და თანამედროვე დიზაინის სამყაროს მნიშვნელოვან ტრენდსეტერად.
Castello-მდე მსგავსი ხასიათის ექსპოზიციის გაკეთება ვერ გაბედა ვერცერთმა ქართულმა კომპანიამ, ვინაიდან მცირე ეკონომიკური ზრდის პირობებში ერიდებოდნენ ამდენად მაღალი სეგმენტის პროდუქციასთან შეჭიდებას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი წილად ხვდა სწორედ Castello-ს, რომელიც დღეისთვის სამართლიანად ითვლება სექტორის ლიდერ კომპანიად და ქართულ ბაზარზე უკვე მესამე წელია ამკვიდრებს თამაშის სამართლიან წესებს.
შეგახსენებთ, რომ Arketipo-ს უნიკალური პროდუქცია იქმნება უმაღლესი ხარისხის მასალებით, 100%-ით ხელით იტალიაში, ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის მსოფლიო დედაქალაქად აღიარებულ ქ. ფლორენციაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ და თავიანთ შედევრებს ქმნიდნენ ადრეული ეპოქის, რენესანსისა და შემდგომი პერიოდების საუკეთესო ხელოვანები - მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები თუ არქიტექტორები. ქალაქი რომელიც გახდა დიდი მიქელანჯელოს, დავინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ჯოტოს, ბოკაჩოს და დანტე ალიგიერის შთაგონების წყარო დღეს იმპროვიზაციისა და შემოქმედების სარბიელს აძლევს Arketipo-ს, რომელიც იმდენად განსხვავებულია დიზაინის სფეროში, რამდენადაც თქვენი თითის ანაბეჭდი. აქედან იღებს სათავეს ყოველი ნივთი იქნება ეს რბილი ავეჯი, მაგიდა თუ რომელიმე სხვა აქსესუარი. ყოველი პროდუქტი კოლექციიდან ატარებს არანაკლებ სახელოვანი მსოფლიო მასშტაბის დიზაინერის ხელწერას, როგორებიც არიან - კარლო ბიმბი, ჯუზეპე ვიგანო, მაორო ლიპარინი, ჯინო კაროლო, რობერტო პალომბა, მაურიციო მანძონი, ლეო დაინელი და სხვები. საწარმოო პროცესს კი სათავეში უდგას იტალიაში კარგად ცნობილი კატელანების ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელი - ლორენცო კატელანი, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გეგმავს სამუშაო ვიზიტს თბილისში კოლექციის გახსნაზე. Shop in Shop კონცეფციით დაგეგმილი ექსპოზიციის მოსამზადებლად ჩვენს მიერ რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად განხორციელდა მოცულობითი ინვესტიცია, რამდენიმე თვით ადრე კი პირველი პირების დონეზე დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, რომელიც წარმატებულად დასრულდა 3 თვის წინ. ამ შემთხვევაში Castello-ს გუნდმა უფრო მეტად აქცენტი გააკეთა სეგმენტის ვიზუალურ-დიზაინერულ მხარეზე, ვიდრე მის კომერციულ შემადგენელზე, რათა მიეცა ქართველი მომხმარებლისთვის აბსოლუტურად განყენებული დიზაინის მაღალ მოდასთან შეხების შესაძლებლობა, ვინაიდან განვლილი 2 წლიანი პერიოდის მანძილზე დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა მსგავსი მასშტაბისა და განზომილების ავეჯის კოლექციის ექსპონირებას. შესაბამისად, ჩვენი გუნდის სახელით მთელს საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას. 2020 წლის თებერვლის პირველი ნახევრიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩვენს საგამოფენო სივრცეში Arketipo-ს Shop in Shop პრინციპით მომზადებული ექსპოზიციის დათვალიერება და რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში ინდივიდუალური შეკვეთების გაფორმებაც“ - განაცხადა ი. ნადაშვილმა.



Castello იტალიური Qeeboo-ს ექსკლუზიური დილერი გახდა
5 წლის წინ კასტელო
სასიამოვნო სიახლე, რომლის შესახებაც Castello-ს გუნდი სიამოვნებით აცნობებს თავის მომხმარებელს.
2021 წლის 20 იანვარს იტალიიდან მიღებული ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე, Castello გახდა საყოველთაოდ აღიარებული ტრენდული აქსესუარების ბრენდის Qeeboo-ს ექსკლუზიური დილერი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში ჩვენი საგამოფენო სალონის გარდა, ზემოხსენებული ბრენდის პროდუქციის გაყიდვის უფლება არ გააჩნია არცერთ კომპანიას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი რთული მდგომარეობისა და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით აღნიშნული შედეგის მიღწევა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან Qeeboo ტრადიციისამებრ არ გასცემს ექსკლუზივებს.
თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პროექტების, ნაყოფიერი კოლაბორაციისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლის დახმარებით ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ Qeeboo-ს მოდური პროდუქციის ასორტიმენტშია - სტეფანო ჯოვანიონის ბაჭიების სერია, მარკანტონის „შეყვარებული ჟირაფი“, ნიკა ზუპანკის ბანტიანი სკამი, მარსელ ვანდერსის ნამუშევრები და მრავალი სხვა აქსესუარი, რომელმაც 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის კატეგორიაში მიიღო საყოველთაო აღიარება და უმაღლესი ჯილდო.
Castello-ს გუნდი ულოცავს თავის ერთგულ მომხმარებელს ამ შესანიშნავ მიღწევას და მომავალში მრავალ სიახლეს პირდება.
5 წლის წინ კასტელო
გვსურს სიამოვნებით გაცნობოთ, რომ მ.წ. 13 ოქტომბრიდან კასტელოს მულტიბრენდულ ინტერიერულ სალონში იხსნება ცნობილი მხატვრის, ესტეთიური ექსპრესიონიზმის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებლის Oleg Timchenko-ს ნამუშევრების ექსპოზიცია: "ინტეგრაცია დიზაინში".
ნახატებს შორის წარმოდგენილი იქნება როგორც მისი საუკეთესო ტილოები, ისე იშვიათი კერძო კოლექციების ნამუშევრები, კონტრასტული ხასიათისა და ტრანსფორმაციის ამსახველი შედევრები.
"მე არ ვხატავ მხოლოდ ფოთლებს ან ხეს, არამედ ნიავს რომელიც არხევს მათ" - ეს ბატონი ოლეგის საყვარელი სიტყვებია და ის, ასე აღწერს თავის შემოქმედებით მიდგომას, ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია გასულია Bonhams-ის აუქციონზე.
ზუსტად ამიტომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, Castello-ს მომხმარებელს ვჩუქნით უნიკალურ შესაძლებლობას 1 თვისა და მეტის მანძილზე უფასოდ გაეცნოს მის ხელოვნებას და დაინტერესების შემთხვევაში შეიძინოს გარკვეული ტილოები.
QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში
6 წლის წინ კასტელო
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიზაინის სამყარო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი დიზაინერის სტეფანო ჯოვანიონის და მისი შემოქმედებითი გუნდის ნაბიჯებს პროდუქტის კვლევისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა - ახალი თაობის ბრენდის სახელწოდებით ცნობილი QEEBOO-ს დაარსებას.
თავისი ბესტსელერებით ცნობილმა ს. ჯოვანიონიმ QEEBOO-ს ბრენდის ქვეშ შესძლო მსოფლიოს წამყვანი ისეთი კრეატიული დიზაინერთა ჯგუფის გაერთიანება, როგორიცაა: მარსელ ვანდერსი, მარკანტონიო, ანდრეა ბრანცი, დაი სუგასავა, რიჩარდ ჰატენი, სტუდიო ფრონი და სხვა. შედეგად, უკვე 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) QEEBOO-მ თავისი ექსტრაორდინალური მიდგომით და ექსკლუზიური აქსესუარებით შესძლო გადატრიალების მოხდენა ინდუსტრიაში (სურათი მილანის გამოფენიდან).
კონცეფციამ, რომელიც ემყარება ფლორისა და ფაუნის სინთეზს მოიპოვა როგორც საყოველთაო აღიარება და სიმპატია მილანის გამოფენაზე, ისე ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის საერთაშორისო დიზაინის ჯილდო. დღეისათვის, ახალგაზრდა ბრენდი თავისი უნიკალური და ყოვლად განსხვავებული სტილით მსოფლიო მასტაბით გახლავთ დიზაინის ახალი მოდის აბსოლუტური ტრენდსეტერი, მისი საოცრად ლამაზი ნივთები და აქსესუარები კი ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო სახლებს, რეზიდენციებსა თუ ვილებს.
საქართველოში QEEBOO-ს ექსკლუზიური ექსპოზიციის უფლება მოიპოვა მულტიბრენდული ავეჯის შოურუმმა „Castello“-მ, რომელმაც მსოფლიოში შექმნილი მძიმე პანდემიური სიტუაციის მიუხედავად მოახერხა კოლექციის პრეზენტაცია დაგეგმილ დროზე ადრე.
QEEBOO-ს კოლექციაზე სასაუბროდ შოურუმში ვეწვიეთ მის დამფუძნებელსა და გენ. დირექტორს ივანე ნადაშვილს.
- ბოლო დროს „კასტელო“ ნამდვილად ანებივრებს ქართველ მომხმარებელს სიახლეებით და სიურპრიზებით. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ თქვენთან გაიმართა ლეგენდარული იტალიური განათების კომპანიის „MMLAMPADARI“-ის დიზაინერული ნაწარმის კოლექციის პრეზენტაცია. ამჯერად, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვიამბოთ QEEBOO-ს შესახებ.
- უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია რომ QEEBOO და „Castello“ შეიქმნა ერთიდაიმავე პერიოდში დაახ. წელიწადნახევრის წინ. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართულ ბაზარზე სწორედ ჩვენ გვერგო მისი ექსკლუზიურ დონეზე წარმოდგენის უფლება. დღეისათვის, ჩვენთან შოურუმში ქართველი მომხმარებლის კომფორტისთვის წარმოდგენილია QEEBOO-ს აბსოლუტურად ყველა ბესტსელერი, მათ შორის ე.წ. შეყვარებული ჟირაფების სერია (Giraffe in Love), ბაჭიების კოლექცია (Rabbit chair, Rabbit Tree) ნიკა ზუპანკის და მარსელ ვანდერსის დიზაინერული სავარძლები, დეკორატიული სანათები (Empire, Guru), რომლის შემუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ანდრეა ბრანცი და დიზაინერული სტუდია სტუდიო ჯობი და ა.შ. „Castello“ როგორც ბრენდის ოფიციალური პარტნიორი QEEBOO-ს პროდუქციას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს ზუსტად იმ ფასში, როგორც ის იყიდება QEEBOO-ს ოფიციალურ ვებ.გვერდზე იტალიაში არც მეტი არც ნაკლები. მეორე მომენტი რომელსაც აუცილებლად მსურს გავუსვა ხაზი არის ის, რომ პროდუქცია იყიდება პირდაპირ QEEBOO-ს სასაწყობე სტოკიდან და მომხმარებელს ადგილზე ჩამოსდის შეკვეთის გაფორმებიდან 2 კვირაში, რაც ბოლო დროს მსოფლიოში შექმნილი პანდემიური საფრთხიდან გამომდინარე ძალზედ კომფორტულ ხდის მომხმარებელთან ურთიერთობას და მათ არ უწევთ 2-3 თვე პროდუქციის ლოდინი.
საკუთრივ ბრენდის ცნობადობაზე ვფიქრობ საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მისი რენომე და საერთაშორისო პოპულარობა დღეს მსოფლიოში უსწრებს მის სახელს. შესაბამისად, ჩვენთანაც ინტერესი მისი პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია და უკვე გაფორმებულია ძალიან ბევრი შეკვეთა.
- რა სიახლეებს გვთავაზობს კიდევ „Castello“ და რით გაანებივრებს მომხმარებელს მომავალში.
- ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი. კერძოდ, ივლისის ბოლომდე „Castello“-ს შოურუმში გაიმართება კიდევ ერთი ახალი იტალიური ბრენდის DIVANIDEA-ს რბილი ავეჯის საკმაოდ მოცულობითი კოლექციის პრეზენტაცია - ეს გახლავთ იტალიის საშუალო სეგმენტის რბილი ავეჯის გაყიდვების ლიდერი, რომლის ასორტიმენტშიც შედის როგორც გასაშლელი დიზაინერული დივნები, ისე სამეულები, კუთხის დივნები, სავარძლები და ა.შ. ბრენდი ძალზედ მომხიბლავია თავისი დიზაინით, ხარისხით და რაც მთავარია საფასო პოლიტიკით.
წყარო: ambebi.ge
“იტალიური ტემპერამენტი ქართულ ინტერიერში” – ავეჯის შოურუმი “კასტელო”
6 წლის წინ კასტელო
გთავაზობთ, ჟურნალ ინტერიერის სტატიას "Castello - იცხოვრე იტალიურად!"
6 წლის წინ კასტელო
კაცობრიობას,
განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდგომ გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური
მოხმარების საგნებისათვის განსაზღვრული ფორმები და დანიშნულება მიეცა, მის შესაქმნელად
სხვადასხვა მასალა გამოეყენებინა, შემდეგ ეს საგნები გაეფორმებინა და ასე, დროთა ცვალებადობასთან
ერთად პრიმიტიული ფორმებიდან დაწყებული ხელობა, ხელოვნებად ექცია!
დღეს,
თანამედროვე მსოფლიო, ინტერიერების შესამოსად, ავეჯის უზარმაზარ ინდუსტრიას ანვითარებს
და სულ უფრო მეტი კომფორტის შესაძლებლობას უქმნის მომხმარებელს. განსაკუთრებული მოთხოვნა
ავეჯის ექსკლუზიური და უნიკალური ტიპის მოდელებზეა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა
აქვს მის მოთხოვნასა და გემოვნებაზე ორიენტირებული ავეჯი, პერსონალურად შეუკვეთოს.
ამ თვალსაზრისით, ქართულ ბაზარზე, არჩევანი ისეთი ტიპის მულტიბრენდულ შოურუმებზე, რომლებიც
წამყვანი ევროპული კომპანიების ავეჯს ჩვენი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან,
ცოტაა.
2019
წლის დასაწყისიდან კი მას შემდეგ, რაც იტალიური ავეჯისა და აქსესუარების ოფიციალური
დილერი Castello ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქართველ მომხმარებლებსაც მიეცა შესაძლებლობა,
მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელები, (საშუალო და პრემიუმ კლასის
ავეჯის სეგმენტში), მისაღებ ფასებში მათთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
აღმაშენებლის
ხეივანის 40 ნომერში, 1000 კვ.მ ფართობის სამ სართულზე განლაგებული შოურუმი, შესაძლებლობას
გაძლევთ ერთიან სივრცეში სახლის ავეჯის მრავალფეროვანი კომბინაციები იხილოთ, იქნება
ეს: მისაღები და სასადილო ოთახის საძინებლის კომპლექტაციები თუ სამუშაო ოთახის სივრცე.
Castello-ს გუნდს ავეჯის ინდუსტრიაში რვაწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, რომ
მუდმივად განახლებადი, ტრენდული, დიზაინერული და ექსკლუზიური კოლექციები წარმოგიდგინოთ.
გვანცა
სვანიძე (Castello-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება,
რომ უნიკალური მულტიბრენდული შოურუმი დაეფუძნებინა, რომელიც თავისი პატრონაჟის ქვეშ
გააერთიანებდა: იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ზოგადად ევროპის სხვა
ქვეყნების წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ნაწარმს. ჩვენს კოლექციებში შეგიძლიათ
ნახოთ ისეთი ისეთი ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დიზაინის კორიფეების
ნამუშევრები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, რომელიც წლების მანძილზე ბოჰემიური იტალიური
Gervasoni 1882-ის მთავარი დიზაინერია. მსოფლიოს არქიტექტურისა და დიზაინის
გურუდ წოდებული ზაჰა ჰადიდი, რომლის ექსკლუზიურ განათებებსაც შეხვდებით Castello-ს
მაღაზიაში Slamp-ის
ბრენდით. სახელგანთქმული ჰოლანდიელი მაესტრო მარსელ ვანდერსი, დიზაინის მოდის კანონმდებელი
პიერო ლისონი, კარლო კოლომბო და მრავალი სხვა. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, რომ მთელი
ეს ნაკრები გაგვეხადა ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. გადმოცემით, ჟურნალებიდან
და გლამურული ფურცლებიდან კი არ სცოდნოდათ ეს ყველაფერი, არამედ ამ ცნობილი დიზაინერების
ნაწარმი შეკვეთიდან ორთვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი
როგორც ფიზიკურად, ისე ფასის სეგმენტში.
საკმაოდ რთულ პერიოდში დავიწყეთ ფუნქციონირება, იანვარში,
რომელიც გაყიდვების კუთხით საკმაოდ სუსტ პერიოდად ითვლება, მაგრამ მაინც ვენდეთ ჩვენს
გამოცდილებას და ამ ხუთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ ქართველი მომხმარებელის გარკვეული
ლოიალობა. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს: „Twils”,
“Gervasoni 1882”, “London Art” (ექსკლუზიური შპალერებისა და კედლის ინსტალაციების
მწარმოებელი კომპანია), „“AlfdaFre-Valdesign”, Slamp” და რაღა თქმა უნდა სახელგანთქმული
“ReflexAngelo” (მარმარილოს-შუშის მაგიდებისა და ბროლის სანათების მსოფლიო კანონმდებელი).
მხოლოდ საყოფაცხოვრებო
დანიშნულების ავეჯი იყიდება თქვენთან?
კასტელო ძირითადად ყიდის საცხოვრებელი ბინის ავეჯს:
მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები,
დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები...აღსანიშნავია
ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ
არ არის ავეჯი უბრალო პრინციპით გაბნეული, ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული
პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში,
სათანადო განათების ქვეშ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი
და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ
წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. ჩვენ
არ ვყიდით უბრალო ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი
უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ იქნება
აბსოლუტურად უნიკალური.
დიზაინერებთან თუ
თანამშრომლობთ?
დიზაინერებთან ურთიერთობა წარმოადგენს Castello-ს აბსოლუტურ
პრიორიტეტს. მეორე სართულზე, გვაქვს სპეციალური გამოყოფილი სივრცე, რომელსაც ეტაპობრივად
ვავსებთ ქსოვილების, ლაკირებული, მატისებრი თუ პრიალა ხის ზედაპირების ნიმუშებით. „კასტელო“
გარკვეულწილად არის შუამავალი ევროპულ მწარმოებლებსა და ქათველ მომხმარებელბს შორის.
აქ მთავარია ამ მესიჯის სწორი გადმოცემა. ჩვენთან შერჩეული ნებისმიერი ნივთი, აძლევს
მომხმარებელს იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ თავის ინტერიერს მოარგოს. ქსოვილების
უზარმაზარ ასორტიმენტთან ერთად (რომელიც მოიცავს: როგორც ხავერდის, ისე ბოლოდროინდელი
ტრენდის მატარებელი ველიურის, ჯაკარის, ტილოს, ზამშის, ტაფტის A, B, C, D და ლუქსის
კატეგორიებს), ე.წ. ალკანტარას, ნატურალურ
და ტყავის შემცვლელ ფაქტურებს, ადგილზე გვაქვს მარმარილოს ტოპების შესაბამისი
სპესიმენები (Bianco Carara, Emperador Dark, Gold, Negro Marquina, Verde
Guatemala და სხვა) რომლებიც უმთავრეს წილად გამოიყენება მაგიდის ზედაპირებზე , კონსოლებში,
ასევე ჟურნალისა და მისადგმელ მაგიდებში. ამ ეტაპზე 6 კატეგორიის მარმარილოს ნიმუშია
წარმოდგენილი. გავქვს ასევე მეტალის შესაბამისი კატეგორიის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება
ავეჯის დეტალის, ბუქქეისის ან საწოლის ფეხის სახით იქნეს წარმოდგენილი ან შეცვლილი.
ასევე ავეჯის ხის ზედაპირების უზარმაზარი ასორტიმენტი. ჯამში, ზემოთხსენებული ქსოვილების,
მეტალისა და მარმარილოს ნიმუშებში თამოყრილია 350-ზე მეტი კატეგორია და ფაქტურა. გარდა
ამისა გვაქვს კატალოგების ფართო არჩევანიც მხოლოდ ექსკლუზიური იტალიური კომპანიებისაგან
როგორც საშუალო ისე ე.წ. High End-ის ავეჯის სეგმენტში
(Bruno Zampa, Pregno, Longi,
Porada). დიზაინერს, რომელიც მუშაობს ამათუიმ კონკრეტულ პროექტზე,
აქვს საშუალება ჩვენთან , მშვიდ ვითარებაში, თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სამუშაო გარემოში,
სადაც ჩვენი კონსულტანტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაუწევენ მეგზურობას.
კოლექციების განახლება
რა სიხშირით ხდება?
ამა წლის აპრილში ჩვენი გუნდის ხუთკაციანი დელეგაცია
გახლდათ მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მოხდა კონტრაქტების გაფორმება და უკვე
მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხი ახალი ბრენდი შეემატება Castello-ს, მათ შორის „Altacom”, რომელიც დღეისათვის
გახლავთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნოვატორი ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოების
სფეროში. მაგალითად, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა შესაძლოა გადაკეთდეს 12 კაციან სასადილო
მაგიდად, რაც ავეჯს უკვე მრავალფუნქციურს ხდის. ამ ეტაპზე ჩვენთან შოურუმში პრემიუმ-კლასის
ავეჯის 35-მდე საცხოვრებელი პროგრამაა წარმოდგენილი: მისაღები, სასადილო, საძინებელი
ოთახების, რბილი ავეჯისა თუ ტელევიზორის სადგამების სახით...თანამედროვე ტიპის ავეჯის
გარდა, შოურუმში მცირე დოზით ასვე ადგილი ეთმობა კლასიკური ტიპის კომბინაციებსაც. თუმცა,
კატალოგებით გაცილებით დიდი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. ადგილზევე
გვაქვს საკმაოდ ტრენდული ხალიჩები. მრაალფეროვანი შუშისა და მეტალი აქსესუარები, ჭაღები,
ტრშერები, მაგიდის სანათები, მყიდველს ვთავაზობთ ასევე კედლის ექსკლუზიურ ინსტალაციებს,
შპალერებს.. როგორც საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის, ისე წყალგაუმტარ შპალერსაც სველი
წერტილებისათვის (მარსელ ვანდერსის დიზაინი), რომელიც ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური და კრეატიულია. ამავდროულად საშუალებას აძლევს მომხმარებელს
დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები კაფელ-მეტლახზე და სანაცვლოდ მიიღონ ულამაზესი კრეატიული
კედლის დიზაინი. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისათვის
(რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და სხვა).
კოლექციის განახლებას, წელიწადში 2-3 ჯერ ვგეგმავთ.
ჩვენ არ ვართ მაღაზია, ჩვენ ვართ შოურუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ წარმოდგენილ ნებისმიერ
ავეჯს მომხმარებელი უკვეთავს თვითონ. შეკვეთიდან 2-3 თვეში კი ადგილზე უფასოდ ვაწვდით
პროდუქციას. ღირებულებაში შედის ასევე მონტაჟი. გვაქვს უკვე ბესტსელერი მოდელებიც,
რომლებმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად გვაქვს სტოკში. ავეჯს ადამიანი მაინც
ინდივიდუალური ცხოვრების წესიდან გამომდინარე არჩევს, იგი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს,
როგორც მის ხასიათს, ისე განწყობას. ჩვენ კი სწორედ ამისათვის ვართ, რომ საკუთარი სიცრცის
სწორად დაგეგმვასა და გადაწყვეტაში დაგეხმაროთ.
ადრე ინტერიერში
ღია ტონების გამოყენებას ერიდებოდნენ, ახლა უფრო გახალისდა ფერთა გამა, ეს თქვენთვის
რამდენად თვალშისაცემია?
გეთანხმებით, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ ინდუსტრიაში
არსებული დაბალი კონკურენციის გამო მუქ და პასტელურ ფერებს ენიჭებოდა უპირატესობა,
მაგრამ ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა, რაც ალბათ საზღვრების გახსნამ, ჯანსაღმა კონკურენციამ
და ზოგადად დიზაინის კულტურის გარკვეულმა პოპულარიზაციამ განაპირობა. მაგალითად, წელს
ძალიან მოდაშია ღია ვარდისფერი და მუქი ლურჯი ფერები. ქსოვილებიდან გამოვყოფდი ველიურს.
უფრო მოთხოვნადი გახდა ხავერდში შესრულებული ავეჯიც, ვიდრე ე.წ. ალკანტარა, რომელიც
დომინირებდა 2018 წელს.
2019 წლის სექტემბრიდან „კასტელოს“ ე.წ. ტრანსფორმირებადი
ავეჯი, პრემიუმ-კლასის მატრასები და ახალი განათება შეემატება. ასორტიმენტის სიმრავლემ
კი დღის წესრიგში სავაჭრო სივრცის გაფართოების იდეაც დააყენა. შესაბამისად, არსებული
შენობის უკანა ეზოს მხრიდან, დამატებითი ფართის (1000 კვ.მ. ნაკვეთზე) მშენებლობა იგეგმება.
მომავალი წლისთვის „კასტელო“ უკვე გაცილებით დიდ სივრცეში (დაახ. 3500 კვ.მ. ფართობზე)
გაგიწევთ მომსახურებას.